შემადგენლობა დოზირებულ თავსახურში:
• LaqtobacillusმRhamnosus GG (ATCC n. 53103)-10 მლდრ
• Saccharomyces boulardi (CNCM n.I- 3799)-1 მლრდ
• ვიტ B6-0,210 მგ
• ვიტ B2-0,210 მგ
• ვიტ B1-0,165მგ
• ვიტ B12-0,375მგ
შემავსებლები: სილიკონის დიოქსიდი
შემადგენლობა ბოთლში:
• FOS-200მგ.
• წყალი, ფრუქტოზა, მალტოდექსტრინი
შემავსებლები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, არომატიზატორი,
ლიმონმჟავა.
გამოყენების სფერო
• ვირუსული გასტროენტერიტი;
• დისბიოზი;
• ანტიბიოტიკოთერაპიისა და შემდგომი პერიოდი;
• მწვავე ინფექციური დიარეა;
• ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია;
• მოგზაურთა დიარეა;
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
• საკვები რაციონის და დიეტის შეცვლა;
ფარმაკოლოგიური თვისებები: რესტორაფლორის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობიოცენოზის ნორმალიზებას.ავლენენ მაღალაქტოვობას ისეთი პათოგენური შტამების მიმართ,როგორიცაა:E.coli,H.influenzae,Campilobacter jejuni,Salmonella,Shigella,Streptococcus,Staphilococcus auresus,Helicobacter pylori.ლაქტობაქტერიები ახდენენ ნახშირწყლების დაშლას რძემჟავას წარმოქმნით.მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების გამრავლებას,რომელიც ადამიანის ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის 85-95 % შეადგენს. ლაქტობაქტერიები– ნაწლავური მიკროფლორის ძირითადი კომპონენტები, აუცილებელია ამ სისტემაში ნებისმიერი დისბალანსის დროს ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის.რესტორაფლორის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ავლენენ მდგრადობას კუჭის PH და ნაღვლის მჟავების მიმართ.სასარგებლო ბაქტერიები აუმჯობესებენ ბუნებრივი ნაწლავური ბარიერის დამცავ ფუნქციას.რესტორაფლორის შემადგენლობაში შემავალი ლაქტო,ბიფიდო ბაქტერიები ავლენენ ანტაგონისტურ მოქმედებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ტიპიური პათოგენების მიმართ. FOS– ფრუქტოოლიგოსაქარიდები აძლიერებენ ნაწლავის ადგილობრივ იმუნიტეტს,ისინი წარმოადგენენ საკვებ ნიადაგს ნორმალური მიკროფლორისათვის და უზრუნველყოფენ ლაქტოფერმენტებით ნაწლავების სწრაფ კოლონიზაციას. B ჯგუფის ვიტამინები -უჯრედების ფიზიოლოგიური განვითარებისათვის საჭირო ფერმენტების აუცილებელ ბიოლოგიურ კატალიზატორებს წარმოადგენენ. მიკროფლორის დისბალანსის შემთხვევაში ვიტამინების პროდუქცია მცირდება და აუცილებელია დეფიციტის აღმოფხვრა.
მიღების წესი და დოზირება:
• ბავშვები 3 თვიდან - 1 წლამდე - 1 ფლაკონი
• ბავშვები 1 წლიდან - 12 წლამდე და მოზრდილები 1-2 ფლაკონი ერთხელ დღეში
რესტორაფლორის გამოყენება რეკომენდებულია დილით უზმოზე ან კვებათა შორის შუალედში. გამოყენებამდე ფლაკონის სახურავი უნდა მობრუნდეს საათის ისრის მიმართულებით, რომლის დროსაც სახურავში მოთავსებული კაფსულის შიგთავსი ერევა ფლაკონის შიგთავსს, ამის შემდეგ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. შიგთავსი მიიღება per os.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარების მიზეზსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის მითითებით.
გაფრთხილება და შენახვის პირობები: საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.