აქტიური ინგრედიენტები
ნაფაზოლინ ჰიდროქლორიდი 0.012%
პოლისორბატი 80 0.2%
მიზნობრიობა
ნაფაზოლინ ჰიდროქლორიდი – სიწითლის მოხსნა
პოლისორბატი 80 – ლუბრიკანტი (საპოხი ნივთიერება)
გამოყენება
• ხსნის თვალის სიწითლეს, რომელიც გამოწვეულია მსუბუქი გაღიზიანებით
• დროებით ხსნის თვალის სიმშრალით გამოწვეულ გაღიზიანებასა და წვას
გაფრთხილებები
გარეგანი გამოყენებისათვის
მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ
დახურულკუთხოვანი გლაუკომა
პრეპარატის გამოყენებისას
• ნუ შეეხებით კონტეინერის წვერის ნებისმიერ ზედაპირს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
• ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროს დაახურეთ თავსახურავი;
• ნუ გამოიყენებთ, თუ ხსნარს შეცვლილი აქვსფერი ან არის მღვრიე
• პრეპარატის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს თვალის სიწითლე
• გუგები დროებით გაფართოებულია
• გამოყენების წინ მოიხსენით საკონტაქტო ლინზები
შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ
• გაწუხებთ თვალის ტკივილი
• აღინიშნება მხედველობის დარღვევა
• თვალის სიწითლე ან გაღიზიანება გრძელდება
• მდგომარეობა გაუარესდა ან გრძელდება 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
გადაყლაპვის შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან დაუკავშირდით მოწამვლის კონტროლის ცენტრს.
გამოყენების წესი
1 ან 2 წვეთი ჩაისხით დაზიანებულ თვალში დღეში 4-ჯერ
ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახურავი
სხვა ინფორმაცია
ინახება არაუმეტეს 25oC (77oF) ტემპერატურის ირობებში.
დამხმარე ნივთიერებები
ალკოჰოლი (0.1%), ბენზალკონიუმ ქლორიდი, ბორისმჟავა, ქლორბუტანოლი, ედეტატდინატრიუმი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ბორატი.
ვარგისიანობის ვადა იხლეთ შეფუთვაზე