Plasmon
როვასტატ დუო / Rovastat Duo


1. რას წარმოადგენს როვასტატ დუო ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

როვასტატ დუოს ტაბლეტები შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას ერთ ტაბლეტში. პირველი მოქმედი ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ე. წ. სტატინების ჯგუფს. მეორე მოქმედი ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

როვასტატ დუო არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, „მავნე“ ქოლესტერინის (დსლპ ქოლესტერინის) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის „სასარგებლო“ ქოლესტერინის (მსლპ ქოლესტერინის) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ასევე, ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.   

ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მქონე პაციენტების მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულს ან თავის ტვინს, რაც გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

როვასტატ დუოს ტაბლეტები  გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა. 

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ:

- სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია);

- გულის დაავადება, როვასტატ დუო ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის,  გულის სისხლის ნაკადის გაზრდის მიზნით გაკეთებული ოპერაციის რისკს ან გულმკერდის ტკივილით განპირობებულ ჰოსპიტალიზაციას. 

როვასტატ დუოს ტაბლეტები ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

 

2. რა უნდა იცოდეთ როვასტატ დუო ტაბლეტების მიღებამდე

არ მიიღოთ როვასტატ დუოთუ:

გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე

(კომპონენტები ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

- გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

- აღგენიშნებათ განმეორებითი, აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია).

- იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).

- ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების დროს დაორსულდებით,  დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება დამიმართეთ თქვენს ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როვასტატ დუოს ტაბლეტების  გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებები (იხ. ქვემოთ: ორსულობა და ძუძუთი კვება).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ თქვენ (ან თუ გეპარებათ ეჭვი), აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

- გაქვთ თირკმელების დაავადება.

- გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში,კუნთების დაავადებები პირადად ან ოჯახურ ანამნეზში ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების აუხსნელი ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების მუდმივი სისუსტე.

- ხართ აზიური წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როვასტატ დუოს ტაბლეტების დოზა.

- იღებთ ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მათ შორის აივ-ინფექციის ან C ჰეპატიტის, მაგ.

- ლოპინავირს/რიტონავირს და/ან ატაზანავირს, სიმეპრევირს, იხ. „სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები“.

- გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.

- იღებთ სხვა მედიკამენტებს, სახელწოდებით ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად. იხ. „სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები“.

- რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

- დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).

- ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი როვასტატ დუოს ტაბლეტების დოზა).

- იღებთ ან მიიღეთ პრეპარატი სახელწოდებით ფუზიდის მჟავა (სამკურნალო საშუალებები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) პერორალურად ან ინექციის სახით, ბოლო 7 დღის განმავლობაში.  ფუზიდიუმის მჟავისა და როვასტატ დუოს კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი).  

 

თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ არ ხართ დარწმუნებული): როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტთა მცირე რაოდენობაში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციური სინჯები) როვასტატ დუოს ტაბლეტებით მკურნალობის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, თქვენი მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

თუ საავადმყოფოში მოხვდებით ან მკურნალობთ სხვა დაავადების გამო, უთხარით სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როვასტატ დუოს ტაბლეტებს.

 

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

- ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ იღებთ ციკლოსპორინს.

- სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როვასტატ დუოს ტაბლეტებთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), ან კლოპიდოგრელი.

- სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ეწოდებათ ფიბრატები და გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის (მაგ. გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები).  როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას.

- ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.

- რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ).

- ნებისმიერი ანტივირუსული საშუალება, როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინაციის სახით რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სიმეპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი. იხ. პუნქტი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

- ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი კუჭის აშლილობის სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება კუჭში მჟავის გასანეიტრალებლად; ისინი ამცირებენ როზუვასტატინის პლაზმურ დონეს.) ეს ეფექტი შეიძლება შემცირდეს თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

- ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი). ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.

- ფუზიდის მჟავა. თუ იღებთ ფუზიდის მჟავას, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, პერორალურად, მაშინ დროებით უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება. თქვენი ექიმი აგიხსნით როდის არის უსაფრთხო როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების განახლება. როვასტატ დუოს ტაბლეტების კომბინირებულმა გამოყენებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაავადება ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). დამატებითი ინფორმაცია რაბდომიოლიზის შესახებ იხ. მე-4 პუნქტში.

- პერორალური კონტრაცეპტივები (აბები). ხდება კონტრაცეფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.

- ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმონების დონეს).

თუ საავადმყოფოში მოხვდებით ან მკურნალობთ სხვა დაავადების გამო, უთხარით სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როვასტატ დუოს ტაბლეტებს.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

ორსულობა

არ მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად. თუ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. როვასტატ დუოს ტაბლეტებით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციული საშუალებები.

ძუძუთი კვება

მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

მოსალოდნელი არ არის, რომ როვასტატ დუოს ტაბლეტებმა უარყოფითად იმოქმედონ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის განვითარებისას, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების  წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

როვასტატ დუოს ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენებამდე.

 

3. როგორ მიიღება როვასტატ დუო ტაბლეტები

ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს

მიიღეთ როვასტატ დუოს ტაბლეტები დღეში ერთხელ.

ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. გადაყლაპეთ ყოველი ტაბლეტი მთლიანად  წყლის დაყოლებით.

პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.

როვასტატ დუოს ტაბლეტები არ არის შესაფერისი საწყისი მკურნალობისთვის. მკურნალობის დაწყება ან დოზის კორექცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მხოლოდ მოქმედი ნივთიერებების ცალკე მიღებით და შესაბამისი დოზების დადგენის შემდეგ შესაძლებელია გადასვლა შესაბამისი დოზის როვასტატ დუოს ტაბლეტებზე.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როვასტატ დუოს ტაბლეტები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება

ნუ იღელვებთ,  არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი 

დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგიდოზა.

თუ შეწყვიტეთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება

უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების შეწყვეტა. როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

- ალერგიული რეაქციები: სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება;

- მგლურას მსგავსი სინდრომი (მათ შორის გამონაყარი, სახსრების დარღვევები და სისხლის უჯრედებზე ზემოქმედება);

- კუნთის გაწყვეტა.

 

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე უჩვეულო კუნთების ტკივილი, რომელიც გრძელდება იმაზე მეტ ხანს, ვიდრე თქვენ ელოდით. იშვიათად ეს შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ კუნთების დაზიანებაში, რომელიც ცნობილია როგორც რაბდომიოლიზი, რაც იწვევს სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის უკმარისობას. 

 

შემდეგი ტერმინები გამოიყენება გვერდითი მოვლენების სიხშირის აღსაწერად:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 -ზე მეტ პაციენტზე);

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე);

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ  პაციენტზე);

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან  1-ზე ნაკლებ  პაციენტზე);

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან  1-ზე ნაკლებ  პაციენტზე, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით).

 

ხშირი გვერდითი მოვლენები

თავის ტკივილი;

ყაბზობა;

შეუძლოდ ყოფნა;

კუნთების ტკივილი;

სისუსტის შეგრძნება;

თავბრუსხვევა;

დიაბეტი. მისი ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. თქვენი ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.

მუცლის ტკივილი;

ფაღარათი;

მეტეორიზმი (ნაწლავებში გაზების მომატებული რაოდენობა);

დაღლილობის შეგრძნება;

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების).

 

არახშირი გვერდითი მოვლენები

გამონაყარი,  ქავილი, ჭინჭრის ციება;

შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილის რაოდენობის მომატება - აღნიშნული ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმას როზუვასტატინის მიღების შეწყვეტის გარეშე;

სისხლის ტესტებში კუნთოვანი ფუნქციის (CK) ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება;

ხველა;

კუჭის მიერ საკვების გადამუშავების გაძნელება;

გულძმარვა;

ტკივილი სახსრებში;

კუნთოვანი სპაზმები;

ტკივილი კისრის არეში;

მადის დაქვეითება;

ტკივილი;

ტკივილი მკერდის არეში;

სისხლის მოწოლა;

მომატებული არტერიული წნევა;

ჩხვლეტის შეგრძნება;

პირის სიმშრალე;

კუჭის ანთება;

ზურგის ტკივილი;

კუნთების სისუსტე;

ტკივილი ხელებისა და ფეხების არეში;

შეშუპება, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების.

 

იშვიათი გვერდითი მოვლენები

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს კუჭის არეში, რომელიც გადადის ზურგის არეში; თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: 

სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება); ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი); შარდში სისხლის კვალი; ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება); მეხსიერების დაკარგვა; მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია).

უცნობი:

ქოშინი; შეშუპება; ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები; სასქესო ფუნქციის დარღვევა; დეპრესია; სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება; მყესების დაზიანება; კუნთების მუდმივი სისუსტე; სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის, გულისრევის და ღებინების სახით).

 

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

გვერდითი მოვლენების შეტყობინება. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.

 

5. როგორ ინახება როვასტატ დუო ტაბლეტები

ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისგან დასაცავად. ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს შენახვისას.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

არც ერთი პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს როვასტატ დუოს ტაბლეტები 

მოქმედი ნივთიერებებია როზუვასტატინი (როზუვასტატინის კალციუმის სახით) და ეზეტიმიბი. ტაბლეტები შეიცავს როზუვასტატინის კალციუმის ექვივალენტს ან 10 მგ ან 20 მგ როზუვასტატინს. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონის ტიპი A, პოვიდონი K-30, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

როვასტატ დუო, 20 მგ/10 მგ ტაბლეტი: თეთრი-მონაცრისფრო, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, შემოუგარსავი ტაბლეტი. ტაბლეტის დიამეტრი 11 მმ.

როვასტატ დუო,  10 მგ/10 მგ ტაბლეტი:  თეთრი-მონაცრისფრო, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი, შემოუგარსავი ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებულია  „E1“ და „1“ მეორე მხარეს. ტაბლეტის ზომებია: 15 მმ x 7 მმ.

30 ცალი დაფასოებულია ბლისტერში (პა/ალ/პვქ // ალ) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, პაციენტის საინფორმაციო ინსტრუქციათან ერთად.

გაცემის წესი: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?