რეზალუტ® პრო / Rezalut® pro
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): phospholipides
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ჰეპატოპროტექტორები
- მწარმოებელი კომპანია: BERLIN-CHEMIE AG
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: 300 მგ კაფსულა #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მოქმედი ნივთიერება: სოიოს ფოსფოლიპიდები შემადგენლობა
მოქმედი სამკურნალო კომპონენტი:
ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 300 მგ ცხიმგამოცლილ და გამდიდრებულ სოიოს ფოსფოლიპიდებს.
სხვა კომპონენტები: ჟელატინი, 85 %-იანი გლიცერინი, გლიცერინის და საკვები ცხიმოვანი მჟავას მონო-/დიეთერი, გასუფთავებული სოიოს ზეთი (Ph.Eur.), საშუალო სიგრძის ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, ალფა-ტოკოფეროლი (Ph.Eur.).
მითითება დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის: სამკურნალო საშუალების ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 0,1-ზე ნაკლებ პე (პურის ერთეულს).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისხლში მომატებული ცხიმების შემცველობის სამკურნალო მცენარეული წარმოშობის საშუალება.
ღვიძლის დაავადებების სამკურნალო მცენარეული წარმოშობის საშუალება.
ათქ კოდი (ჯმო): A05B, ღვიძლის დაავადებების მკურნალობა, ლიპოტროპული ნივთიერებები.
გამოყენება
ისეთი დარღვევების სუბიექტური სურათის შემცირების, როგორიცაა მადის დაქვეითება, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ნეკნქვეშა არეში, რომელიც გამოწვეულია ღვიძლზე დამაზიანებელი გავლენის მქონე ნივთიერებებით (მაგალითად, ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია) არასწორი კვება (ღვიძლის მხრივ ტოქსიკო-ნუტრიციული დარღვევები), აგრეთვე ღვიძლის ქრონიკული ანთება (ჰეპატიტი).
თუ არ იქნა მოშორებული ღვიძლის დამაზიანებელი ფაქტორების (მაგ., ალკოჰოლი) ზემოქმედება ამ პრეპარატით მკურნალობა არ ცვლის მას. ქრონიკული ჰეპატიტის მქონე პაციენტებში სოიოს ფოსფოლიპიდებით შემანარჩუნებელი მკურნალობის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარების შედეგად ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება.
ჰიპერქოლესტერინემიის (ქოლესტერინის მაჩვენებლების მომატება) უფრო მსუბუქი ფორმები, თუ მხოლოდ დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური საშუალებები (მაგალითად, ფიზიკური აქტივობა და წონაში დაკლება) არ იძლევა საკმარის ეფექტს. ორგანიზმში ლიპიდების შემცველობის დაქვეითებისკენ მიმართული სოიოს ფოსფოლიპიდებით შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარების შედეგად ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება.
ჩივილების გაძლიერების, ან სხვა დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
ფოსფოლიპიდების, მიწის თხილის, სოიოს ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის, აგრეთვე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის არსებობის შემთხვევაში რეზალუტ® პროს მიღება აკრძალულია. რეზალუტ® პროს მოქმედება ლაქტაციის პერიოდში არასაკმარისადაა შესწავლილი, ამიტომ მისი მიღება აღნიშნულ პერიოდში არ შეიძლება.
ჭარბი დოზა
რეზალუტ® პროს ჭარბი დოზით მიღების და მოწამვლის შემთხვევების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. შესაძლებელია ქვემოთ მოყვანილი ისეთი გვერდითი ეფექტების გაძლიერების შემთხვევები, როგორიცაა დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების მიღების შესახებ.
განსაკუთრებული გაფრთილება და სიფრთხილის ზომები
გაფრთხილება: იშვიათ შემთხვევებში სოიოს ზეთი იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს.
ბავშვები
საკვები პროდუქტის სახით სოიოს ფართო გამოყენების გამოცდილება არ მიუთითებს ბავშვებისათვის საფრთხის არსებობაზე. გაუცხიმოვნებული და გამდიდრებული ფოსფოლიპიდები არასაკმარისადაა შესწავლილი. ამიტომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარი.
გავლენა არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
საკვები პროდუქტის სახით სოიოს ფართო გამოყენების გამოცდილება არ მიუთითებს ორსულობის პერიოდში მისი მიღების საფრთხის არსებობაზე. გაუცხიმოვნებული და გამდიდრებული ფოსფოლიპიდები არასაკმარისადაა შესწავლილი. ამიტომ ორსულობის პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
რეზალუტ® პროს ლაქტაციის პერიოდში მიღება არ შეიძლება, რადგან იგი არასაკმარისადაა შესწავლილი.
გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატს, რეზალუტ® პროსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. გვერდითი ეფექტების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები:
ძალიან ხშირი: 10 პაციენტიდან 1–ზე მეტს |
ხშირი: 10 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს და 100 პაციენტიდან 1–ზე მეტს |
არახშირი: 100 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს და 1000 პაციენტიდან 1–ზე მეტს |
იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს და 10000 პაციენტიდან 1–ზე მეტს |
ძალიან იშვიათი: 10000 პაციენტიდან 1–ზე ნაკლებს, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. |
ზოგჯერ შესაძლებელია აღინიშნოს ჩივილი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გამოხატული კუჭის მხრივ ჩივილით, თხიერი განავლით და ფაღარათით, ძალიან იშვიათია მომატებული მგრძნობელობის რეაქციის შემთხვევები, მაგალითად გამონაყარი და ჭინჭრის ციება.
ძალიან იშვიათია ცნობები კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების და სისხლდენისა მენსტრუაციის პერიოდებს შორის.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გართულების ან ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ანოტაციაში, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მითითება
რომელიმე ზემოთმოყვანილი გვერდითი ეფექტის გართულების, მაგალითად მომატებული მგრძნობელობის რეაქცია ან სისხლჩაქცევა/სისხლდენა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ რეზალუტ® პროს მიღება და აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც დაადგენს სიმძიმის ხარისხს და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს აუცილებელ ზომებს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
შეუძლებელია რეზალუტ® პროს კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების (მაგალითად, ფენპროკუმონი, ვარფარინი) ურთიერთქმედების თავიდან აცილება. ამიტომ, შეიძლება აუცილებელი გახდეს აღნიშნული სამკურნალო საშუალების დოზის კორექტირება. პაციენტებმა, რომლებსაც ერთდროულად ენიშნებათ რეზალუტ® პრო და აღნიშნული პრეპარატები, უნდა მიმართონ ექიმს.
დოზირება და გამოყენების წესი
თუ რამე განსხვავებული დანიშნულება არ არის, მოზრდილებს და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებს ენიშნებათ 2 კაფსულა რეზალუტ® პრო სამჯერ დღეში კვების მიღებამდე, პრეპარატი მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყლის) დაყოლებით.
მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ „გამოყენების“ ნაწილში მოყვანილი ინფორმაცია.
პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვება.
რეზალუტ® პროს მცირე რაოდენობით მიღების ან დავიწყების შემთხვევაში პრეპარატის მიღება შემდეგ მიღებაზე ორმაგი დოზით დაუშვებელია. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ გამოწერილი ან წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში მოყვანილი წესით.
აფთიაქიდან გაცემის პირობა გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
შენახვის პირობები ვარგისიანობის ვადა: 24 თვე
შენახვა: ინახება არა უმეტეს 25 ˚C ტემპერატურაზე.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. შეფუთვა
ორიგინალ შეფუთვაში განთავსებული 10, 30 ან 50 რბილი კაფსულა.