შემადგენლობა
1 მლ შეიცავს 1 მლ Bacillus firmus SA.C.501* (=DSM 4816) D4 ან
D6 წყალხსნარს.
დამხმარე ნივთიერება: NaCl იზოტონური საინექციო ხსნარი
ჩვენება
როგორც იმუნომუდალორი, ყველა ქვემწვავე და ქრონიკული ან თებებითი დაავადებების დროს, განსაკუთრებით ჯირკვლების და სეროზული გარსების. მაგალითად:
– ფარისებური და კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიები; საკვერცხეების დაზიანებები (დაკავშირებული დისმენორეასთან, პირველად ან მეორად ამენორეასთან);
– სხადასხვა ლორწოვანი გარსის – პირის, ცხვირის, სასუნთქი გზების (ქრონიკული ბრონქიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (გასტრიტი, კოლიტის სინდრომი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული)
– ქრონიკული ანთებები
– ართრიტები, ართროზები
თვისებები
Recarcin-ი პრეპარატია, რომელიც Bacillus firmus SA.C.501* (=DSM 4816)-ის, არაპათოგენური სპორაწარმომქმნელი ჩხირების ჯგუფის განსაკუთრებული შტამისგანაა მიღებული. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ Recarcin-ი ზრდის ნორმალური ბაქტერიული ფლორის დაცვით უნარს. მის შემადგენლობაში პოლისაქარიდების, ფერმენტებისა და სპეციფიური ცილოვანი კომბინაციების შემცველობა განაპირობებს განსაკუთრებულ მოქმედებას, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც იმუნოთერაპია და გამაღიზიანებელი თერაპია. ამასთან, ხდება პროგრესირებადი პათოლოგიური პროცესების დაბლოკვა და აქტიურდება სპეციფიური დაცვითი ძალები. იმუნოლოგიური ტესტით საშუალებით დადგინდა ფაგოციტური აქტივობის არსებითი მატება. T- ლიმფოციტების როლიფერაციის მნიშვნელოვანი გაძლიერების გამო Recarcin-ი ეფექტურ იმუნომოდულატორად მიიჩნევა.
დოზირება
მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მკურნალობა ტარდება საშუალო დოზით, 1 მლ მოცულობის ერთი ამპულის ინექცია 2 კვირაში ერთხელ. როგორც წესი, მკურნალობა D6 პოტენციით იწყება. რეაქციის არარსებობის შემთხვევაში ან სუსტი რეაქციის გამოვლინების დროს შესაძლოა D4-ზე გადასვლა და
ინექციების გაკეთება უფრო ხშირად – 1 მლ მოცულობის ამპულა კვირაში ეთხელ. ცხელების გარეშე და გახანგრძლივებული მიმ დინარეობის ქრონიკული დაავადებები პიკნიკური კონსტიტუციის ადიპოზურ ავადმყოფებში უფრო სუსტი დოზების გამოყენებას მოითხოვს. ასთენიური კონსტიტუციის პაციენტებს უფრო ძლიერი დოზირება ესაჭიროება. ძლიერი რეაქციის დროს მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს კაფსულების მიღების სახით. ეს იმ შემთხვევებსაც ეხება, როდესაც პარენტერული მკურნალობა უკუნაჩვენებია.
მიღების წესი და დოზირება
როგორც წესი, ერთი ამპულია კეთდება ღრმად დუნდულა კუნთში ან კანქვეშ. ქრონიკული დაავადებების მკურნალობამ შესაძლოა მოითხოვოს 6-9 თვის ხანგრძლივობის თერაპია. ამის შემდეგ საჭიროა მრავალთვიანი შესვენება იმუნური სისტემის ადაპტაციის მიზნით.
გვერდითი მოქმედებები
ზოგადად, პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, შეიძლება აღინიშნოს შეზელვის ადგილის სიწითლე, რომელიც თავისთავად სწრაფად გაივლის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ, როგორც არა გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინება. ასეთ შემთხვევაში Recarcin-ით
მკურნალობა უნდა დროებით შეჩერდეს და გაგრძელდეს სიმპტომურად.
უკუჩვენებები
ცხელება ან დასუსტებული მდგომარეობა. პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს მედიკამენტი არ ინიშნება.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიულმა მედიკამენტებმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს Recarcin-ის ეფექტურობაზე. ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა დაცული იქნეს 4-კვირიანი ინტერვალი ვაქცინაციამდე და მის შემდეგ.
დამატებითი რეკომენდაცია მითითება
იზოპათიურ მედიცინაში, Recarcin-ი ინიშნება ყველა ქრონიკული დაავადების დროს არასპეციფიური გამაღიზიანებელი თერაპიის სახით. დადებითი შედეგი გამოვლინდა Recarcin-ის და Utilin-ის
მონაცვლეობითი მიღების დროს. აღსანიშნავია, რომ Recarcin-ი ეფექტურია გამაღიზიანებელი დოზის ქვემოთაც კი. Recarcin-ი, ზოგადად კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, შეიძლება აღინიშნოს
ინექციის ადგილის შეწითლება, რომელიც თავისთავად მალე გაივლის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ, როგორც არა გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინება
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში.