Plasmon
რივოქსარი / Rivoksar


1. რა არის რივოქსარი და რისთვის გამოიყენება

• რივოქსარის ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 20მგ რივაროქსაბანს. რივაროქსაბანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტითრომბოზული აგენტები. ის მოქმედებს სისხლის შედედების ფაქტორის (ფაქტორი Xa) ბლოკირებით და ამით ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნისკენ მიდრეკილებას.

• რივოქსარი 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის წითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ამოტვიფრული ,,R4,, ერთ მხარეს და გლუვი მეორე მხარეს. რივოქსარი ხელმისაწვდომია კოლოფში მოთავსებული 28 ტაბლეტიანი ბლისტერების სახით.

 რივოქსარი გამოიყენება მოზრდილებში:
 სხეულის სისხლძარღვებში სისხლის თრომბების წარმოქმნის საპრევენციოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ არარეგულარული გულისცემის რითმი, რომელსაც უწოდებენ წინაგულების არა- სარქვლოვან ფიბრილაციას.
• სისხლის თრომბების მკურნალობა ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) და სისხლის თრომბების პრევენცია ქვედა კიდურების ან/და ფილტვების სისხლძარღვებში.

 

2. რა უნდა იცოდეთ რივოქსარის გამოყენებამდე

არ მიიღოთ რივოქსარი:

•  თუ ხართ ალერგიული რივაროქსაბანის ან მედიკამენტის რომელიმე  სხვა ინგრედიენტის მიმართ

 თუ გაქვთ ჭარბი სისხლდენა

 თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რაც ზრდის სისხლდენის რისკს  

 თუ გაქვთ ორგანოს დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგ., კუჭის წყლული, ტვინის დაზიანება ან სისხლდენა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ტვინზე ან თვალზე)

• თუ იღებთ მედიკამენტებს სისხლის თრომბების პრევენციისთვის (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ანტიკოაგულაციური მკურნალობა იცვლება ან იღებთ ჰეპარინს ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით გამავლობის შესანარჩუნებლად

 თუ ხართ ორსულად  ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ

 

არ მიიღოთ რივოქსარი  და აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

რივოქსარის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 რივოქსარის გამოყენებისას მიიღეთ სპეციალური ზომები:

 

- თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, ეს შეიძლება იყოს შემდეგ სიტუაციებში:

• თირკმლის მძიმე დაავადება, რადგან თქვენი თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს

       მედიკამენტების რაოდენობაზე, რომელიც მუშაობს თქვენს ორგანიზმში

 თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს სისხლის თრომბების პრევენციისთვის (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი,

       აპიქსაბანი ან ჰეპარინი), როდესაც იცვლება ანტიკოაგულაციური მკურნალობა ან იღებთ ჰეპარინს,

       ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით, გამავლობის შესანარჩუნებლად (იხ. სხვა სამკურნალო

       საშუალებები და რივოქსარი)

 დარღვევები სისხლდენის სახით

 ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მედიკამენტებით მკურნალობით

 კუჭის ან ნაწლავის დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა მაგ., ნაწლავის ან კუჭის

      ანთება ან საყლაპავის ანთება მაგ., გასტროეზოფგური რეფლუქსური დაავადების გამო (დაავადება

      როდესაც კუჭის მჟავა გადადის საყლაპავში)

 სისხლძარღვების პრობლემა თვალის უკან (რეტინოპათია)

 ფილტვის დაავადება, როდესაც ბრონქები გაფართოებულია და ავსებულია ჩირქით (ბრონქოექტაზია), ან

      ადრე აღგენიშნებოდათ ფილტვიდან სისხლდენა.

- თუ გაქვთ გული სარქველის პროთეზი.

- თუ იცით, რომ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის თრომბების წარმოქმნის რისკის გაზრდას), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, მკურნალობის შეცვლის საჭიროებას.

- თუ ექიმი განსაზღვრავს, რომ არტერიული წნევა არასტაბილურია, ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ქირურგიული პროცედურა ფილტვებიდან სისხლის თრომბის ამოღების მიზნით.

 

თუ რომელიმე რომელიმე ზემოთ აღნიშნული თქვენ გეხებათ, აცნობეთ ექიმს რივოქსარის მირებამდე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა ამ მედიკამენტით და  საჭიროა თუ არა თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება.

 

- ძალიან მნიშვნელოვანია რივოქსარის მიღება ოპერაციის წინ და შემდეგ ზუსტად ექიმის დანიშნულ დროს

- თუ თქვენი ოპერაცია მოიცავს კათეტერს ან ინექციას ზურგის ტვინში (მაგალითად, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისას ან ტკივილის შემცირების მიზნით):
- ძალიან მნიშვნელოვანია რივოქსარის მიღება ზუსტად იმ დროს, რაც გითხრათ ექიმმა
- დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ ანესთეზიის დასრულების შემდეგ აღგენიშნებათ ფეხების დაბუჟება ან სუსუსტე ან ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემები, რადგან შეიძლება აუცილებელი იყოს სასწრაფო მკურნალობა.

 

რივოქსარის უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოკვლეული არ არის იმ პაციეტნების კლინიკურ კვლევებში, რომლებსაც ოპერაცია ჩაუტარდათ ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო.

 

პაციენტებში ანტითრომბოზული აგენტების (რომლებიც განაპირობებს თრომბების წარმოქმნის პრევენციას) გამოყენება შესაძლებელია თრომბების და ემბოლიზმის პრევენცისითვის (სისხლის შედედების აგენტები), როდესაც ტარდება ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზია ან ტარდება სპინალური პუნქცია. ამ პაციენტებში არსებობს რისკი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ან პერმანენტული ინსულტი ან სპინალური ჰემატომა (სისხლის დაგროვება ხერრხემალში და ზურგის ტვინში).

 

რივოქსარი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე პაციენტებისთვის. ბავშვებსა და მზოარდებში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ ექიმს.

 

თუ გესაჭიროებათ ოპრაცია

 

- ძალიან მნიშვნელოვანია რივოქსარის მიღება ოპერაციის წინ და შემდეგ ზუსტად ექიმის დანიშნულ დროს

- თუ თქვენი ოპერაცია მოიცავს კათეტერს ან ინექციას ზურგის ტვინში (მაგალითად, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისას ან ტკივილის შემცირების მიზნით):
- ძალიან მნიშვნელოვანია რივოქსარის მიღება ზუსტად იმ დროს, რაც გითხრათ ექიმმა
- დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ ანესთეზიის დასრულების შემდეგ აღგენიშნებათ ფეხების დაბუჟება ან სუსუსტე ან ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემები, რადგან შეიძლება აუცილებელი იყოს სასწრაფო მკურნალობა.

 

არ შეწყვიტოთ რივოქსარის  გამოყენება, ექიმთან გასაუბრების გარეშე.

 

რივოქსარი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. ბავშვებსა და მოზარდებში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

 

თუ ეს გაფრთხილებები ვრცელდება თქვენზე, თუნდაც წარსულში, ნებისმიერ დროს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

რივოქსარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

რივოქსარის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

 

ორსულობა

ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს.

არ მიიღოთ რივოქსარი თუ ხართ ორსულად.

თუ არსებობს შანსი, რომ რივოქსარის მიღებისას დაორსულდეთ, გამოიყენებთ საიმედო კონტრაცეფცია.

თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

 

ლაქტაცია

ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს.

არ მიიღოთ რივოქსარი ძუძუთი კვების დროს.

 

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

რივოქსარმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი ეფექტი) ან გულის წასვლა (არახღირი გვერდითი ეფექტი). ამ სიმპტომების შემთხვევაში თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რივოქსარის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

რივოქსარი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

სხვა მედიკამენტები და რივოქსარი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

- თუ იღებთ

• სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ., ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი) თუ არ ხდება მათი მხოლოდ კანზე წასმა

 ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტი აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგ., რიტონავირი)

 კეტოკონაზოლის ტაბლეტები (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ - როდესაც ორგანიზმი წარმოქმნის კორტიზოლის ჭარბ რაოდენობას)

 ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ., კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)

 ზოგიერთი მედიკამენტი აივ/შიდსისთვის (მაგალითად, რიტონავირი)

 თრომბების წარმოქმნის შემამცირებელი სხვა მედიკამენტები (მაგ., ენოქსპარინი, კლოპიდოგრელი ან K ვიტამინის ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი)

 ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები (მაგ. ნაოპროქსი ან აცეტილსალიცილის მჟავა)

 დრონედარონი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის ანომალური რითმის მკურნალობისთვის

 ზოგიერთი მედიკამენტი დეპრესიის სამკურნალოდ (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) ან სეროტონინის ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs))

 

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ, რივოქსარის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, რადგან

რივოქსარის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს. ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა ეს მედიკამენტი და უნდა იყოთ თუ არა ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ ექიმი ფიქრობს, რომ გაგაჩნით კუჭის ან ნაწლავის წყლულის მომატებული რისკი, შეიძლება გამოიყენოს პრევენციული მკურნალობა.

 

მედიკამენტები რომლებიც შეიძლება აქვეითებდეს რივოქსარის ეფექტს:

 რიფამპიცინი, ანტიბიოტიკი

• ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (ფენიტოინი, კარბამაზაეპინი, ფენობარბიტალი)

 კრაზანა (Hypericum Perforatum) დერპესიის დროს გამოყენებული მცენარეული პრეპარატი

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ, მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, რადგან რივოქსარის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.

 

3. როგორ მიიღება რივოქსარი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

 

- თავის ტვინში თრომბების პრევენცია (ინსულტი) და სხვა ორგანოთა სისხლძარღვებში

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი რივოქსარი 20 მგ, დღეში ერთხელ.

თუ გაგაჩნიათ თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შემცირდეს რივოქსარი 15 მგ ერთ ტაბლეტამდე, დღეში ერთხელ.

თუ თქვენ გესაჭიროებათ პროცედურა გულში დაბლოკილი სისხლძარღვების სამკურნალოდ (ე.წ. კანიდან კორონარული ჩარევა - PCI სტენტის შეყვანის გზით), არსებობს შეზღუდული მტკიცებულებები,  შეამციროთ დოზის ერთ ტაბლეტი რივოქსარი 15 მგ-მდე, დღეში ერთხელ შემცირებასთან დაკავშირებით (ან ერთი ტაბლეტი რივოქსარი 10 მგ, დღეში ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თირკმელები არ მუშაობს სათანადოდ), ანტიაგრეგანტულ სამკურნალო საშუალებაზე დამატების სახით, როჰგორიც არის, მაგალითად, კლოპიდოგრელი.
- ქვედა კიდურების ვენებში და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების სამკურნალოდ და ასევე თრომბების განმეორებითი წარმოქმნის საპრევენციოდ.
რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი რივოქსარი 15 მგ დღეში ორჯერ, პირველი 3 კვირის განმავლობაში. 3 კვირის შემდეგ მკურნალობისთვის, რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი რივოქსარი 20 მგ დღეში ერთხელ.

სისხლის თრომბების არა ნაკლებ 6 თვის მკურნალობის შემდეგ, ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს მკურნალობის გაგრძელება ერთი ან 10 მგ ტაბლეტით დღეში ერთხელ ან 20 მგ ტაბლეტით დღეში ერთხელ.

 

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების პრობლემები და ღებულობთ ერთ ტაბლეტ რივოქსარს 20 მგ დღეში ერთხელ, ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს დოზის შემცირება მკურნალობის 3 კვირის შემდეგ, რივოქსარი 15 მგ დღეში ერთხელ, ერთ ტაბლეტამდე, თუ სისხლდენის რისკი უფრო მეტია, ვიდრე  სისხლის თრომბის წარმოქმნის რისკი.

 

გამოყენების გზა და მეთოდი:

რივოქსარი მიიღება დღეში ერთხელ. მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ გიჭირთ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, მიმართეთ ექიმს რათა შეარჩიოს რივოქსარის მიღების სხვა გზები. ტაბლეტი შეიძლება დაიფხვნას და შეერიოს წყალს ან ვაშლის პიურეს, უშუალოდ მიღებამდე.

 

აუცილებლობისას ექიმი შეგიყვანთ დაფხვნილ რივოქსარს კუჭის ზონდის საშუალებით.

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები და მოზარდები: რივოქსარი 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის რეკომენდებული არ არის. ბავშვებსა და მოზარდებში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

გამოყენება ხანდაზმულებში: დოზის კორექცია საჭირო არ არის.

 

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რივოქსარი

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ მიიღეთ რივოქსარის ტაბლეტების ზედმეტი რაოდენობა. რივოქსარის ჭარბად მიღება ზრდის სისხლდენის რისკს.

 

თუ დაგავიწყდათ რივოქსარის მიღება

დოზის გამოყოვების შემთხვევაში მიიღეთ ის როცა გაგახსენდებათ. შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ შემდეგ დღეს და ამის შემდეგ გამოყენება განაგრძეთ ჩვეულებრივად. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, შეგიძლიათ მიიღოთ ორი 15მგ ტაბლეტი  ერთდროულად, რომ გამოგივიდეთ სულ ორი ტაბლეტი (30მგ) დღეში. მომდევნო დღეს უნდა მიიღოთ ერთი 15მგ ტაბლეტი  დღეში ორჯერ.

თუ იღებთ ერთჯერ დღეში 20მგ ტაბლეტს და გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ არ მიიღოთ ერთზე მეტი ტაბლეტი ერთ დღეში. მიიღეთ მეორე ტაბლეტი მეორე დღეს და შემდეგ მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

 

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტების კომპენსაციისთვის.

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტმა რივოქსარმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

 

როგორც სხვა მსგავსმა მედიკამენტებმა (ანტიტრომბოზული საშუალებები - რომლებიც შეიძლება ამცირებდეს სისხლის თრომბის წარმოქმნას), რივოქსარმა შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა. ჭარბმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება (შოკი). ზოგ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება იყოს ფარული.

შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება იყოს სისხლდენის ნიშანი:

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:

 

  ხანგრძლივი ან ჭარბი სისხლდენა

 გადაჭარბებული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აუხსნელი შეშპება, სუნთქვის უკმარისობა (სუნთქვის გაძნელება), გუმლკერდის ტკივილი ან გულის ანგინა, რომლებიც შეიძლება იყოს სისხლდენის ნიშნები.

 

ამ ტიპის სისხლდენის რისკი უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის მაღალი  

წნევა და/ან რომლებიც იღებენ ანტიკოაგულაციურ საშუალებებს.

ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენზე უფრო ინტენსიური დაკვირვება ან შეგიცვალოთ მკურნალობა.

შესაძლებელია გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება იყოს კანის ძლიერი რეაქციის ნიშანი

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ კანის რეაქციები, როგორიც არის:

 

კანის გავრცელებული, ინტენსიური გამონაყარი, ბუშტუკების ან ლორწოვანი გარსის დაზიანება, მაგ., პირის ღრუს ან თვალების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე არის ძალიან იშვიათი (10 000-დან  1-მდე).

წამლისმიერი რეაქცია, რომელიც იწვევს გამონაყარს, ცხელებას, შინაგანი ორგანოების ანთებას, ჰემატოლოგიურ დარღვევებს და სისტემურ დაავადებებს (DRESS სინდრომი). ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე არის ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-მდე).

