Plasmon
რელივორა კომპლექს წვეთები (ნატუროპათი) / Relivora Komplex (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 30 მლ და 100 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
10 მლ შეიცავს: Drosera D3-ის 0.25 μლ ხსნარს, Echinacea angustifolia D2-ის 0.025 μლ ხსნარს, Juglans D4-ის 2.5 μლ ხსნარს, HAB-ის 3ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 22.17%, გამოხდილი წყალი
 
ჩვენება
– ორგანიზმის დაცვითი ძალების, იმუნური სისტემის სტიმულაცია
– სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (შეუპოვარი მშრალი ხველა), ბრონქიტი, ყივანახველა
 
თვისებები
პრეპარატი Relivora complex-ი ექიმებს სთავაზობს კომპონენტების ახალ კომბინაციას. ეს კომპონენტები პრეპარატში შერჩეულია ისეთი შეფარდებით, რომელიც მაქსიმალური სინერგიული მოქმედების
შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, Relivora complex-ის ცალკეულ კომპონენტებს გააჩნიათ შემდეგი გამოყენება: Drosera rotundifolia-ს ექსტრაქტი ხასიათდება ბრონქოლიზური, სეკრეტოლიზური და სპაზმოლიზური მოქმედებით; Echinacea angustifolia-ს სამედიცინო გამოყენება ნაჩვენები და გამართლებულია ზოგადი ინფექციების დროს ორგანიზმის არასპეციფიური დაცვითი ძალების გაძლიერებისათვის, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის დროს, უროგენიტალური სისტემის მორეციდივე ინფექციების და ანთებითი პროცესების დროს, ოტოლარინგოლოგიაში, დერმატოლოგიაში. Juglans regia-ში, მთრიმლავი ნივთიერებების მაღალი
შემცველობის გამო, ინიშნება ექსუდაციური დიათეზის დროს. იგი ძირითადად გამოიყენება გარეგანი ფორმით – კანის დაავადებების, აკნეს, ეგზემას, პიოდერმიის, ჩირქგროვების დროს; ეთერზეთი მოქმედებს სოკოს საწინააღმდეგოდ, წყალზე მომზადებული ექსტრაქტი კი ქსოვილოვან კულტურებში ანტივირუსულ მოქმედებას ავლენს; კომპლექსურ პრეპარატ Relivora-ში პირველად მოხერხდა ნაფთოქინონშემცველი სამკურნალო მცენარეების (Juglans და Drosera)) და იმუნომასტიმულირებელი ფაქტორების – Echinacea
-ს ნატიფი კომბინირება.
 
მიღების წესი და დოზირება
თერაპიული დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. რეკომენდირებულია
შემდეგი დოზირება:
ჩვეულებრივ – 20-დან 25 წვეთამდე 3-ჯერ დღეში, განუზავებლად.
მწვავე შემთხვევებში: 15 წვეთი ყოველ 2 საათში, დღეში არაუმეტეს 6-ჯერ.
ერთჯერადი დოზა:
0-1 წლის ბავშვებში 1-2 წვეთი
1-3 წლამდე 2-5 წვეთი
3-6 წლამდე 5-8 წვეთი
6-14 წლის ბავშვებში 8-12 წვეთი
14 წლის ზემოთ 12-20 წვეთი
პრეპარატი მიიღება განუზავებლად, პირში რამოდენიმე ხნით გაჩერებით.
 
გვერდითი მოქმედებები
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ქოშინი, თავბრუსხვევა და/ან არტერიული წნევის ვარდნა
 
უკუჩვენებები 
მოქმედი ნივთიერებების, დამხმარე ნივთიერებების ან რთულყვავილოვნების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. არ მიიღება პროგრესირებადი სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა
ტუბერკულოზი, ლეიკოზი, კოლაგენოზები, გაფანტული სკლეროზი, შიდსი, აივ-ინფექცია და სხვა აუტოიმუნური დაავადებები. ალკოჰოლიზმისა და ღვიძლის დაავადებების დროს Relivora complex-
ის წვეთები, სპირტის შემცველობის გამო, მიიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
 
გაფრთხილება
ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებში ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
 
დამატებითი რეკომენდაცია
ეს პრეპარატი შეიცავს 28 მოც. % სპირტს (ეთანოლს) ამიტომ არ არის რეკომედებული ალკოჰოლური ჰეპატიტის მქონე პაციენტებში
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 30 მლ და 100 მლ საწვეთურიან ფლაკონში
სად შევიძინოთ?