ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს წამალი გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა უკეთესი შედეგის მისაღწევად Rimantadine-Grindeks უნდა გამოიყენოთ ინსტრუქციის თანახმად.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, ჰკითხეთ ფარმაცევტს.
- თუ თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა პრეპარატის მიღებიდან სამი დღის გასვლის შემდეგ, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
- თუ თქვენში შეინიშნება რაიმე გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში ან თუ აღწერილი გვერდითი მოქმედება მძიმედ ვლინდება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რას შეიცავს Rimantadine-Grindeks
- აქტიური ნივთიერება – რიმანტადინის ჰიდროქლორიდი.
- სხვა კომპონენტები: ლუდიპრესი (შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, პოვიდონს, კროსპოვიდონს), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია Rimantadine-Grindeks-ის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე
Rimantadine-Grindeks-ის შემადგენლობაში არის ლაქტოზას მონოჰიდრატი. თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა Rimantadine-Grindeks-ის მიღებამდე ჩაიტაროთ ექიმის კონსულტაცია.
Rimantadine-Grindeks – ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. პრეპარატის Rimantadine-Grindeks აქტიური ნივთიერება– რიმანტადინის ჰიდროქლორიდი (შემდგომ ტექსტში – რიმანტადინი). პრეპარატი ეფექტურია A ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ.
Rimantadine-Grindeks გამოიყენება A ტიპის გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის დაავადების ადრეულ ეტაპზე მოზრდილებში და 10 წელს ზევით ასაკის ბავშვებში და ეპიდემიის პერიოდში A ტიპის გრიპის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში 10 წელზე უფროსი ასაკის და მაღალი რისკის მქონე მოზრდილებში (ხანდაზმულები, პაციენტები დაქვეითებული ჯანმრთელობით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და სხვა.)
გაურკვევლობის შემთხვევაში ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ წყლის დაყოლებით.
გრიპის სიმპტომების გაჩენის შემდეგ საჭიროა შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოთ Rimantadine-Grindeks-ის მიღება.
თერაპიული ეფექტი გამოხატულია, თუ პრეპარატი მიიღება დაავადების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში.
გრიპის მკურნალობა
მოზრდილებში და ბავშვებში 10 წელზე ზევით ასაკის: 2 ტაბლეტი (100 მგ) 2 ჯერ დღეში.
ბავშვების მიერ პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ასაკის ზევით): 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში : 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში. საშუალო და მსუბუქი სიმძიმის ღვიძლის დაზიანებების მქონე პაციენტებმა საგულდაგულოდ თვალყური უნდა ადევნონ პრეპარატის გამოყენებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც საჭირო არ არის პრეპარატის დოზის შერჩევა.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით : 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში. მრავალჯერადი მიღებისას შესაძლებელია ორგანიზმში რიმანტადინის მეტაბოლიტების დაგროვება, ამიტომ პრეპარატის მიღება პაციენტებში საშუალო და მსუბუქი ხარისხის სიმძიმის თირკმელების ფუნქციის დაზიანებებით, უნდა იყოს კონტროლის ქვეშ და საჭიროებისას თან ახლდეს დოზირების შერჩევა.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 5 დღე.
გრიპის პროფილაქტიკა
მოზრდილები და ბავშვები 10 წელზე უფროსი ასაკის: 1 ტაბლეტი (50 მგ) ერთხელ დღეში.
პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფის და ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევებით: 1 ტაბლეტი (50 მგ) ერთხელ დღეში.
პრეპარატის მიღება საჭიროა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად ეპიდემიის დაწყებასთან ერთად. პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მთელი ეპიდემიის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 2 კვირისა.
ეპიდემიის ლოკალური კერის დროს კონტაქტურმა პირებმა უნდა მიიღონ რიმანტადინი 50 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი Rimantadine-Grindeks
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი Rimantadine-Grindeks, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ Rimantadine-Grindeks –ის მიღება
თუ თქვენ დაგავიწყდათ Rimantadine-Grindeks –ის მიღება ჩვეულ დროს, მაშინ გააკეთეთ ეს, როგორც კი გაგახსენდებათ და გააგრძელეთ ჩვეულებრივად მიღება. “დავიწყებული” დოზის ჩასანაცვლებლად არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა.
RIMANTADINE – GRINDEKS –ის მიღებამდე
არ მიიღოთ Rimantadine-Grindeks შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია რიმანტადინის, ადამანტანის სხვა წარმოებულების და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება;
- თუ გაქვთ თირკმელების მწვავე და/ან ქრონიკული დაავადება;
- თუ გაქვთ თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია);
- თუ ხართ ორსული ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი.
Rimantadine-Grindeks-ის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებშიპრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
- თუ გაქვთ კუჭისა და ნაწლავის ფუნქციის დარღვევა;
- თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- თუ გაქვთ გულის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის.
ამ შემთხვევებში რეკომენდებულია Rimantadine-Grindeks-ის დოზის შემცირება (იხ. პუნქტი 3).
თუ გაქვთ ეპილეფსია და იღებთ კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებს, Rimantadine-Grindeks –ის მიღებისას მატულობს ეპილეფსიის რისკის ხარისხი. ამ შემთხვევაში ამცირებენ Rimantadine-Grindeks-ის დოზას 100 მგ-მდე დღეში. კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში Rimantadine-Grindeks-ის მიღებას წყვეტენ.
შესაძლოა განვითარდეს ტოლერანტობა რიმანტადინის მიმართ. მისი განვითარების შესამცირებლად გრიპის მკურნალობას წყვეტენ სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩვეულებრივ 5 დღის ან 24-48 საათის შემდეგ სიმპტომების გაქრობიდან. უნდა აღინიშნოს, რომ რიმანტადინის მიმართ ტოლერანტობის განვითარება არის მისი გამოყენების მთავარი პრობლემა.
გრიპის ლოკალური ეპიდემიის პროფილაქტიკა უნდა ჩაუტარდეს ყველა კონტაქტურ პერსონას ვაქცინაციისგან დამოუკიდებლად არა ნაკლებ 1 კვირის განმავლობაში.
Rimantadine-Grindeks-ის მიღება საჭმელთან ერთად
საჭმელი გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. სასურველია უარი თქვათ ალკოჰოლის მიღებაზე, რადგან შესაძლებელია არასასურველი რეაქციები ნერვული სისტემის მხრიდან.
გაურკვევლობის შემთხვევაში ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ წყლის დაყოლებით.
გრიპის სიმპტომების გაჩენის შემდეგ საჭიროა შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოთ Rimantadine-Grindeks-ის მიღება.
თერაპიული ეფექტი გამოხატულია, თუ პრეპარატი მიიღება დაავადების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში.
გრიპის მკურნალობა
მოზრდილებში და ბავშვებში 10 წელზე ზევით ასაკის: 2 ტაბლეტი (100 მგ) 2 ჯერ დღეში.
ბავშვების მიერ პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ასაკის ზევით): 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში : 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში. საშუალო და მსუბუქი სიმძიმის ღვიძლის დაზიანებების მქონე პაციენტებმა საგულდაგულოდ თვალყური უნდა ადევნონ პრეპარატის გამოყენებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც საჭირო არ არის პრეპარატის დოზის შერჩევა.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით : 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში. მრავალჯერადი მიღებისას შესაძლებელია ორგანიზმში რიმანტადინის მეტაბოლიტების დაგროვება, ამიტომ პრეპარატის მიღება პაციენტებში საშუალო და მსუბუქი ხარისხის სიმძიმის თირკმელების ფუნქციის დაზიანებებით, უნდა იყოს კონტროლის ქვეშ და საჭიროებისას თან ახლდეს დოზირების შერჩევა.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 5 დღე.
გრიპის პროფილაქტიკა
მოზრდილები და ბავშვები 10 წელზე უფროსი ასაკის: 1 ტაბლეტი (50 მგ) ერთხელ დღეში.
პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფის და ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევებით: 1 ტაბლეტი (50 მგ) ერთხელ დღეში.
პრეპარატის მიღება საჭიროა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად ეპიდემიის დაწყებასთან ერთად. პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მთელი ეპიდემიის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 2 კვირისა.
ეპიდემიის ლოკალური კერის დროს კონტაქტურმა პირებმა უნდა მიიღონ რიმანტადინი 50 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი Rimantadine-Grindeks
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი Rimantadine-Grindeks, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ Rimantadine-Grindeks –ის მიღება
თუ თქვენ დაგავიწყდათ Rimantadine-Grindeks –ის მიღება ჩვეულ დროს, მაშინ გააკეთეთ ეს, როგორც კი გაგახსენდებათ და გააგრძელეთ ჩვეულებრივად მიღება. “დავიწყებული” დოზის ჩასანაცვლებლად არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა.
არ შეიძლება პრეპარატის მიღება.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურება
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, სიფრთხილით უნდა მიიღონ პრეპარატი.
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობდით ბოლო დროს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების შესახებ.
პარაცეტამოლი და აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს რიმანტადინის ეფექტურობას. ციმეტიდინმა შესაძლოა გააძლიეროს რიმანტადინის მოქმედება.
შეინახეთ არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ მიიღოთ Rimantadine-Grindeks შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვარგისობის ვადაში მითითებული თვის უკანასკნელ დღემდე.
პრეპარატი არ უნდა გადააგდოთ ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის გამოუყენებელი ნარჩენების ლიკვიდაციის შესახებ. ეს დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.