შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Aspergillus ruber-ის 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ა და
მე-11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch
– გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმ ქლორიდის იზოტონური ხსნარი
ჩვენება
– ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ყველა ქრონიკული დაავადების დროს, როგორიცაა სურდო (რინიტი),
სინუსიტი, ბრონქიტი
– კონიუნქტივიტი (თვალების ქავილი და სიწითლე)
– ცისტიტი, ნეფრიტი
თვისებები
Ruberkehl-ის (Aspergillus ruber D5)კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა პოლინოზის (თივის ცხელება) მწვავე სტადიის ყველა სიმპტომის აშკარა გაუმჯობესება. Ruberkehl-ის მოქმედებით მნიშვნელოვნად იზრდებოდა იმუნოსტიმულაციისათვის საჭირო T-ჰელპერების რაოდენობა. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ Ruberkehl-ის
ანტიალერგიული ეფექტი სხვა სიმპტომური საშუალებების დოზის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა.
მიღების წესი და დოზირება
1 მლ ამპულა კვირაში 1-3-ჯერ, ი.მ., ი.ვ., კანქვეშ ან კანში. მკურნალობის 8 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოქმედებები
ვინაიდან Ruberkehl-ი შეიცავს სპეციფიურ ორგანულ კომპონენტებს, თეორიულად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა
გაგრძელდეს სიმპტომურად.
უკუჩვენებები
არ ინშნება Aspergillus ruber-ის მიმართ ჰიპერმგძნობელობის დროს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიულმა მედიკამენტებმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს Recarcin-ის ეფექტურობაზე. ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა დაცული იქნეს 4-კვირიანი ინტერვალი ვაქცინაციამდე და მის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
დამოკიდებულია ექიმის დანიშნულებაზე
გამოშვების ფორმები
1 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში