Plasmon
როზუვასტატინი სტადა 5 მგ / Rosuvastatina Stada


1. რა არის როზუვასტატინი სტადა და რისთვის გამოიყენება
როზუვასტატინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სტატინები.
თქვენ დაგენიშნათ როზუვასტატინი, რადგან:
გაქვთ მაღალი ქოლესტერინის დონე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ გულის შეტევის ან ინსულტის რისკი. როზუვასტატინი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ.
თქვენ გირჩიეს სტატინის მიღება, რადგან დიეტაში ცვლილებები და ვარჯიშის გაზრდა საკმარისი არ იყო ქოლესტერინის დონის გამოსასწორებლად. უნდა დაიცვათ დიეტა, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას და უნდა განაგრძოთ ვარჯიში როზუვასტატინით მკურნალობის დროს.
ან
თქვენ გაქვთ სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდის გულის შეტევის, ინსულტის ან სხვა მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკს.
გულის შეტევა, ინსულტი და სხვა დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადებით, რომელსაც ათეროსკლეროზი ეწოდება. ათეროსკლეროზი გამოწვეულია თქვენს არტერიებში ცხიმოვანი ნივთიერებების დეპოზიტების წარმოქმნით.
რატომ არის მნიშვნელოვანი როზუვასტატინის მიღების გაგრძელება
როზუვასტატინი გამოიყენება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების დონის კორექტირებისთვის, რომელსაც ლიპიდები ეწოდება, ყველაზე ცნობილია ქოლესტერინი.
სისხლში არსებობს ქოლესტერინის სხვადასხვა სახეობა, ,,ცუდი’’ ქოლესტერინი (ჩ-LDL) და ,,კარგი’’ ქოლესტერინი (ჩ-HDL).
ო როზუვასტატინი ამცირებს ,,ცუდი’’ ქოლესტერინის რაოდენობას და ზრდის ,,კარგ’’ ქოლესტერინს.
ო ის მოქმედებს „ცუდი" ქოლესტერინის გამომუშავების ბლოკირებით და აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს, გამოიდევნოს იგი სისხლიდან.
ადამიანების უმეტესობისთვის ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს მათზე და ამის გამო ისინი თავს ცუდად არ გრძნობენ, რადგან ის არ იწვევს რაიმე სიმპტომებს. თუმცა, მკურნალობის გარეშე, ცხიმოვანი დეპოზიტები შეიძლება წარმოიქმნას სისხლძარღვების კედლებზე, რაც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას.
ზოგჯერ ეს შევიწროებული სისხლძარღვები შეიძლება დაიბლოკოს და ხელი შეუშალოს სისხლის მიწოდებას გულში ან ტვინში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი. ქოლესტერინის დონის შემცირებით, შეგიძლიათ შეამციროთ გულის შეტევის, ინსულტის ან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.
თქვენ უნდა გააგრძელოთ როზუვასტატინის მიღება, მაშინაც კი, თუ უკვე მიაღწიეთ ქოლესტერინის სწორ დონეს, რადგან ის ხელს უშლის ქოლესტერინის დონის ხელახლა მატებას და ცხიმოვანი დეპოზიტების წარმოქმნას. თუმცა, თქვენ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ ექიმი გეტყვით ამის გაკეთებას ან თუ დაორსულდებით.
 
2. რა უნდა იცოდეთ როზუვასტატინი სტადას მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ როზუვასტატინი სტადა:
• თუ ხართ ალერგიული  როზუვასტატინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
• თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ როზუვასტატინის მიღებისას დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზუვასტატინით მკურნალობის დროს შესაბამისი კონტრაცეპტივების გამოყენებით.
• თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
• თუ გაქვთ თირკმელების მწვავე პრობლემები.
• თუ გაქვთ კუნთების პრობლემები ან განმეორებითი და  აუხსნელი ტკივილები.
• თუ იღებთ მედიკამენტს სოფოსბუვირის/ველპატასვირის/ვოქსილაპრევირის კომბინაციით  (გამოიყენება ღვიძლის ვირუსული ინფექციისთვის, რომელსაც ეწოდება ჩ ჰეპატიტი).
• თუ იღებთ მედიკამენტ ციკლოსპორინს (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ).
თუ ხართ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე სიტუაციაში (ან გაქვთ ეჭვი), გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ასევე, არ მიიღოთ 40 მგ როზუვასტატინი (უმაღლესი დოზა)
• თუ გაქვთ თირკმელების ზომიერი პრობლემები (თუ ეჭვი გაქვთ, მიმართეთ ექიმს).
• თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი  არ მუშაობს გამართულად.
• თუ გაქვთ კუნთების პრობლემები ან განმეორებითი და  აუხსნელი ტკივილები, კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ისტორია, ან კუნთების პრობლემების წინარე ისტორია ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს.
• თუ რეგულარულად სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
• თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი)
• თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც  უწოდებენ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
თუ ხართ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე სიტუაციაში  (ან გაქვთ ეჭვი), გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
 
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
როზუვასტატინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
• თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.
• თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
• თუ გაქვთ კუნთების პრობლემები ან განმეორებითი და  აუხსნელი ტკივილები, კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ისტორია, ან კუნთების პრობლემების წინარე ისტორია ქოლესტერინის დამწევი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ  კუნთების პრობლემები ან აუხსნელი ტკივილები, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ ზოგადი სისუსტე ან ცხელება. ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ კუნთების მუდმივი სისუსტე.
• თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების საერთო სისუსტეს და რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გავლენას ახდენს სუნთქვაში მონაწილე კუნთებზე) ან თვალის მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს), რადგან სტატინებს ზოგჯერ  შეუძლიათ გაამწვავონ ეს დაავადება ან წარმოქმნან მიასთენია (იხ. ნაწილი 4).
• თუ რეგულარულად სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
• თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს გამართულად.
• თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც უწოდებენ ფიბრატებს ქოლესტერინის შესამცირებლად. ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ანოტაცია მაშინაც კი, თუ ადრე იღებდით ქოლესტერინის დამწევ მედიკამენტებს.
• თუ იღებთ მედიკამენტებს აივ ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა რიტონავირი ლოპინავირთან და/ან ატაზანავირთან ერთად, იხილეთ თავი „სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი სტადა".
• თუ იღებთ ან იღებდით ბოლო 7 დღის განმავლობაში მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება ფუზიდის მჟავა (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალება) პერორალურად ან ინექციით. ფუზიდის მჟავისა და როზუვასტატინის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მწვავე პრობლემები (რაბდომიოლიზი), იხილეთ თავი „სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი სტადა".
• თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის (რადგან თქვენმა ექიმმა უნდა განსაზღვროს თქვენთვის შესაფერისი როზუვასტატინის საწყისი დოზა).
• თუ გაქვთ სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
• თუ ხართ აზიური წარმოშობის (მაგალითად, იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ როზუვასტატინის შესაბამისი საწყისი დოზა.
• თუ როზუვასტატინის ან როზუვასტატინის შემცველი სხვა პრეპარატების მიღების შემდეგ როდესმე გაგიჩნდათ ძლიერი გამონაყარი კანზე ან დაგეწყოთ კანის აქერცვლა, გამოგივიდათ ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.
აღწერილია კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DღEშშ), რაც დაკავშირებულია როზუვასტატინით მკურნალობასთან. შეწყვიტეთ როზუვასტატინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ რომელიმე სიმპტომს.
თუ ხართ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე სიტუაციაში  (ან გაქვთ ეჭვი):
• არ მიიღოთ 40 მგ როზუვასტატინი (უმაღლესი დოზა) და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს როზუვასტატინის ნებისმიერი დოზის დაწყებამდე.
ადამიანთა მცირე რაოდენობაში სტატინებს შეუძლიათ გამოიწვიონ ღვიძლის დაზიანება. ეს გამოვლინდება მარტივი ტესტით, რომელიც ადგენს სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) მომატებულ დონეს. ამ მიზეზით, თქვენი ექიმი ჩვეულებრივ ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს (ღვიძლის ფუნქციის ტესტს) როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ.
აღნიშნული მედიკამენტის მიღების პერიოდში, თქვენი ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს, გაქვთ თუ არა დიაბეტი ან დიაბეტის განვითარების რისკი. სავარაუდოდ, დიაბეტის განვითარების რისკი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე, ჭარბი წონა და მაღალი წნევა.
 
ბავშვები და მოზარდები
• თუ პაციენტი 6 წლამდეა: როზუვასტატინი არ უნდა დაინიშნოს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
• თუ პაციენტი 18 წლამდეა: როზუვასტატინი 40 მგ არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი სტადა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
• ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდეგ)
• ვარფარინი, ტიკაგრელორი ან კლოპიდოგრელი (ან ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტი პრეპარატი)
• ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად (როგორიცაა ეზეტიმიბი)
• მედიკამენტები საჭმლის მონელების პრობლემებისთვის  (გამოიყენება კუჭის მჟავის გასანეიტრალებლად)
• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი – იხილეთ პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები")
•  კონტრაცეპტივები პერორალური გზით (აბი), რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
• დაროლუტამიდი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
• ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია
• რომელიმე შემდეგი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, აივ-ის ან ჩ ჰეპატიტის ჩათვლით, ცალკე ან კომბინაციაში (იხილეთ პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები’’): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი.
აღნიშნული მედიკამენტების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს როზუვასტატინის მიღებით ან შეცვალოს როზუვასტატინის მოქმედება.
თუ გჭირდებათ ფუზიდის მჟავას პერორალურად მიღება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, დროებით უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის არის უსაფრთხო როზუვასტატინით მკურნალობის ხელახალი დაწყება. როზუვასტატინის მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად  შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კუნთების მომეტებული მგრძნობელობა ან კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მე-4 ნაწილში.
 
ორსულობა და ლაქტაცია
არ მიიღოთ როზუვასტატინი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ როზუვასტატინის მიღებისას დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზუვასტატინით მკურნალობის დროს შესაბამისი კონტრაცეპტივის გამოყენებით.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
 
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პაციენტთა უმრავლესობას შეუძლია როზუვასტატინით მკურნალობის დროს ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება, რადგან ეს გავლენას არ მოახდენს მათ შესაძლებლობებზე. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავბრუსხვევა როზუვასტატინით მკურნალობის დროს. თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ეცდებით ავტომობილის მართვას ან მექანიზმების გამოყენებას.
როზუვასტატინი სტადა შეიცავს ლაქტოზას.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
დამხმარე ნივთიერებების სრული სია მოცემულია თავში ,,შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია’’.
 
 
3. როგორ მივიღოთ როზუვასტატინი სტადა
ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის მიერ მოცემული წამლის გამოყენების ინსტრუქცია. თუ ეჭვი გაქვთ, კვლავ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
 
ჩვეულებრივი დოზები მოზრდილებში
თუ თქვენ იღებთ როზუვასტატინს მაღალი ქოლესტერინის დონის გამო:
საწყისი დოზა
თქვენი როზუვასტატინით მკურნალობა უნდა დაიწყოს 5 მგ ან 10 მგ დოზით, მაშინაც კი, თუ ადრე მიიღეთ სხვა სტატინის უფრო მაღალი დოზა. საწყისი დოზის არჩევანი დამოკიდებული იქნება შემდეგზე:
• თქვენი ქოლესტერინის დონე.
• რისკის ხარისხი, რომელიც თქვენ გაქვთ გულის შეტევის ან ინსულტის მიღებასთან დაკავშირებით.
• თუ გაქვთ ფაქტორები, რომლებიც უფრო დაუცველს გაგხდით შესაძლო გვერდითი მოვლენების მიმართ.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს როზუვასტატინის საუკეთესო საწყისი დოზის გასარკვევად.
თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის დაწყება ყველაზე მცირე დოზით (5 მგ):
• თუ თქვენ ხართ აზიური წარმოშობის (მაგალითად, იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი).
• თუ ხართ 70 წელს გადაცილებული.
• თუ გაქვთ თირკმელების ზომიერი პრობლემები.
• თუ გაქვთ კუნთების ტკივილისა და კრუნჩხვების რისკი (მიოპათია).
დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა
თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დოზის გაზრდა. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ იღებთ როზუვასტატინის სწორ დოზას. თუ დაიწყეთ 5 მგ დოზით, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაორმაგება 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ-მდე და საჭიროების შემთხვევაში 40 მგ-მდე. თუ დაიწყეთ 10 მგ დოზით, საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაორმაგება 20 მგ-მდე და შემდეგ 40 მგ-მდე. დოზის თითოეულ კორექტირებას შორის იქნება ოთხკვირიანი ინტერვალი.
როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 40 მგ. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ მაღალი ქოლესტერინის მქონე პაციენტებისთვის და გულის შეტევის ან ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა ქოლესტერინის დონე საკმარისად არ მცირდება 20 მგ-ით.
თუ თქვენ იღებთ როზუვასტატინს გულის შეტევის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შესამცირებლად:
რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში. თუმცა, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის გამოყენება, თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფაქტორი.
გამოყენება 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში
დოზირების დიაპაზონი 6-დან 17 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში არის 5 მგ-დან 20 მგ-მდე დღეში ერთხელ. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 5 მგ დღეში და თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა თანდათან, სანამ არ მიაღწევთ როზუვასტატინის თქვენთვის შესაბამის დოზას. როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 10 ან 20 მგ, 6-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის, ძირითადი დაავადების მიხედვით, რომელსაც მკურნალობენ. მიიღეთ თქვენი დოზა დღეში ერთხელ. როზუვასტატინი 40 მგ ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში.
 
ტაბლეტების მიღება
გადაყლაპეთ თითოეული ტაბლეტი მთლიანად წყლით.
მიიღეთ როზუვასტატინი დღეში ერთხელ. მისი მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ მათი მიღება.
ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმება
მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად ეწვიოთ ექიმს ქოლესტერინის შესამოწმებლად, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ქოლესტერინის დონე ნორმალიზდება და დარჩება შესაბამის დონეზე.
თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დოზის გაზრდა ისე, რომ თქვენ იღებთ როზუვასტატინის თქვენთვის შესაბამის დოზას.
თუ იღებთ იმაზე მეტ როზუვასტატინი სტადას, ვიდრე საჭიროა
რჩევისთვის დაუკავშირდით უახლოეს ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ თქვენ მოხვდებით საავადმყოფოში ან მკურნალობთ სხვა დაავადების გამო, უთხარით ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომ იღებთ როზუვასტატინს.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, დარეკეთ ნომერზე 91 562 04 20 წამლისა და მიღებული ოდენობის მითითებით.
თუ დაგავიწყდათ როზუვასტატინი სტადას მიღება
არ ინერვიულოთ, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა დანიშნულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ როზუვასტატინი სტადას მიღებას
თუ გსურთ როზუვასტატინით მკურნალობის შეწყვეტა, მიმართეთ ექიმს. თქვენი ქოლესტერინის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს, თუ შეწყვეტთ როზუვასტატინის მიღებას.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
 
4.    შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, წინამდებარე მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა შეიძლება იყოს ეს გვერდითი მოვლენები. ისინი ჩვეულებრივ მსუბუქია და ქრება მოკლე დროში.
შეწყვიტეთ როზუვასტატინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
• სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე.
• სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება.
• კანის ინტენსიური ქავილი (ჭინჭრის ციება).
• ბრტყელი, მრგვალი ან წრიული  ფორმის მოწითალო ლაქები ტანზე, ხშირად  ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში. კანის ამ მძიმე გამონაყარს შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
• გენერალიზებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DღEშშ სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
ასევე შეწყვიტეთ როზუვასტატინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
• თუ გაქვთ  კუნთების აუხსნელი ტკივილები და კრუნჩხვები, რომლებიც მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება. კუნთების ტკივილი უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში. სხვა სტატინების მსგავსად, ამ მედიკამენტის მიღებისას, ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობაში გამოვლინდა კუნთებზე უსიამოვნო ზემოქმედება რამაც, ძალიან იშვიათად, გამოიწვია სიცოცხლისთვის საშიში კუნთების დაზიანება, რასაც ეწოდება რაბდომიოლიზი.
• თუ უჩივით კუნთების დაზიანებას
• თუ გაქვთ სინდრომი, რომელიც გამოხატავს ლუპუსის მსგავს სიმპტომებს (ჭინჭრის ციება, სახსრების პრობლემები და უარყოფითი ზემოქმედება სისხლის უჯრედებზე)
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
• თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა
• შარდში ცილის რაოდენობის მატება – ეს ჩვეულებრივ თავისთავად უბრუნდება ნორმას როზუვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების გარეშე (მხოლოდ როზუვასტატინით 40 მგ)
• დიაბეტი. ეს უფრო სავარაუდოა მაშინ, თუ გაქვთ სისხლში შაქრისა და ლიპიდების მაღალი დონე, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი წნევა. თქვენი ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს მდგომარეობას თქვენს მიერ აღნიშნული მედიკამენტის მიღებისას.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)
• ჭინჭრის ციება, ქავილი და კანის სხვა რეაქციები
• შარდში ცილის რაოდენობის მატება – ეს ჩვეულებრივ თავისთავად უბრუნდება ნორმას როზუვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების გარეშე (მხოლოდ როზუვასტატინით 5 მგ, 10 მგ და 20 მგ)
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-მდე ადამიანში)
• მწვავე ალერგიული რეაქცია – სიმპტომებია სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი (ჭინჭრის ციება). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როზუვასტატინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• კუნთების დაზიანება მოზრდილებში – სიფრთხილის მიზნით შეწყვიტეთ როზუვასტატინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ კუნთების აუხსნელი  ტკივილი ან კრუნჩხვები, რომლებიც მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება
• კუჭის ძლიერი ტკივილი (პანკრეასის ანთების შესაძლო ნიშანი)
• სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) მატება
• სისხლდენის ან სისხლჩაქცევების უფრო მარტივად წარმოქმნა, ვიდრე ჩვეულებრივ, სისხლში თრომბოციტების დაბალი დონის გამო.
• სინდრომი, რომელიც ვლინდება ლუპუსის მსგავსი სიმპტომებით (ჭინჭრის ციება, სახსრების პრობლემები და სისხლის უჯრედებზე ზემოქმედება).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10.000-დან 1-მდე ადამიანში)
სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ჰეპატიტი (ღვიძლის შეშუპება), შარდში სისხლის კვალი, ფეხებისა და ხელების ნერვების დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება), სახსრების ტკივილი, მეხსიერების დაკარგვა და მკერდის გაზრდილი ზომა მამაკაცებში (გინეკომასტია)
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)
• დიარეა (ფხვიერი განავალი), ხველა, ქოშინი, შეშუპება (შებერილობა), ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარები, სექსუალური პრობლემები, დეპრესია, სუნთქვის გაძნელება, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება, დაზიანებები მყესებზე, კუნთების მუდმივი სისუსტე
მწვავე მიასთენია  (დაავადება, რომელიც იწვევს იმ კუნთების საერთო სისუსტეს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გავლენას ახდენს სუნთქვაში მონაწილე კუნთებზე)1
თვალის მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების საერთო სისუსტეს)1
 
მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ სისუსტე ხელებსა და ფეხებში, რომელიც გაუარესდება აქტივობის პერიოდებში, თუ თავს იჩენს მხედველობის გაორმაგება ან ქუთუთოების ჩამოწევა,  ასევე შენიშნავთ ყლაპვის  ან სუნთქვის გაძნელებას.
 
არასასურველი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რაც მოიცავს შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ უშუალოდ ადამიანის მოხმარების მედიკამენტების ფარმაკოვიგილაციის ესპანური სისტემის მეშვეობით: ჰტტპს://წწწ.ნოტიფყამ.ეს . გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ წინამდებარე მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
 
5.    როგორ შევინახოთ  როზუვასტატინი სტადა?
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ თავდაპირველ კონტეინერში  სინათლისგან დასაცავად.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან ნაგავში. შეიტანეთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ აფთიაქის სპეციალურ განყოფილებაში [შIGღE Pოინტ]. თუ ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერი და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამ გზით თქვენ დაგეხმარებით გარემოს დაცვაში.
 
6.    შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს როზუვასტატინი სტადა
• აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი.
როზუვასტატინი სტადა 5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით)
როზუვასტატინი სტადა 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით
როზუვასტატინი სტადა 20 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით)
 
• სხვა კომპონენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი K 30, კროსპოვიდონი A ტიპის, ცელულოზის ფხვნილი, კოპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის საფარი: პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი (Mჭ 3350), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი.
პროდუქტის გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი
როზუვასტატინი სტადა 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები 5 მმ დიამეტრით.
როზუვასტატინი სტადა 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები 7 მმ დიამეტრით.
როზუვასტატინი სტადა 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები 9 მმ დიამეტრით.
ტაბლეტები წარმოდგენილია ბლისტერებში ოPA-Aლუ-PVჩ ფოლგით დალუქული ალუმინის ფოლგით.
ისინი გამოდის 7, 14, 15, 20, 28, 28 ხ1 (ერთჯერადი დოზა), 30, 50 ხ1 (ერთჯერადი დოზა), 50, 60, 90, 98, 100, 154, 196 ან 252 შემოგარსული ტაბლეტის შეფუთვაში. .
შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული შეფუთვის ზომების გაყიდვა.
 
სად შევიძინოთ?