Plasmon
რევალიდი / REVALID


შემადგენლობა

კაფსულები: ბლისტერში 10 კაფს., შეფუთვაში 3 ბლისტერი.
1 კაფს.
D,L მეთიონინი . . . . . . . . . 100 მგ
L- ცისტინი . . . . . . . . . . . . 50 მგ
კალციუმის პანთოთენატი . . . .50 მგ
თიამინის ჰიდროქლორიდი . . . . .1.5 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი . . .10 მგ
P-არაამინობენზოინის მჟავა . . . . 20 mg
მინერალების ქელატონაერთები . . .65 მგ
რკინა . . . . . . . . . . . . . . . . 2 მგ
თუთია . . . . . . . . . . . . . . . . 2 მგ
სპილენძი . . . . . . . . . . . . . . 0.5 მგ
ბუჩხის ექსტრაქტი . . . . . . . . 50 მგ
ხორბლის თავთავის ექსტრაქტი . . 50 მგ
სამედიცინო საფუარა . . . . . . . . 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი . . 4.5 მგ.
კაფსულის გარსი:
ჟელატინი 98 მგ, წითელი ინდიგო (E132) 0.05 მგ, ყვითელი ქვინოლინი (E104) 0.11 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნივთიერებები, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში ხელს უწყობს მეტაბოლიზური პროცესების ნორმალიზაციას.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავთ თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის დაზიანებები და თმისცვენა და ხელს უწყობს:
- თმის გარეგანი სტრუქტურის გაუმჯობესება და მათი მტვრევადობის შემცირება;
- თმის ძირებისა და ფრჩხილების ტროფიკის გაუმჯობესება;
- მდგრადობის მომატება და თმის ცვენის შენელება გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად (მექანიკური დაზიანება, ქიმიური ზემოქმედებით – თმის შეღებვა, რენტგენული და ულტრაიისფერი დასხივებით, განპირობებული).

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისათვის - ერთი კაფსულა დღეში 3-ჯერ ჭამის დროს ან ჭამის წინ. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ გრძელდება 2-3 თვე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება ან განმეორება ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში (ინტენსიური ან დიფუზური თმის ცვენისას) რეკომენდებულია გაძლიერებული მკურნალობა: 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში პირველი თვის განმავლობაში. შემდეგ შესაძლებელია გადასვლა მკურნალობის ჩვეულებრივ კურსზე: ერთი კაფსულა დღეში 3-ჯერ, ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. დღეში 6 კაფსულის მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს საჭმლის მომნელედელი ტრაქტის უმნიშვნელო დარღვევა. ასაეთ შემთხვევაში დოზა უნდა შევამციროთ 3 კაფსულამდე.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. არ არის რეკომენდებული მიღება ჰორმონალური დარღვევის შედეგად გამოწვეული თმის ცვენისას; ფრჩხილების ბაქტერიული დაავადებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აქვეითებს სულფანილამიდების მოქმედების აქტიურობას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 5-150oC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი..

სად შევიძინოთ?