Plasmon
ქვენტაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი) / Quentakehl D5 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Penicillium glabrum D5-ის ხსნარის 1 მლ, HAB-ის მე- 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
 
ჩვენება 
– მწვავე და ლატენტური ვირუსული ინფექციების დროს 
– ლარინგიტი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, გრიპის მსგავსი ინფექციები
– შერეული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, როგორც ეფექტურობის გამაძლიერებელი სხვა სოკოვანი პრეპარატებისათვის: შაკიკის, სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპესი), ჩუტყვავილას დროს
– ცეფალგიები და კისრის ხერხემლის სინდრომი
– როგორც დამატება სოკოვანი პრეპარატრებით საშარდე გზების
ქრონიკული ინფექციების და ნეფრიტის მკურნალობის დროს
 
თვისებები
Quentakehl მიიღება საფუარა სოკო Penicillium glabrum-ისაგან.
იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ წარმოქმნის პენიცილინის მჟავას. ამიტომ მისი გამოყენებისას არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიის ტიპიური თანმხლები ნიშნები, როგორიცაა ალერგია, ღვიძლის დაზიანება, ნაწლავური ფლორის დარღვევა და
პენიცილინრეზისტენტული შტამების ჩამოყალიბება. Quentakehl სპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს ყველა ვირუსულ ინფექციაზე.
Mucokehl და Nigersan-თან ერთდროული გამოყენებისას Quentakehl  გამაღიზიანებელ თერაპიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მიზანშეწონილია მკურნალობაში გამოშვების ნებისმიერი ფორმის Quentakehl-ის ან Notakehl-ის ჩართვა არა მარტო გამოჯანმრთელების პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს, არამედ Mucokehl-ის კურსობრივი მიღების დროსაც
ინექციების ინტერვალებს შორის.
 
მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 8 წვეთი დღეში ერთხელ ჭამამდე
შესაზელად:
ა) 5-10 წვეთის შეზელვა დღეში ერთხელ დაზიანებულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში
ბ) პარენტერული მკურნალობის დროს იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის, 5-10 წვეთი კვირაში ორჯერ
საინჰალაციოდ:
10-20 ღრმა ჩასუნთქვა 2-3-ჯერ დღეში
 
გვერდითი მოქმედებები
ვინაიდან პრეპარატში შედის სპეციფიური ორგანული კომპონენტი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერმგძნობელობას მის მიმართ.
ასეთ დროს მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.
 
უკუჩვენებები
არ ინიშნება, პრეპარატში შემავალი კომპონენტის მიმართ (Penicillium glabrum) ჰიპერმგძობელობის შემთხვევაში.
 
მითითებები
Quentakehl-ში შემავალი კომპონენტი (Penicillium glabrum) შედის ასევე პრეპარატში Pleo Nota-Quent-ში. Quentakehl-ი არ
ინიშნება პრეპარატ Mucokehl-თან ერთად.
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში
სად შევიძინოთ?