Plasmon
რაპიტუსი / Rapitus


ლევოდროპროპიზინი  წარმოადგენს დროპროპიზინის იზომერს. იგი მოქმედებს ჰისტამინურ და ალფა -ადრენერგულ  რეცეპტორებზე  და  არ უკავშირდება ბეტა-ადრენერგულ,  მუსკარინულ და ოპიატურ რეცეპტორებს.  

ფარმაკოკინეტიკა
 ლევოდროპროპიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 40–60 წთ–ის შემდეგ.  T ½ პერიოდი  შეადგენს 1–2 სთ-ს.  ძირითადად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით  შეუცვლელი ფორმით და ჰიდროქსი–მეტაბოლიტის სახით. 
რაპიტუსი ხველას  თრგუნავს მგრძნობიარე ნერვების პერიფერიულ დაბოლოებებზე მოქმედების გზით და ხველის რეფლექსში ჩართული  ნეიროპეპტიდების  მოდულირებით.
აღსანიშნავია, რომ ლევოდროპროპიზინი არ თრგუნავს ბრონქების  ეპითელიუმის ცილიარულ აქტივობას და  ბრონქიალური სეკრეტის რეოლოგიურ თვისებებს.
რაპიტუს გააჩნია ნაკლებად გამოხატული ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
არ მოქმედებს სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციაზე.
რაპიტუსი არ იწვევს:  შეჩვევას , დამოკიდებულებას, შეკრულობას
                  
ჩვენება:
სასუნთქი გზების ალერგიული და ინფექციურ -ანთებითი დაავადიბები: 
მშრალი, არაპროდუქტიული ხველა
ფარინგიტი , ლარინგიტი,   ტრაქეიტი, ტრაქეო–ბრონქიტი  
ბრონქული ასთმა  
ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი
ფილტვის ემფიზემა 
ხველა აგფ– ინჰიბიტორების მიღების ფონზე

რაპიტუსის  ეფექტურობა და უპირატესობები:
- ხველის ინტენსივობის სწრაფი შემცირება
- ღამით გამოღვიძებების ნაკლები სიხშირე
- დღის აქტივობის შენარჩუნება
- ნაკლებად გამოხატული სედაციური ეფექტი
- დამატებითი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
რაპიტუსი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა  შეადგენდეს  6 საათს. 

ასაკობრივი ჯგუფი

წონა

ერთჯერადი დოზა

მიღების ჯერადობა

2–5 წლამდე

10-20კგ

1მგ/კგ (2–3 მლ)

3-ჯერ დღეში

5–12 წლამდე

21-30კგ

5მლ

3-ჯერ დღეში

12 წლის ზემოთ

30კგ – ზევით

10მლ

3-ჯერ დღეში


მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ  და არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. თუ 4-5 დღის განმავლობაში სიმპტომები არ გაქრა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.   
გვერდითი მოვლენები:იშვიათ  შემთხვევებში კანის ალერგიული რეაქციები . აჩქარებული გულისცემა გულძმარვა , მუცელში დისკომფორტი, ფაღარათი, თავბრუ,თავის ტკივილი.

უკუჩვენებები
ლევოდროპროპიზინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ,რომლებსაც  გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.ლევოდროპროპიზინის გამოყენება არ შეიძლება  პაციენტებში ბრონქული  ჰიპერსეკრეციით და დაქვეითებული  მუკოცილიარული ფუნქციით ( კართაგენერის სინდრომი ან ცილიარული დისკინეზია) და ასევე  პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის მძიმე უკმარისობით. ლევოდროპროპიზინი  არ გამოიყენება ორსულობისა და  ლაქტაციის დროს.

გაფრთხილება: ლევოდროპროპიზინი არ  გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ შესამჩნევი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია  .მიუხედავად იმისა , რომ  ლევოდროპროპიზინი იშვიათად იწვევს სედაციას  , პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილის მართვას  ან მექანიზმთან მუშობას . 2წლამდე ასაკის ბავშვებში  მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

წამლებთან ურთიერთქმედება
სიფრთხილეა საჭირო სედატიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება
გადაჭარბებული დოზის მიღებამ  შეიძლება გამოიწვიოს  გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში

შეფუთვა 
სიროფი 120 მლ. ფლაკონი #1

გაიცემა რეცეპტით

სად შევიძინოთ?