 

შესაძლოა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება იყოს ძლიერი ალერგიული რეაქციების ნიშანი

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:

სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი ვარდნა. ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე არის ძალიან იშვიათი (ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი; შეიძლება განვითარდეს 10 000 ადამიანიდან 1-მდე) და იშვიათი (ანგიონევროზული და ალერგიული შეშუპება; 100 ადამიანიდან 1-მდე).

 

შესაძლო გვერდით ეფექტების საერთო სია

 

ხშირი გვერდთი ეფექტები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში):

• კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა, უროგენიტალური სისხლდენა (სისხლიანი შარდის და ჭარბი

   მენსტრუალური სისხლდენის ჩათვლით), ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა.

• სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რის გამოც  შეიძლება ადგილი ჰქონდეს კანის სიფერმკრთალეს,

   სისუსტე და ქოშინი.    

 თვალში სისხლდენა (თვალის სკლერაში სისხლდენის ჩათვლით)

 სისხლდენა ქსოვილებში ან სხეულის ღრუებში (ჰემატომა, სისხლჩაქცევები)

 სისხლდენა ოპერაციის შემდეგ

 ქირურგიული ჭრილობიდან სისხლის ან სითხის გამოდინება

 კიდურების შეშუპება

 კიდურების ტკივილი

 ცხელება

 ზოგადი ძალის და ენერგიის შემცირებაა (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

 კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ავადობის შეგრძნება ან ავადობა, ყაბზობა, დიარეა

 სისხლის დაბალი წნევა (სიმპტომები შეიძლება იყოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა დგომისას)

 ზოგადი ძალის და ენერგიის დაქეითება (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

 გამონაყარი, კანის ქავილი

 სისხლიანი ხველა (hemoptysis)

 სისხლდენა კანიდან და კანქვეშა ქსოვილებიდან

 ტესტებმა შეიძლება გამოავლინოს ღვიძლის ენზიმების მომატება

 

ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში)

 სისხლდენა ტვინში ან ქალასშიდა

 სახსარშიდა სისხლდენა, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას

 შეუძლოდ ყოფნა

 პირის სიმშრალე

  ალერგიული რეაქციები, კანის ალერგიული რეაქციების ჩათვლით

•  ჭინჭრის ციება

 გულის წასვლა

 სწრაფი გულისცემა

 ღვიძლის ფუნქციის დაზიანება (შეიძლება დაფიქსირდეს ექიმის დანიშნულ ტესტებში)

 სისხლის ტესტებმა შეიძლება გამოავლინოს ბილირუბინის, პანკრეასის ან ღვიძლის ენზიმების ან

       თრომბოციტების რაოდენობის მომატება

 თრომბოციტოპენია (თრომბოციტების მცირე რაოდენობა, უჯრედების, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას)

 

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში)

 კუნთებში სისხლდენა

 ქოლესტაზი (ნაღვლის ნაკადის შემცირება), ჰეპატიტის ჩათვლით. ჰეპატოცელულური დაზიანება (ღვიძლის ანთება, ღვიძლის დაზიანება)

 ლოკალური შეშუპება

 კანის და თვალის სკლერების სიყვითლე (სიყვითლე)

 სისხლის დაგროვება (ჰემატომა) საზარდულში, გულის პროცედურების გართულების სახით, როდესაც კათეტერს დგავენ ბარძაყის არტერიაში (ფსევდოანევრიზმა)

 

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

 წნევის მომატება ფეხის ან ხელის კუნთებში სისხლდენის შემდეგ, რომელიც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობის დაზიანებას, დაბუჟებას ან დამბლას (კომპარტმენტ სინდრომი სისხლდენის შემდეგ)

 თირკმლის უკმარისობა მწვავე სისხლდენის შემდეგ

 

თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ მოვლენებსაც, რომლებიც  აღნიშნული არ არის ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება.

 

5. როგორ ინახება რივოქსარი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25C.

 

მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე, ყოველ ბლისტერზე და ფლაკონზე EXP-ის შემდეგ.

 

არ იყიდოთ და არ გამოიყენოთ გაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ  უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც არ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სად შევიძინოთ?