Plasmon
რეფლუკალმ+ / REFLUCALM+

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია
  • მწარმოებელი კომპანია: PJ Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: 210მლ მლ შიგნით მისაღები სუსპენზია,ფლაკონი №1 საზომი შპრიცით და კოვზით
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

ჰიალურონის მჟავა  

ნატრიუმის ალგინატი

მაგნიუმის ალგინატი

მიროს ექსტრაქტის (commiphora myrrh) 30% პოლისაქარიდები

სიმეთიკონი                              

 

დამხმარე ნივთიერებები:

წყალი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, არაბული გუმფისი,  ქსანთანის გუმფისი, გუარის თესლის ფქვილი, სუკრალოზა, არომატის სუბსტანცია.

დამხმარე ნივთიერებები

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს გამოსაყენებელი საშუალება 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რეფლუკალმ+   ბლანტ კონსისტენციას, ამომფენი თვისებების  გამო, შეუძლია შექმნას დამცავი ბარიერი საყლაპავის ლორწოვანი გარსისთვის.

ჰიალურონის მჟავა  ატენიანებს და იცავს კუჭ-საყლაპავის ტრაქტის ლორწოვან გარსს და აჩქარებს დაზიანებული ეპითელიუმის რეგენერაციის პროცესს.

ნატრიუმის ალგინატი ქმნის ბლანტ ბარიერს კუჭში, რითაც შეუძლია აღმოფხვრას  კუჭის შიგთავსის რეფლუქსი საყლაპავში.

მაგნიუმის ალგინატი ფარავს საყლაპავის ლორწოვან გარსს და იცავს მას რეფლუქსის ეპიზოდების დროს საყლაპავში მოხვედრილი კუჭის წვენის დამაზიანებელი მოქმედებისგან  (წვის შეგრძნება).

მიროს ექსტრაქტის (commiphora myrrh) 30% პოლისაქარიდებს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ლორწოვანის აღმდგენი თვისებები.

სიმეთიკონი ამცირებს კუჭის შიგთავსში არსებული აირების ზედაპირულ დაძაბულობას და ხელს უწყობს მათ განეიტრალებას.

 

გამოყენების ჩვენებები:

არაეროზიული რეფლუქსური დაავადება/აერდ;

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება/გერდ;

გულძმარვა, საყლაპავის წვა/ფუნქციური პიროზი;

საყლაპავის ჰიპერმგრძნობელობა მჟავე და არამჟავე რეფლუქსის მიმართ

რეფლუქსი ბავშვთა ასაკში;

ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით გამოწვეული ეზოფაგიტი;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესები/აუტოიმუნური დაავადებები.

(გასტრიტი, ეზოფაგიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ)

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

 

მიღების წესი და დოზირება: 

შეანჯღრიეთ ბოთლი გამოყენების წინ

მოზრდილები: 15 მლ 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ბავშვები: 5 მლ 1-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ჩვილები: 5 მლ 1-2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

 

ორსული და მეძუძური ქალებისთვის რეფლუკალმ+ გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაციის მიხედვით.

  

გვერდითი მოქმედება:

თავსებადობა დამოწმებულია, ინდივიდუალური ალერგიული რექციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

არ გამოიყენოთ პროდუქტი 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

მოიხმარეთ პროდუქტი გახსნიდან 3 თვის განმავლობაში 

 

გამოშვების ფორმა:

შიგნით მისაღები სუსპენზია 210მლ ფლაკონში. 

1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში დოზირებულ შპრიცთან, კოვზთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25°ჩ-მდე ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

 

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

III ჯგუფი ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?