რიპრონატი / RIPRONAT
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): propionate dihydrate
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: World Medicine ilac san ve tic as
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 500მგ კაფსულა №60
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
მელდონიუმი, Meldonium
სამკურნალო ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა:
რიპრონატი 250 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #1, თავსახური და კორპუსი მქრქალი ყვითელი ფერის, რომელიც შეიცავს თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ფხვნილს.
რიპრონატი 500 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, თავსახური მქრქალი წითელ-ყავისფერი, კორპუსი მქრქალი ყვითელი ფერის, რომელიც შეიცავს თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ფხვნილს.
შემადგენლობა
რიპრონატი 250 მგ
კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მელდონიუმის დიჰიდრატი 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
კაფსულა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი.
რიპრონატი 500 მგ
კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მელდონიუმის დიჰიდრატი 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
კაფსულა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ჟელატინი.
პრეპარატის ათქ კოდი ჩ01EB22
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მელდონიუმი წარმოადგენს კარნიტინის წინამორბედს, γ-ბუთირობეტაინის სტრუქტურულ ანალოგს, რომელშიც ნახშირბადის ერთი ატომი ჩანაცვლებულია აზოტის ატომით.
ზემოქმედება კარნიტინის ბიოსინთეზზე
მელდონიუმი, γ-ბუთირობეტაინჰიდროქსილაზას შექცევადი ინჰიბირებით, ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს γ-ბუთირობეტაინიდან (გბბ) და აფერხებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას უჯრედების გარსის გავლით, შედეგად, აფერხებს უჯრედებში ძლიერი დეტერგენტების – ცხიმოვანი მჟავების დაუჟანგავი აქტივირებული ფორმების – დაგროვებას. ამ გზით, აღარ ხდება უჯრედის მემბრანების დაზიანება.
იშემიის პირობებში კარნიტინის კონცენტრაციის შემცირებისას, ფერხდება ცხიმოვანი მჟავების β-ჟანგვა და ხდება უჯრედებში ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზირება, გლუკოზის ჟანგვის სტიმულირება და ატფ-ის ტრანსპორტირების აღდგენა ბიოსინთეზის ადგილიდან (მიტოქონდრიებში) მოხმარების ადგილამდე (ციტოზოლში). უჯრედები მარაგდება საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით, ასევე ხდება ამ ნივთიერებების გამოყენების ოპტიმიზირება.
თავის მხრივ, კარნიტინის წინამორბედის, გბბ ბიოსინთეზის მატებით, აქტიურდება NO-სინთეტაზა, შედეგად უმჯობესდება სისხლის რეოლოგიური თვისებები და მცირდება პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობა.
მელდონიუმის კონცენტრაციის შემცირებით კარნიტინის ბიოსინთეზი ისევ ძლიერდება და უჯრედებში თანდათანობით აღდგება ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა.
ითვლება, რომ მელდონიუმის მოქმედების ეფექტურობის შედეგად იზრდება უჯრედების ტოლერანტობა დატვირთვის მიმართ (შედეგად მცირდება ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა უჯრედებში).
ზემოქმედება გულზე და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ მელდონიუმი დადებითად მოქმედებს მიოკარდიუმის კუმშვად აქტივობაზე, მისთვის დამახასიათებელია დამცავი მოქმედება მიოკარდიუმზე (მათ შორის ალკოჰოლის და კატექოლამინების მიმართ), მას შეუძლია აღმოფხვრას გულის რითმის დარღვევა, შეამციროს მიოკარდიუმის ინფარქტის ზონა.
გულის კორონარული დაავადება (დატვირთვის სტაბილური სტენოკარდია)
დატვირთვის სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის დროს მელდონიუმის და სხვა ანტიანგინალური საშუალებების ერთდროული გამოყენების კლინიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატი ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს და ინტენსივობას, ასევე გამოყენებული გლიცერილტრინიტრატის რაოდენობას. მელდონიუმი ავლენს გამოხატულ ანტიარითმიულ მოქმედებას პაციენტებში გულის კორონარული დაავადებით (გკდ) და გულის ექსტრასისტოლებით, ნაკლები მოქმედება აღინიშნება პაციენტებში სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლებით. პრეპარატს გააჩნია უნარი შეამციროს ჟანგბადის მოხმარება მოსვენებისას, რაც ითვლება ეფექტურ კრიტერიუმად გკდ ანტიანგინალური თერაპიის დროს.
შრატში ქოლესტერინის საერთო დონის და ათეროგენული ინდექსის შემცირებით, მელდონიუმი დადებითად მოქმედებს ათეროსკლეროზულ პროცესებზე კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებში.
გულის ქრონიკული უკმარისობა
შედარებით მრავალ კლინიკურ კვლევაში ხდებოდა მელდონიუმის როლის ანალიზი გკდ შედეგად განვითარებული გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დროს და აღინიშნა მისი უნარი გაზარდოს ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ასევე გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა.
ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე
მელდონიუმისთვის დადგენილია ანტიჰიპოქსიური მოქმედება და მოქმედება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე. პრეპარატი ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოცულობის გადანაწილების ოპტიმიზაციას იშემიური უბნების სასარგებლოდ, ზრდის ნეირონების მდგრადობას ჰიპოქსიის პირობებში.
პრეპარატს გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე: ზრდის მოძრაობით აქტივობას და ფიზიკურ ამტანობას, ასტიმულირებს ქცევით რეაქციებს, ასევე ავლენს ანტისტრესულ მოქმედებას (სიმპათოადრენალური სისტემის სტიმულაცია, კატექოლამინების დაგროვება თავის ტვინში და თირკმელზედა ჯირკვლებში, შინაგანი ორგანოების მხრიდან სტრესით გამოწვეული ცვლილებებისგან დაცვა).
ეფექტურობა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის და ნევროლოგიური დაავადებების დროს
დამტკიცებულია, რომ მელდონიუმი ეფექტური საშუალებაა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული და მწვავე დარღვევის კომპლექსურ მკურნალობაში (იშემიური ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა). მელდონიუმი ახდენს თავის ტვინის კაპილარების და არტერიოლების ტონუსის და წინააღმდეგობის ნორმალიზებას.
შესწავლილია პაციენტის რეაბილიტაციის პროცესზე მელდონიუმის ზემოქმედება ნევროლოგიური ხასიათის დარღვევების მქონე პაციენტებში (თავის ტვინის სისხლძარღვების გადატანილი დაავადებების, თავის ტვინზე ოპერაციის, ტრავმის, გადატანილი ტკიპისმიერი ენცეფალიტის შემდეგ).
მელდონიუმის თერაპიული აქტივობის შემოწმების შედეგები მოწმობენ მის დოზადამოკიდებულ დადებით ზემოქმედებაზე გამოჯანმრთელების პერიოდში ფუნქციური აქტივობის აღდგენაზე და ფიზიკურ ამტანობაზე.
დადგენილია, რომ მელდონიუმი აუმჯობესებს ცხოვრების რეკონვალესცენტურ ხარისხს, ამასთან, ხელს უწყობს მენტალური დარღვევების აღმოფხვრას პაციენტებში.
მელდონიუმს ახასიათებს დადებითი გავლენა ნერვული ფუნქციის დარღვევის რეგრესიაზე გამოჯანმრთელების პერიოდში პაციენტებში ნევროლოგიური დეფიციტით.
უმჯობესდება პაციენტების საერთო ნევროლოგიური მდგომარეობა (თავის ტვინის ნერვების დაზიანების და რეფლექსების პათოლოგიების შემცირება, პარეზების რეგრესია, მოძრაობის კოორდინაციის და ვეგეტატიური ფუნქციების გაუმჯობესება).
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო ჯანმრთელ ინდივიდებში მელდონიუმის ინტრავენურად ან პერორალურად მიღებისას.
შეწოვა
პერორალური ერთჯერადი 25, 50, 100, 200, 400, 800 ან 1500 მგ დოზის შემდეგ, პლაზმაში მელდონიუმის მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) და ფართი მრუდის ქვეშ ,,კონცენტრაცია-დრო" (AUჩ) იზრდებოდა შეყვანილი დოზის პროპორციულად. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის პიკური დრო (ტმახ) შეადგენს 1-2 საათს. სტაბილური მდგომარეობა პლაზმაში მიიღწევა პირველი დოზიდან 72-96 საათის შემდეგ განმეორებითი დოზების შემთხვევაში. შესაძლებელია მელდონიუმის დაგროვება პლაზმაში. საკვები არღვევს მელდონიუმის შეწოვას, მაგრამ არ მოქმედებს ჩმახ და AUჩ–ზე.
განაწილება
სისხლის მიმოქცევიდან მელდონიუმი სწრაფად ვრცელდება ქსოვილებში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება მატულობს მიღებული დოზის შემდეგ გასული დროის მიხედვით. მელდონიუმი და მისი მეტაბოლიტები ნაწილობრივად გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მელდონიუმი გამოიყოფა დედის რძით. დედის რძეში მელდონიუმის გამოყოფის კვლევები ადამიანში არ ჩატარებულა.
მეტაბოლიზმი
მელდონიუმი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.
გამოყოფა
მელდონიუმის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თირკმლისმიერი ესკრეცია. მელდონიუმის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 საათს. განმეორებითი დოზებისთვის ნახევარგამოყოფის პერიოდი განსხვავდება.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
მელდონიუმის დოზა უნდა შემცირდეს ხანდაზმულ პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით, რომლებშიც მომატებულია ბიოშეღწევადობა.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, რომლებშიც მომატებულია მოჩვენებითი ბიოშეღწევადობა, საჭიროა მელდონიუმის დოზის შემცირება. კლინიკამდელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მელდონიუმი, რომელიც შეიყვანებოდა ვირთაგვებში პერორალურად 20, 100 და 500 მგ/კგ დოზით, არ იყო ტოქსიკური და არ მოქმედებდა თირკმელების ფუნქციაზე. არსებობს კარნიტინის და მელდონიუმის ან მისი მეტაბოლიტების (მაგალითად, 3-ჰიდროქსიმელდონიუმი) თირკმლისმიერი რეაბსორბციის ურთიერთზემოქმედება, რის შედეგად იზრდება კარნიტინის თირკმლისმიერი კლირენსი. მელდონიუმის, გბბ და მელდონიუმი/გბბ კომბინაცია არ ახდენს პირდაპირ გავლენას რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტებმა ღვიძლის უკმარისობით, რომლებსაც მომატებული აქვთ მოჩვენებითი ბიოშეღწევადობა, უნდა შეამცირონ მელდონიუმის დოზა. ვირთაგვებში ტოქსიკურობის კვლევებში 100 მგ/კგ მეტი დოზის დროს ვლინდებოდა საღებავის დენატურაცია და ყვითელი ფერის ყვითლად შეფერვა. ჰისტოპათოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს ლიპიდების დაგროვება ღვიძლის უჯრედებში მელდონიუმის უფრო დიდი დოზების შეყვანის შემდეგ (400 მგ/კგ და 1600 მგ/კგ). ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება ადამიანებში 400-800 მგ დოზების გამოყენების შემდეგ არ გამოვლენილა. არ უნდა გამოირიცხოს ცხიმების შესაძლო ინფილტრაცია ღვიძლის უჯრედებში.
ბავშვები
მელდონიუმის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის, ამიტომ, ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში უკუნაჩვენებია.
გამოყენების ჩვენებები
კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში შემდეგ შემთხვევებში:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (სტაბილური სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა (I-III კლასი NYHA კლასიფიკაციით), კარდიომიოპათია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევა;
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული იშემიური დარღვევები;
დაქვეითებული შრომისუნარიანობა, ფიზიკური და ფსიქოემოციური დაძაბულობა;
გამოჯანმრთელების პერიოდი ცერებროვასკულური დარღვევების, თავის ტვინის ტრავმების და ენცეფალიტის შემდეგ.
გამოყენების წესი და დოზირება
რიპრონატი მიიღება შიგნით. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღება შეიძლება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. აღმგზნები ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია დღის პირველ ნახევარში.
მოზრდილები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ცერებროვასკულარული დარღვევები: დოზა შეადგენს 500-1000 მგ-ს დღე-ღამეში. დღიური დოზა შეიძლება მიღებული იქნას ერთად ან გაიყოს ორ მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1000 მგ-ს.
დაქვეითებული შრომისუნარიანობა, გადაჭარბებული დაძაბვის და აღდგენის პერიოდი: დოზა შეადგენს 500 მგ-ს დღეში. დღიური დოზა შეიძლება მიღებული იქნას ერთად ან გაიყოს ორ მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 500 მგ-ს.
მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირას. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობით, შესაძლებელია საჭირო გახდეს მელდონიუმის დოზის შემცირება.
პაციენტები თირკმელების უკმარისობით
პაციენტებმა თირკმელის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით, საჭიროა მიიღონ მელდონიუმის უფრო დაბალი დოზა.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პაციენტებმა ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით, საჭიროა მიიღონ მელდონიუმის უფრო დაბალი დოზა.
ბავშვები და მოზარდები
მელდონიუმის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის, ამიტომ, ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში უკუნაჩვენებია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
ღვიძლის და/ან თირკმელის მძიმე უკმარისობა (უსაფრთხოების არასაკმარისი მონაცემების გამო);
ორსულობა და ლაქტაცია;
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები (პაციენტების მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში მელდონიუმის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების არარსებობის გამო).
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, მაგრამ