Plasmon
რეგიმედი / Regimed


შემადგენლობა: 

ხსნარის ერთი მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

თიამინის ჰიდროქლორიდი (B1) 50 მგ;

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6) 50 მგ;

ციანკობალამინი (B12) 0,4 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირიტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 

ვიტამინები და ვიტამინის მსგავსი საშუალებები კომბინაციაში.

ათქ კოდი: A11DB

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

რეგიმედი წარმოადგენს სამი ვიტამინის B1, B6 და B12 ბალანსირებულ და მდგრად კომბინაციას. რეგიმედი გამოიყენება ვიტამინების დეფიციტის სამკურნალოდ, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს სისხლწარმოქმნის პროცესს და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. გააჩნია ნეიროტროპული თვისებები, დადებითად მოქმედებს ნერვულ ქსოვილში, ასევე კუნთებში მიმდინარე სხვადასხვა დეგენერაციულ და ანთებით პროცესებზე. 

ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად თიამინი (ვიტამინი B1) გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში. ამ ვიტამინის ნაკლებობისას ხდება ქსოვილებში მეტაბოლიზმის პროდუქტების – პირველ რიგში პიროყურძნისმჟავას და რძემჟავას ჭარბი დაგროვება. ამას აუცილებლად მოყვება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში; აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ორგანიზმში მოხვედრისას ის ფოსფორილირდება, გარდაიქმნება პირიდოქსალ-5-ფოსფატად და შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც ახორციელებენ ამინომჟავების დეკარბოქსილირებას და პერეამინირებას მონაწილეობს ტრიპტოფანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინის მჟავას და სხვა ამინომჟავების ცვლაში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰისტამინის ცვლაში. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას. 

ციანკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნისთვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, ასევე მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას – მეთილის ჯგუფების გადატანა, ნუკლეინის მჟავების, ცილების სინთეზი, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლა .გავლენას ახდენს პროცესებზე ნერვულ სისტემაში (რნმ, დნმ, მიელინის სინთეზი და ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი – აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

ი/მ შეყვანის შემდეგ, თიამინი სწრაფად აბსორბირდება და გადადის სისხლში. თიამინის კონცენტრაცია შეადგენს 484 ნგ/მლ პრეპარატის შეყვანიდან 15 წუთის შემდეგ დოზით 50 მგ (შეყვანის პირველ დღეს).

ი/მ შეყვანის შემდეგ, პირიდოქსინი სწრაფად აბსორბირდება სისტემურ სისხლის ნაკადში და ნაწილდება ორგანიზმში, ასრულებს კოენზიმის როლს ჩH2OH ჯგუფის ფოსფორილების შემდეგ მე-5 მდგომარეობაში.

თიამინი არათანაბრად ნაწილდება ორგანიზმში. თიამინის შემცველობა ლეიკოციტებში შეადგენს 15%, ერითროციტებში – 75% და პლაზმაში – 10%. ორგანიზმში ვიტამინის მნიშვნელოვანი მარაგის არარსებობის გამო, ის ორგანიზმში უნდა მოხვდეს ყოველდღიურად. თიამინი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში და აღმოჩენილია დედის რძეში. 

პირიდოქსინი ნაწილდება მთელ ორგანიზმში, აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და აღმოჩენილია დედის რძეში. ორგანიზმში არის 40-150 მგ ვიტამინი B6, მისი ყოველდღიური ელიმინაციის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 1,7-3,6 მგ, 2,2,-2,4,% აღდგენის სიჩქარისას. პირიდოქსინის დაახლოებით 80% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

თიამინის ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ თიამინკარბონმჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტი. ყველა ვიტამინიდან თიამინი უმცირესი რაოდენობით ნარჩუნდება ორგანიზმში. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი  შეიცავს დაახლოებით 30 მგ თიამინს 80% თიამინის პიროფოსფატის, 10% თიამინის ტრიფოსფატის სახით და დანარჩენ რაოდენობას თიამინის მონოფოსფატის სახით. თიამინი გამოიყოფა შარდით, თ1/2 α-ფაზა-0,15 სთ, β-ფაზა-1 სთ და ტერმინალური ფაზა – 2 დღის განმავლობაში. 

პირიდოქსინი დეპონირდება ღვიძლში და იჟანგება 4-პირიდოქსინის მჟავამდე, რომელიც გამოიყოფა შარდით, აბსორბციის შემდეგ მაქსიმუმ 2-5 საათში. 

ციანკობალამინი გამოიყოფა ძირითადად ნაღველით, თირკმლებით გამოყოფის ხარისხი ვარიაბილურია – 6-დან 30%-მდე. ვიტამინ B12 გადის ქალის რძეში.

