პრეპარატის 1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს: ნიფუროქსაზიდი _ 220 მგ.
დამატებითი კომპონენტები: მეთილპარაბენი, სპირტი, შაქარი, ფორთოხლის არომატიზატორი.
ნიფუროქსაზიდი წარმოადგენს ნიტროფურანის წარმოებულს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებითი (მათ შორის შტაპჰყლოცოცცუს და შრეპტოცოცცუს), ასევე გრამუარყოფითი (მათ შორის Escherichia coli) მიკროორგანიზმების მიმართ. პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამიტომ ის ძირითადად გამოიყენება როგორც ნაწლავური ანტისეპტიკი. ნიფუროქსაზიდი არ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას.
-მწვავე და ქრონიკული დიარეა;
-კოლიტი.
1 თვიდან 1 წლამდე 5მლ 2 ჯერ დღეში
1 წლიდან 10 წლამდე 5მლ 3 ჯერ დღეში
10 წლიდან 5მლ 4 ჯერ დღეში
გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე.
მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს ღებინება.
გაუთვალისწინებელ სიმპტომთა გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის მიმართ, დღენაკლი და 1 თვემდე ასაკის ბავშვები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში ნახშირწყლების შეწოვის თანდაყოლილი დარღვევით.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს. არ არის სასურველი დოზის გადაჭარბება.
თუ პერედოზირების შემდეგ დიდი დრო არ არის გასული,აუცილებელია გამოვიწვიოთ ღებინება და კუჭის გამორეცხვა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.შაჭიროების შემთხვევაში ვატარებთ ხელსემწყობ და სიმპტომურ თერაპიას.
პრეპარატი ინახება 25oC -ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას