რინოსპრეი / Rino Spray
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Silvanols
- მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
- გამოშვების ფორმა: 20 მლ. ნაზალური სპრეი, მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ნაზალური სპრეი
შემადგენლობა (1გ სპერი შეიცავს):
ქაცვის ზეთი 1.5 მგ, კალენდულას ნაყენი 10 მგ, ექინაცეას ნაყენი 10 მგ, ევკალიპტის ზეთი 2 მგ, პიხტის ზეთი 1.5 მგ, ბაღის პიტნის ზეთი 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
გასუფთავებული წყალი, ეთილის სპირტი, გლიცერინი, ნატრიუმის ქლორიდი, კარბოქსიმეთილცელულოზა, ჟელატინი.
ეფექტი:
ნაზალური სპრეი გამოიყენება ცხვირის გაჭედილობის და სურდოს ალაგებისთვის, ისევე როგორც, რინიტისა და რესპირატორული ტრაქტის ინფექციების პროფილაქტიკისთვის.
გამოყენება:
ცხვირით სუნთქვის პრობლემები, რინიტისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა.
მიღების წესი:
შეანჯღრიეთ ფლაკონი გამოყენებამდე! მოხსენით თავსახური, ფლაკონის თავი მიმართეთ თქვენგან მოპირდაპირედ და ძლიერად დაჭირეთ გამფრქვევს 2-3-ჯერ - სანამ სპრეი არ გამოიფრქვევა. მნიშვნელოვანია სპრეის განაწილება ცხვირის ღრუს კედლებზე.
მოზრდილებში: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში არაუმეტეს საათში ერთჯერ.
3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში არაუმეტეს 3 საათში ერთჯერ.
მხოლოდ ნაზალური გამოყენებისთვის!
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე მჭიდროდ დახურულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე.