რეტინორმი / Retinorm
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: STADA Arzneimittel AG
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: კაფსულები 500 მგ, № 90
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა: ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), ვიტამინი E (dl – ალფა ტოკოფეროლ აცეტატი), ლუთეინი, ცინკი, სელენი, ზეაქსანტინი, სპილენძი.
აქტიური ნივთიერებები | შემცველობა დღიურ დოზაში (3 კაფს 500მგ) |
ვიტამინი C | 500 |
ვიტამინი E | 150 |
ცინკი | 25 |
ლუთეინი | 10 |
ზეაქსანტინი | 2 |
სპილენძი | 2 |
სელენი | 0,1 |
რეტინორმის შემადგენელი შემავალი კომპონენტები არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია მათი მიწოდები მზა სახით.
რეტინორმის შემადგენლობაში შემავალი : ლუთეინი, ზეაქსანტინი, ვიტამინი C, E და მიკროელემენტები (სპილენძი, თუთია სელენი) ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლას თვალის ქსოვილებში, ამცირებენ ბადურას ასაკობრივ ცვლილებებს.
ლუთეინი და ზეაქსანტინი: მხედველობის ფუნქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული მაკულას (ყვითელი ლაქას – ბადურას ცენტრალური ნაწილი) სიმტკიცეზე. მცენარეული კაროტინოიდები (ლუთეინი ზეაქსანტინი) გროვდება ყვითელ ლაქაში, აბლოკირებენ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას თვალზე. ისინი მოქმედებენ როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტები, აბლოკირებენ რა თავისუფალ რადიკალებს რომლებიც აზიანებენ თვალს და ამცირებენ მხედველობის ფუნქციას.
ვიტამინი C, E : ყველა გავრცელებული ანტიოქსიდანტები, რომლებიც აძლიერებენ და ავსებენ ერთმანეთის მოქმედებას და იცავენ თვალს დაზიანებისაგან. ხელს უწყობენ მხედველობის პიგმენტების (როდოფსინი და სხვა) აღდგენას, რომლებიც პასუხს აგებენ სინათლის და ფერების ნორმალურ აღქმაზე. ხელს უწყობენ სისხლძარღვების კედლის გამაგრებას და ელასტიურობის შენარჩუნებას, მათ შორის ბადურას სისხლძარღვების. მონაწილეობენ ქსოვილოვან სუნთქვაში. გააჩნიათ ნეიროპროტექტორული მოქმედება. ხელს უწყობენ თვალის კუნთებისა და მყესების გამაგრებას.
ცინკი, სპილენძი სელენი: მხედველობის ფუნქციის შესანარჩუნებლად აუცილებელი კომპონენტები. აქვთ ანტიოქსიდანტური მოქმედება და ასევე აკომპენსირებენ გარემოს უარყოფით ზეგავლენას თვალზე. აღნიშნული მიკროელემენტების არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება, თვალის დაძაბულობა და მხედველობის ნერვის დისტროფია.
გამოყენების სფერო: ლუთეინის, ზეაქსანტინის, ცინკის, სპილენძის ვიტამინი C, E დამატებითი წყარო ისეთი პათოლოგიების დროს როგორიცაა:
– თვალის დაღლა გადაძაბვა (კომპიუტერთან მუშაობა, კითხვა, ცუდი განათების პირობებში ყოფნა)
– ულტრაიისფერი გამოსხივების გაძლიერებული ზემოქმედება (ზაფხულის სეზონი, მაღალმთიან რეგიონში ყოფნა, პროფესიული ფაქტორები....)
– კონტაქტური ლინზებისა და სათვალის ტარება
– ბადურას ასაკობრივი ცვლილებები
– თვალის ტრავმის შემდგომი და ოპერაციის შემდგომი პერიოდი.
გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილებში 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში, ჭამის დროს. მკურნალობის კურსი 1 თვე. საწიროების შემთხვევაში კურსი შესაძლოა განმეორდეს.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობა ლაქტაცია.
გამოშვების ფორმა: კაფსულები 500 მგ, № 90