Plasmon
ქვენტაკელ D5-D6 ამპულები (ნატუროპათი) / Quentakehl D5-D6 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 
1 მლ შეიცავს: Penicillium glabrum D5/D6-ის 1 მლ წყალხსნარს HABის მე-5ა და მე-11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch, გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა). დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება 
– მწვავე და ლატენტური ვირუსული ინფექციები
 – ლარინგიტი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, გრიპის მსგავსი ინფექციები
– შერეული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, სხვა სოკოვანი პრეპარატების ეფექტურობის გამაძლიერებლის        მიზნით, შაკიკი, გაფანტული სკლეროზი, თავბრუსხვევა, მენიერის დაავადება,
   სარტყლისებრი ლიქენი (ჰერპესი), ჩუტყვავილა
– ცეფალგიები და ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიები
– როგორც დამატება სოკოვანი პრეპარატებით საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების და ნეფრიტის
  მკურნალობის დროს
 
თვისებები
Quentakehlმიიღება საფუარა სოკო Penicillium glabrum-ისაგან. იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ წარმოქმნის პენიცილინის მჟავას. ამიტომ მისი გამოყენებისას არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიის
ტიპიური თანმხლები ნიშნები, როგორიცაა ალერგია, ღვიძლის დაზიანება, ნაწლავური ფლორის დარღვევა და
პენიცილინრეზისტენტული შტამების ჩამოყალიბება. Quentakehl სპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს ყველა ვირუსულ ინფექციაზე. Mucokehl და Nigersan-თან ერთდროული გამოყენებისას Quentakehl
გამაღიზიანებელ თერაპიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მიზანშეწონილია მკურნალობაში გამოშვების ნებისმიერი ფორმის Quentakehl-ის ან Notakehl-ის ჩართვა არა მარტო გამოჯანმრთელების პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს, არამედ Mucokehl-ის კურსობრივი მიღების დროსაც
ინექციების ინტერვალებს შორის.
 
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ 1 მლ კვირაში 2-ჯერ ი.მ., ი.ვ., კანში ან კანქვეშ
 
გვერდითი მოქმედებები
ვინაიდან პრეპარატში შედის სპეციფიური ორგანული კომპონენტი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერმგძნობელობას მის მიმართ. ასეთ დროს მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს
სიმპტომურად.
 
უკუჩვენებები
არ ინიშნება, პრეპარატში შემავალი კომპონენტის მიმართ (Penicillium glabrum)
ჰიპერმგძობელობის შემთხვევაში.
 
მითითებები
Quentakehl-ში შემავალი კომპონენტი (Penicillium glabrum) შედის ასევე პრეპარატში Pleo Nota-Quent-Quentakehl-ში. Mucokehl-ი არ ინიშნება პრეპარატ Mუცოკეჰლ-თან ერთად.
 
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?