რებიოტერი / rebioteri
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Healtherco
- მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
- გამოშვების ფორმა: კაფსულა N30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება
შემადგენლობა: 
Bacillus subtilis, Lactobacillus  rhamnosus, Lactobacillus casei, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus plantarum,Bifidobacterium breve, Bifidobacterium longum.(ჯამში 5,75 მილიარდი). 
გამოყენების სფერო :
ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის (დისბიოზის ) პრევენცია და მკურნალობა;
დისპეპსიური მოვლენები( დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი)
კვების რაციონისა და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები;
დისბიოზი ბავშვებსა  და  მოზრდილებში ( გამოწვეული ანტიბიოტიკო  და ქიმიოთერაპიით);
გასტროენტერიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის მწვავე და ქრონიკული შემთხვევები.
ლაქტოზას აუტანლობა;
მიღების წესი და დოზირება :
6 თვიდან  12 წლამდე ასაკის ბავშვებში:   1 კაფსულა დღეში ერთხელ. კაფსულა შეიძლება გაიხსნას და  შიგთავსი განზავდეს საკვებში ან რაიმე სითხეში (წყალი, ჩაი, წვენი).
12  წლიდან   ასაკიდან : 1 კაფსულა დღეში ორჯერ , საჭიროების  შემთხვევაში კაფსულა  შეიძლება  გაიხსნას  და  შიგთავსი  განზავდეს  საკვებში  ან  რაიმე სითხეში (წყალი, ჩაი, წვენი)..
გამოშვების ფორმა: 
კაფსულა N10 
გაფრთხილება: 
არ გადააჭარბოთ  სადღეღამისო დოზას.დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი; შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
     
                     
                        