Plasmon
როფლუზოლი / ROFLUZOL


წამლის ფორმა

მყარი ჟელატინის კაფსულა #1, მქრქალი ნარინჯისფერი კორპუსით და მქრქალი ცისფერი სახურავით, რომელიც შეიცავს თეთრ ან თითქმის თეთრ ფხვნილს.

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 150 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, აზორუბინი, ცისფერი ბრილიანტი, შავი ბრილიანტი, ყვითელი სანსეტი, პონსო, ჟელატინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

 

პრეპარატის ათქ კოდი  

J02AC01

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

როფლუზოლი – ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. ფლუკონაზოლი – პრეპარატის აქტიური ნივთიერება – წარმოადგენს სოკოების უჯრედის მემბრანებში სტეროლების სინთეზის ძლიერ სელექციურ ინჰიბიტორს. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციტოქრომ P450-ის ბლოკადით. ფლუკონაზოლი აბლოკირებს სოკოების უჯრედში ლანოსტეროლის გარდაქმნას ერგოსტეროლად; ზრდის უჯრედის მემბრანის განვლადობას, არღვევს მის ზრდასა და რეპლიკაციას. ავლენს რა მაღალშერჩევით მოქმედებას ციტოქრომ P450-ის სოკოებისთვის, პრაქტიკულად არ თრგუნავს ადამიანის ორგანიზმში ამ ფერმენტებს (იტრაკონაზოლთან, კლოტრიმაზოლთან, ეკონაზოლთან და კეტოკონაზოლთან შედარებით, ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში მცირე ხარისხით თრგუნავს ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებულ ჟანგვით პროცესებს). არ გააჩნია ანტიანდროგენული აქტივობა. აქტიურია ოპორტუნისტული მიკოზებისას, მ.შ., გამოწვეული შემდეგი გამომწვევებით:Candida spp. (იმუნოდეპრესიის ფონზე გენერალიზებული კანდიდოზის ჩათვლით), Cryptococcus neoformans da Coccidioides immitis (ქალასშიდა ინფექციების ჩათვლით), Microsporum spp. da Trichophyton spp.; ენდემური მიკოზებისას, გამოწვეული  Blastomyces dermatitidis, Histoplasma capsulatum . სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისათვის, ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით ციტოსტატიურებით მკურნალობისას ან სხივური თერაპიის ჩატარებისას; ორგანოების გადანერგვისას და სხვა შემთხვევებში, როდესაც დათრგუნულია იმუნიტეტი და არსებობს სოკოვანი ინფექციის განვითარების საფრთხე.  

 

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი სწრაფად და საკმარისად სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი-დან, ბიოშეღწევადობა 90%. პრეპარატის შეწოვა საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. მაქსიმალური კონცენტრაცია, უზმოზე მიღებიდან, მიიღწევა 0.5-1.5 საათში. 

პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 11-12%. კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა სითხეში. დედის რძეში, სასახსრე სითხეში, ნერწყვში, ნახველში და პერიტონეა-ლურ სითხეში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია ანალოგიურია მისივე კონ-ცენტრაციისა სისხლის პლაზმაში. ვაგინალურ სეკრეტში მუდმივი კონცენტრაცია მიიღწევა შიგნით მიღებიდან 8 სთ-ის შემდეგ და ამ დონეზე ნარჩუნდება არაუმცი-რეს 24 საათი. სოკოვანი მენინგიტისას ზურგის ტვინის სითხეში კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით პლაზმაში მისი კონცენტრაციის 80%.  საოფლე ჯირკვლე-ბის სეკრეტში, ეპიდერმისში და რქოვანას გარსში  მიიღწევა შრატის კონცენტრა-ციაზე მაღალი კონცენტრაცია (სელექციური დაგროვება). 

80% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლებით, დანარჩენი – მეტაბოლიტების სახით. მოცირკულირე მეტაბოლიტები არ არის აღმოჩენილი. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. 

ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა არსებითად დამოკიდებულია თირკმლის ფუნქ-ციაზე, ამასთან ერთად არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება ნახევარგამოყოფის დროსა და კრეატინინის კლირენსს შორის. ჰემოდიალიზის შემდეგ 3 სთ-ის განმავლობაში სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ქვეითდება 50%-ით.

 

გამოყენების ჩვენებები

- გენიტალური კანდიდოზი; მწვავე ან მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი. პრო-ფილაქტიკური მიზნით გამოყენება ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შემცირების მიზნით (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში); კანდიდოზური ბალანიტი. 

- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსების ჩათვლით, საყლაპავი მილის, არაინვაზიური ბრონქ-ფილტვის ინფექციები, კანდიდურია, კან-ლორწოვანი და პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი, (რომელიც დაკავშირებულია კბილის პროთეზის ტარებასთან) მათ შორის ავადმყოფებში ნორმალური ან დათრგუნული იმუნური ფუნქციით; შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა;

- გენერალიზებული კანდიდოზი, მათ შორის კანდიდემია, დისემინირებული კანდი-დოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები (მ.შ. მუცლის ფარის, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები). მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების ავადმყოფებში, ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოსტატიური ან იმუნოსუპრესიული თერაპია, აგრეთვე კანდიდოზის განვითარების მიმართ მიდრეკილების განმაპირობებელი სხვა ფაქტორების არსებობისას. 

- კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვები, კანი) ინფექციების ჩათვლით, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის, ასევე  შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში; ორგანოების გადანერგვისას რეციპიენტებში და ავადმყოფებში იმუნოდეფიციტის სხვადასხვა ფორმებით; შემანარჩუნებელი თერაპია შიდსით დაავადებულებში კრიპტოკოკური ინფექციის რეციდივების პროფილაქტიკისათვის.

- სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ასეთი ინფექციების განვითარები-სადმი ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შედეგად.

- კანის მიკოზები, მათ შორის ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზე-ბი, ნაირფერი პიტირიაზი,  ონიქომიკოზები და კანის კანდიდოზური ინფექციები.

- ღრმა ენდემური მიკოზები ავადმყოფებში ნორმალური იმუნიტეტით, კოქციდიოი-დომიკოზი, პარაკოქციდიოიდომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

 

უკუჩვენებები 

- ცნობილი მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან ფლუკონაზოლთან სტრუქტურით მსგავსი აზოლური ნივთიერებების მიმართ.

- QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთდროული მიღება (მ.შ., ტერფენადინი ან ასტემიზოლი).

 

გვერდითი ეფექტები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, ყაბზობა ან დია-რეა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, კბილის ტკივილი, იშვიათად – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სკლერის იქტერობა, სიყვითლე, ჰიპერბილირუბინემია, ALთ (ალანინ ტრანსამინაზას), AST (ასპარტატ ტრანსამინაზას) და AP (ტუტე ფოსფატაზას) აქტივობის მომატება).

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძლიერი მოთენთილობა, იშვიათად – კრუნჩხვები.

სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრივ: იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტო-პენია (სისხლდენა, პეტექიები), ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, იშვიათად – მულტიფორმული ექსუდა-ციური ერითემა (მ.შ., სტივენს-ჯონსის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეკრო-ლიზი (ლაიელის სინდრომი), ანაფილაქსიური რეაქციები.

სხვა: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ალოპეცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია.

 

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღები კაფსულა.

ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ბუნე-ბასა და სიმძიმეზე.

როფლუზოლის კაფსულებს ყლაპავენ მთლიანად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

მოზრდილები:

ვაგინალური კანდიდოზი: 150 მგ შიგნით ერთჯერადად.

ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა: 150 მგ თვეში ერთხელ. თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და ვარირებს 4-დან 12 თვემდე. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უფრო ხშირი მიღება.

ჩანდიდა-ს მიერ  გამოწვეული ბალანიტი: 150 მგ შიგნით ერთჯერადად.

ექსტრაგენიტალური კანდიდოზის დროს, მაგალითად ეზოფაგიტის, არაინვაზიური ბრონქ-ფილტვის დაზიანების, კანდიდურიის, კანის და ლორწვანი გარსების კანდი-დოზის დროს და სხვ.: ჩვეულებრივ ეფექტური დოზა შეადგენს 50-100 მგ დღე-ღამეში 14-30 დღიანი მკურნალობის ხანგრძლივობით. ოროფარინგული კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკისთვის შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში პირველადი მკურნალობის სრული კურსის დასრულების შემდეგ პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს 150 მგ ერთხელ კვირაში.

ეზოფაგური კანდიდოზი: პირველ დღეს რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ, შემდეგ დღეებში 100 მგ ერთხელ დღე-ღამეში, მკურნალობის კურსი 7-14 დღე.

ოროფარინგული კანდიდოზი: პრეპარატის სადღეღამისო დოზა 50-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში, მკურნალობის კურსი 7-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში, დაავა-დებულებში იმუნიტეტის გამოხატული დაქვეითებით, მკურნალობა შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი.

პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი კბილის პროთეზის ტარების ფონეზე: 50 მგ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში ადგილობრივ ანტისეპტიკურ თერაპიასთან ერ-თად.

გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზის და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმების ჩათვლით: თერაპიის პირველ დღეს 400 მგ, შემდეგ – 200 მგ დღე-ღამეში. არასაკმარისი კლინიკური ეფექტისას პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ-მდე დღე-ღამეში. თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტურობაზე.

კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა იმუნოდეფიციტის ფონეზე: კანდიდოზის პროფილაქტიკისათვის ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკის დონის შესაბამისად. 

გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის არსებობისას, მაგალითად ავადმყო-ფებში მოსალოდნელი გამოხატული ან ხანგრძლივად შენარჩუნებული ნეიტროპე-ნიით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში. ფლუკონა-ზოლი ინიშნება მოსალოდნელ ნეიტროპენიამდე რამდენიმე დღით ადრე; ნეიტრო-ფილების რიცხვის 1000/მკლ-ზე მეტით მომატების შემდეგ მკურნალობას აგრძელე-ბენ კიდევ 7 დღე-ღამის განმავლობაში.

კრიპტოკოკური მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკური ინფექციები:  პირველ დღეს საშუალოდ 400 მგ, ხოლო შემდეგ 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 6-8 კვირის განმავლობაში ზურგის ტვინის სითხის სტერილურობის დადასტურების შემდეგ. კრიპტოკოკური მენინგიტის რეცი-დივის პროფილაქტიკისათვის შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში პირველადი მკურნალობის სრული კურსის დასრულების შემდეგ, რეკომენდებული დოზირება: 200 მგ დღე-ღამეში.

კანის ინფექციები (ტერფის, გლუვი კანის, საზარდულის მიდამოს მიკოზებისა და კანდიდოზური ინფექციების ჩათვლით): 150 მგ ერთხელ კვირაში ან 50 მგ დღეში, მკურნალობის კურსი 2-4 კვირა, ტერფის მიკოზის დროს - 6 კვირამდე. 

ნაირფერი პიტირიაზი: 50 მგ 2-4 კვირის განმავლობაში ან 300 მგ ერთხელ კვირაში 2 კვირის განმავლობაში.

ონიქომიკოზები: 150 მგ ერთხელ კვირაში. მკურნალობის კურსი გრძელდება დაზიანბული ფრჩხილის ჯანმრთელით სრულ ჩანაცვლებამდე.  ხელის და ტერფის ფრჩხილის ხელახალი გაზრდა ნორმაში საჭიროებს 3-6 თვეს და 6-12 თვეს შესაბამისად. 

ღრმა ენდემური მიკოზები: ღრმა ენდემური მიკოზებისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის გამოყენება დოზით 200-400 მგ დღე-ღამეში 2 წლამდე ვადით. თერაპიის ხანგრძლივობას საზღვრავენ ინდივიდუალურად: კოქციდიოიდომიკოზის დროს - 11-24 თვე, პარაკოკციდიოიდომიკოზის დროს - 2-17 თვე, სპოროტრიქოზის დროს - 1-16 თვე და ჰისტოპლაზმოზის დროს - 3-17 თვე.

ბავშვები:

პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილების შესაბამის დოზას. როფლუზოლი გამოიყენება ყოველდღიურად ერთხელ დღე-ღამეში.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზების დროს ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 3 მგ/კგ/დღე-ღამეში. პირველ დღეს შეიძლება დაინიშნოს დარტყ-მითი დოზა 6 მგ/კგ მუდმივი წონასწორული კონცენტრაციის სწრაფად მიღწევის მიზნით.

გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკური ინფექციის მკურნალობისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 6-12 მგ/კგ/დღე-ღამეში დაავადების სიმძიმის მიხედვით.

სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისათვის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ბავშვებში, რომლებშიც ინფექციის განვითარების რისკი დაკავშირებულია ნეიტროპენიასთან, რომელიც ვითარდება ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის ჩატარების შედეგად, პრეპარატი ინიშნება დოზით 3-12 მგ/კგ/დღე-ღამეში ინდუცირებული ნეიტროპენიის გამოხატულობის და შენარჩუნების ხანგრძლივობის მიხედვით.

ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის არარსებობისას იყენებენ როფლუზოლის დოზირების ჩვეულებრივ რეჟიმს.

ფლუკონაზოლის გამოყენება თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში: 

პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას დოზის კორექცია არ არის საჭირო. 

კურსული მკურნალობისას პირველი (დარტყმითი) დოზა შეადგენს 50-დან 300 მგ-მდე. შემდეგ პრეპარატის დოზა ან გამოყენების სიხშირე აუცილებლად უნდა შეიცვალოს კრეატინინის კლირენსის მიხედვით, კერძოდ: 

 

კრეატინინის კლირენსი მლ/წთ

დოზირება

> 50

პრეპარატის დოზა არ იცვლება

11 - 50

ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზის ნახევარი - ყოველ 24 საათში

დიალიზზე რეგულარულად მყოფი პაციენტები

ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა- ყოველი პროცედურის შემდეგ

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, უფრო რთულ შემთხვევებში – კრუნჩხვები.

მკურნალობა: სიმპტომური. კუჭის ამორეცხვა, ფორსირებული დიურეზი. ჰემოდია-ლიზი 3 სთ-ის განმავლობაში პლაზმაში კონცენტრაციას აქვეითებს დაახლოებით 50%-ით.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ფლუკონაზოლი აძლიერებს ჰისტამინური საშუალებების (ასტემიზოლი, ტერფენა-დინი) ფარმაკოლოგიურ მოქმედებას; აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებისა და ტერფენადინის და ასტემიზოლის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია Qთ ინტერვალის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული სერიოზული არითმიების განვითარება; ანქსიოლიტიკების, რომლებიც მიეკუთვნებიან ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინებს (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი); რიფაბუტინის, ციზაპრიდის, ფენიტიონის, ზიდოვუდინის, თაკროლიმუსის, ციკლოსპორინის; აგრძელებს თეოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდს და ზრდის ინტოქსიკაციების განვითარების რისკს, რაც საჭიროებს მისი დოზის კორექციას.

ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციას, რიფამ-პიცინთან ერთდროული მიღებისას აღინიშნება სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზო-ლის ნახევარგამოყოფის პერიოდის დაქვეითება.