გამოყენების ჩვენებები:

• ნევროლოგიური დაავადებები, რომელიც განპირობებულია ვიტამინების B1, B6 და B12 დეფიციტით;

• დამხმარე საშუალების სახით სიმპტომური თერაპიისათვის სხვადასხვა წარმოშობის ნერვული სისტემის დაავადებებისას: ნევრიტები და პოლინევრიტები (მათ შორის რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი), რეტრობულბარული ნევრიტი, პერიფერიული პარეზები (მათ შორის სახის ნერვის), ნევრალგიები, პოლინეიროპათიები (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.);

• ვიტამინების უკმარისობისას, რომელიც გამოწვეულია ანტიბიოტიკებით ან იზონიაზიდებით მკურნალობით;

• ალკოჰოლიზმის ყველა ფორმის მკურნალობისას (განსაკუთრებით ალკოჰოლური ენცეფალოპათიისას).

უკუჩვენებები:

• გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

• 16 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატ რეგიმედის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიფრთხილით: ვერნიკეს ენცეფალოპათია, პრეკლიმაქსური და კლიმაქსური პერიოდი ქალებში, მძიმე სტენოკარდია, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, რომლებსაც თან ახლავს მეგალობლასტური ანემია და B12 ვიტამინის დეფიციტი, მიდრეკილება თრომბების წარმოქმნისადმი, ხანდაზმული ასაკი (65 წელზე მეტი).

გამოყენების წესი და დოზები:

მხოლოდ ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის. დოზირება ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალურია. დაავადების მძიმე შემთხვევაში: 1 ამპულა ყოველდღიურად შეყავთ ნელა ინტრამუსკულარულად (ღრმად დუნდულა კუნთში). დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმებისას: 2-3 ამპულა კვირაში, ან ექიმის მითითების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად – ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება).

ნერვული სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია; ცალკეულ შემთხვევებში – ბრადიკარდია, არითმია.

კუჭ-ნაწლავი ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ღებინება.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად – მომატებული ოფლიანობა, აკნე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – კრუნჩხვები.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ცალკეულ შემთხვევებში – შესაძლოა განვითარდეს გაღიზიანება პრეპარატის შეყვანის ადგილას, სისტემური რეაქციები შესაძლებელია სწრაფი შეყვანისას, ან დოზის გადაჭარბებისას.

თუ ნებისმიერი აღწერილი გვერდითი მოვლენა გაძლიერდა, ან განვითარდა ნებისმიერი სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, ამის შესახებ აუცილებელია აცნობოთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები: გვერდითი მოქმედების გამოვლინებების გაძლიერება – გამოხატული თავბრუსხვევა, გულისრევა, არითმია, ბრადიკარდია, მომატებული ოფლიანობა, კრუნჩხვები.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.

წამლისმიერი ურთიერთქმედება:

პირიდოქსინმა თერაპიულ დოზებში შეიძლება შეამციროს ლევოდოპას მოქმედება (ანტიპარკინსონული ეფექტი) პერიფერიული დეკარბოქსილირების ხარჯზე, ამიტომ ვიტამინი B12 არ გამოიყენება ლევოდოპასთან და ლევოდოპას შემცველ პრეპარატებთან ერთად. ციანკობალამინი ინაქტივირდება მძიმე მეტალების მარილების არსებობისას. ვიტამინი B1 მთლიანად იშლება სულფატურ ხსნარებთან შერევისას. თიამინის მეტაბოლიზმის პროდუქტების არსებობის პირობებში, ინაქტივირდებიან სხვა ვიტამინები. თიამინი ინაქტივირდება ვერცხლისწყლის ქლორიდის, აცეტონების, კარბონატების, იოდიდების, ტანინის მჟავას, რიბოფლავინის, რკინის ამონიუმის ციტრატის, პენიცილინის (ბენზილპენიცილინის) არსებობისას, მეტაბისულფიტით და გლუკოზით. თიამინის აქტივობა მცირდება სპილენძის არსებობისას (კატალიზის გაძლიერება) და pH გაზრდისას.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად.

ვიტამინი B6 სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ.

არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას.

ფუნიკულარული მიელოზის, ან პერნიციოზული ანემიისას, ვიტამინი B12 შეყვანისას კლინიკურმა სურათმა, ასევე ლაბორატორიულმა ანალიზებმა შეიძლება დაკარგონ სპეციფიურობა.

ზეგავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

წინააღმდეგჩვენება არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა:

ქარვისფერი შუშის ამპულები (5 მლ 6 ცალი) პლასტიკურ მყარ შეფუთვაში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სად შევიძინოთ?