შემადგენლობა:
ნატურალური ზღვის წყალი (ჰიპერტონული 2,2% NaCl), თამარინდის ექსტრაქტი, ბალბას ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი, ლიმონმჟავა.
რინოსედალი სპრეი არის 100% ნატურალური დეკონგესტანტი, რომელიც ოსმოსური მოქმედებით ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას, ხსნის ცხვირის გაჭედილობას გაციების, ალერგიული და არაალერგიული რინიტების და სინუსიტების დროს, მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
რინოსედალის სპრეი ცხვირის ღრუს სანაციით ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანიდან პათოგენური აგენტების გამოდევნას.
რინოსედალის სპრეის შემადგენლობაში არსებული ბალბას და თამარინდის ექსტრაქტები ლორწოვანზე ქმნის დამცავ ფირფიტას და იცავს სასუნთქ გზებს სუპერინფექციის რისკისგან.
რინოსედალის სპრეის ინოვაციურ ფორმულას დეკონგესტანტური მოქმედების გარდა აქვს რეგენერაციული, ბარიერული, მუკოლიზური და დამატენიანებელი მოქმედება.
ჩვენებები:
- ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება ცხვირის ღრუს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (რინიტები, სინუსიტები, ადენოიდიტები)
- მწვავე და ქრონიკული რინო-სინუსიტი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით
- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები იმ პირებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ
- ნაზალური პოლიპოზი (კომპლექსური კონსერვატიული მკურნალობის ფარგლებში)
- მწვავე შუა ოტიტი (მკურნალობის დამხმარე მეთოდი)
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა
- ცხვირით სუნთქვის გაძნელება ორსულობის დროს
- ენდონაზალური ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი (პოსტოპერაციული ირიგაცია, საჰაერო გზების დრენირება, ლორწოვანი გარსის რეგენერაციის დაჩქარება და შეშუპების შემცირება)
გამოყენების წესი და დოზები:
ფლაკონს მოხსენით თავსახური. პირველად გამოყენებისას, დააჭირეთ სასხურებელს 1 ან 2-ჯერ, თავი ოდნავ გვერდზე გადახარეთ, შეასრულეთ 2 შესხურება თითოეულ ნესტოში (დღეში რამდენჯერმე მდგომარეობის მიხედვით). ჭარბი სითხე მოიცილეთ ბამბით ან ცხვირსახოცით. გამოყენების შემდეგ სასხურებელი გარეცხეთ ცხელი წყლით.
რინოსედალის სპრეი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს და მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად.
შეფუთვაზე მითითებულია ვარგისიანობის ვადა. ბავშვებში რინოსედალის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილის დახმარებით.
გვერდითი მოვლენები:
დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
გამოშვების ფორმა:
ნაზალური სპრეი 20 მლ, ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30 o C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.