ფლუკონაზოლი ზრდის სისხლის პლაზმაში პერორალური ჰიპოგლიკემიური სამ-კურნალო პრეპარატების - სულფანილშარდოვანას წარმოებულების (გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) კონცენტრაციის დონეს და ნახევრაგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობას. ამ სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სისხლის შაქრის გულდასმითი კონტროლი.

პერორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენები-სას შესაძლებელია ჰორმონების (ესტრადიოლი, ლევონორგესტრელი) კონცენტრა-ციის დონის მერყეობა, ამ პრეპარატების ერთდროული მიღებისას აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის გულდასმითი კონტროლი შესაძლებელი გვერდითი რეაქციების განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

ზრდის კუმარინული ანტიკოაგულაციური საშუალებების  ეფექტურობას, შესაძლე-ბელია პროთრომბინული დროის გახანგრძლივება, რის შედეგადაც შესაძლებელია სისხლდენის (ჰემატომები, სისხლდენა ცხვირიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჰემატურია, მელენა) განვითარება. 

ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინ B-ს ერთდროული დანიშვნისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მათი ურთიერთქმედების ანტაგონისტური ხასიათი, პრაქტიკაში ურთიერთქმედების შედეგი განისაზღვრება იმით, თუ რომელი ნივთიერება იყო შეყვანილი ადრე და ასევე პათოგენური სოკოს სახეობით.  

 

განსაკუთრებული მითითებები

როფლუზოლი სიფრთხილით ინიშნება თიაზოლური შენაერთების მიმართ მომატებული მგრძნობელობით დაავადებულებში, შესაძლებელი ჯვარედინი რეაქციების განვითარების გამო.

ფლუკონაზოლით მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს კლინიკურ-ჰემატოლოგიური რემისიის გამოჩენამდე. მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა იწვევს რეციდივს.

მკურნალობის დაწყება შეიძლება ნათესის და სხვა ლაბორატორიული ანალიზების არარსებობისას, თუმცა მათი არსებობისას რეკომენდებულია ფუნგიციდური თერაპიის შესაბამისი კორექცია.

მკურნალობის მსვლელობისას აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი. აუცილებელია იმ ავადმყოფების დაკვირვება, რომელთაც ფლუკონაზოლით მკურნალობისას ერღვევათ ეს მაჩვენებლები, ღვიძლის დაზიანების უფრო სერიოზული ნიშნების გამოვლენის მიზნით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარებისას საჭიროა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიური მოქმედება ჩვეულებრივ შექცევადია, სიმპტომები ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. 

ავადმყოფებში გამონაყარის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია გულმოდგინე დაკვირვება, და კანის რეაქციის პროგრესირების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს (სტივენს-ჯონსის სინდრომის, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის, პოლიმორფული ერითემის განვითარების საფრთხე).  

ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობისას  ფლუკონაზოლის გამოყენე-ბასთან დაკავშირებული გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ინვაზიურ/სისტემური სოკოვანი ინფექციისას გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია გულდასმითი მეთვალყურეობა და პრეპარატის მოხსნა ბულოზური დაზიანებებისას.

სიფრთხილით უნიშნავენ პაციენტებს თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ახალშო-ბილებს, ავადმყოფებს შიდსით (და სხვა მდგომარეობებისას დასუსტებული იმუნი-ტეტით), აგრეთვე, პაციენტებს პოტენციური პროარითმული მდგომერეობებით. 

 

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

როფლუზოლი  არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სისწრაფეს.

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

არ არის ადექვატური კლინიკური კვლევები ორსულობის დროს ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ.

ორსულობის დროს როფლუზოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

ფლუკონაზოლი აღმოჩენილია დედის რძეში იმავე კონცენტრაციით, რაც პლაზმაში, ამიტომ მისი დანიშვნა არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

 

გამოშვების ფორმა

როფლუზოლი 150 მგ

მყარი ჟელატინის კაფსულები. 1 კაფსულა ბლისტერში.

1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა

4 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

 

სად შევიძინოთ?