Plasmon
რელივორა კომპლექს ამპულები (ნატუროპათი) / Relivora Komplex (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
2 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: აქტიურ სუბსტანციებს: Drosera D3-ის 50.0 μლ ხსნარს, Echinacea angustifolia D4-ის 500 μლ ხსნარს, Juglans D4-ის (HAB 1934) 500 μლ ხსნარს, HAB-ის 3ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმ ქლორიდის იზოტონიურ ხსნარი
 
ჩვენება
– ორგანიზმის დაცვითი ძალების, ტემპერატურის მატების პროცესების სტიმულაცია
– სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (შეუპოვარი მშრალი ხველა), ბრონქიტი, ყივანახველა
 
თვისებები
პრეპარატი Relivora complex-ი ექიმებს სთავაზობს კომპონენტების ახალ კომბინაციას. ეს კომპონენტები პრეპარატში შერჩეულია ისეთი შეფარდებით, რომელიც მაქსიმალური სინერგიული მოქმედების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, Relivora complex-ის ცალკეულ კომპონენტებს გააჩნიათ შემდეგი გამოყენება: Drosera
rotundifolia-ს ექსტრაქტი ხასიათდება ბრონქოლიზური, სეკრეტოლიზური და სპაზმოლიზური მოქმედებით; Echinacea angustifolia- ს სამედიცინო გამოყენება ნაჩვენები და გამართლებულია ზოგადი ინფექციების დროს ორგანიზმის არასპეციფიური დაცვითი ძალების გაძლიერებისათვის, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის
დროს, უროგენიტალური სისტემის მორეციდივე ინფექციების და ანთებითი პროცესების დროს, ოტოლარინგოლოგიაში, დერმატოლოგიაში. Juglans regia-ში, მთრიმლავი ნივთიერებების მაღალი
შემცველობის გამო, ინიშნება ექსუდაციური დიათეზის დროს. იგი ძირითადად გამოიყენება გარეგანი ფორმით – კანის დაავადებების, აკნეს, ეგზემას, პიოდერმიის, ჩირქგროვების დროს; ეთერზეთი მოქმედებს
სოკოს საწინააღმდეგოდ, წყალზე მომზადებული ექსტრაქტი კი ქსოვილოვან კულტურებში ანტივირუსულ მოქმედებას ავლენს; კომპლექსურ პრეპარატ Relivora-ში პირველად მოხერხდა ნაფთოქინონშემცველი სამკურნალო მცენარეების (Juglans და Drosera) და იმუნომასტიმულირებელი ფაქტორების – Echinacea-ს ნატიფი კომბინირება.
 
მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ერთხელ 2 მლ ი.მ., ი.ვ., კანქვეშ ან კანში.
ბავშვებში დოზა და ინექციის ფორმა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
 
გვერდითი მოქმედებები
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ქოშინი, თავბრუსხვევა და/ან არტერიული წნევის ვარდნა
 
უკუჩვენებები
მოქმედი ნივთიერებების, დამხმარე ნივთიერებების ან რთულყვავილოვანების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. არ მიიღება პროგრესირებადი სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკოზი, კოლაგენოზები, გაფანტული სკლეროზი, შიდსი, აივ-ინფექცია და სხვა აუტოიმუნური დაავადებები.
ალკოჰოლიზმისა და ღვიძლის დაავადებების დროს Relivora complex-ის წვეთები, სპირტის შემცველობის გამო, მიიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგი
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის
 
მითითებები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას!
 
გამოშვების ფორმები
2.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?