Plasmon
რეკრეოლი კრემი / RECREOL cream


კრემი გარეგანი გამოყენებისთვის  50 მგ/გ

 

კრემის 1 გ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება - დექსპანთენოლი   50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: DL - პანთოლაქტონი; ფენოქსიეთანოლი; კალიუმის ცეტილფოსფატი, ლანოლინი (ცხვრის ცხიმი), პროპილენგლიკოლი; სტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, იზოპროპილ მირისტატი, გასუფთავებული წყალი - 1 გ-მდე.

აღწერილობა

ჰომოგენური თეთრი ან  მოყვითალო ფერის, სპეციფიური სუნის მქონე კრემი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჭრილობების და წყლულების სამკურნალო საშუალებები. შეხორცების პროცესის ხელშემწყობი სხვა საშუალებები.

ათქ კოდი: D03AX03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დექსპანთენოლი ქსოვილებში პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც კოფერმენტ А (CoA)-ს  შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიუმის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ფიბრობლასტების პროლიფერაციის ზრდაში და კანის რეგენერაციის დაჩქარებაში ჭრილობების შეხორცების პროცესში. 

უჯრედების დაყოფის და კანის ახალი ქსოვილების  ფორმირების პროცესი აღადგენს კანის ელასტიურობას და ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

დექსპანთენოლი სწრაფად შეიწოვება კანში და დაუყოვნებლივ გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც ფართოდ ვრცელდება ორგანიზმის ქსოვილებში, ძირითადად კოფერმენტ А -ს სახით. 

განაწილება

წამლის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ პანთოტენის მჟავა კონცენტრირდება თმაში, თმის ძირებში, ფრჩხილებში, ეპიდერმისში და დერმაში. 

გამოყოფა

პანთოტენის მჟავა გამოიყოფა უცვლელი სახით ძირითადად შარდთან და მცირე რაოდენობით განავალთან ერთად.  

 

გამოყენების ჩვენებები

- კანის ზედაპირული დაზიანებების მკურნალობა (კანის მსუბუქი დამწვრობები და ნახეთქები, კანის დაბეჟილობები), კანის ანთებითი პროცესები (სხივური თერაპიის, ფოტოთერაპიის ან ულტრაიისფერი დასხივების შედეგად).  

გამოყენების ჩვენებები და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ისე როგორც აღწერილია ინსტრუქციაში, ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისთვის.

ჩვეულებრივ კრემი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

დექსპანთენოლი გამოიყენება ადგილობრივად დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ.

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები 

კვლევები ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

კვლევები ხანდაზმულ  პაციენტებში (65 წლის და ზევით ასაკი) არ ჩატარებულა.

ბავშვებში გამოყენება

დექსპანთენოლი გამოიყენება ბავშვებში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ კრემის ეფექტი ძალზე ძლიერია, ან ძალზე სუსტია, მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

 

უკუჩვენებები

− მომატებული მგრძნობელობა დექსპანთენოლის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

− დექსპანთენოლი არ გამოიყენება ჭრილობების დამუშავების მიზნით  ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, სისხლდენის მაღალი რისკის არსებობის გამო.  

 

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია  გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველასთან ის არ ვლინდება.

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემების მიხედვით და აღმოჩენის სიხშირის მითითებით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან  <1/10-მდე), არახშირად (≥1/1 000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

იმუნური სისტემის მხრივ 

ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები და კანის ალერგიული რეაქციები.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ძალიან იშვიათად: კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, კანის შეწითლება, ეკზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება და კანზე წყლულები. 

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების, ასევე ისეთი გვერდითი მოვლენების გაჩენისას, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის ნახსენები, მიმართეთ ექიმს.

 

განსაკუთრებული მითითებები

მოერიდეთ რეკრეოლის კრემის შემთხვევით მოხვედრას თვალებში. 

რეკრეოლის კრემის გამოყენება უნდა შეწყდეს ალერგიური რეაქციების გაჩენის შემთხვევაში.

პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 14 დღეში მკურნალობის არაეფეტურობის ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიიღეთ ექიმის კონსულტაცია. 

კრემი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელსაც შეუძლია კანის გაღიზიანების  გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).  

კრემი შეიცავს ლანოლინს და ცეტილის სპირტს, რომლებსაც შეუძლიათ კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).  

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

რეკრეოლის კრემის გამოყენება დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ადამიანის ფერტილობაზე დექსპანთენოლის ზეგავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მოძრავ მექანიზმებთან მომსახურეობის უნარზე ზეგავლენა

რეკრეოლის კრემი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის გამოყენების წინ აცნობეთ ექიმს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, იღებდით ბოლო დროს ან შესაძლოა მიგეღოთ.

არ არსებობს მტკიცებულება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან  რეკრეოლის კრემის ურთიერთქმედების თაობაზე.

 

ჭარბი დოზირება

ადამიანებში ჭარბი დოზირების შემთხვევები უცნობია. დიდი დოზებით დექსპანთენოლის გამოყენების შემთხვევაშიც კი, მას გააჩნია დაბალი ტოქსიურობა და იგი არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ არასასურველ გვერდით მოვლენებს.

შენახვის პირობები

შენახვის სპეციალურ პირობებს არ საჭიროებს. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე).

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

შეფუთვა

30გ ან 50გ კრემი ალუმინის ტუბში, რომლის შიდა ზედაპირი დაფარულია ლაქით, დამცავი ალუმინის მემბრანით და მემბრანის გასახვრეტი კონუსით პლასტმასის ხრახნიან სახურავზე. 

1 ტუბი მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

დაწვრილებით: http://recreol.ge/

სად შევიძინოთ?