Plasmon
სალტამარე / SALTAMARE

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): sea water
  • მწარმოებელი კომპანია: World Medicine Ophthalmics
  • გამოშვების ფორმა: 100 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ნაზალური სპრეი
სტერილური

შემადგენლობა
1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ზღვის წყლის სტერილური ჰიპერტონული (2%) ხსნარი.

აღწერილობა
უფერო, გამჭვირვალე სითხე, მარილის გემოთი. 

თვისებები
ზღვის წყლის სტერილური ჰიპერტონული ხსნარი გამოიყენება როგორც მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, ასევე ჰიგიენის მიზნით. ასუფთავებს და იცავს ცხვირისა და ყელის ლორწოვან გარსს გამაღიზიანებელი ფაქტორებისაგან.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები ზრდიან ადგილობრივ იმუნიტეტს, რაც აძლიერებს ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსის რეზისტენტობას პათოგენური ბაქტერიებისა და ვირუსებისადმი.
პრეპარატ სალტამარეს შეფრქვევის მიკროდიფუზური სისტემა უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსების ინტენსიურ დატენიანებას.

გამოყენების ჩვენებები
- ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, განსაკუთრებით სხვადასხვა ქიმიური მედიკამენტებისადმი მგრძნობიარე პირებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
- ცხვირის ღრუს, ცხვირის დანამატი წიაღების, ცხვირ-ხახის და ყელის მწვავე და ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ როგორიცაა:
მწვავე და ქრონიკული რინიტები;
მწვავე და ქრონიკული სინუსიტები;
ნაზოფარინგიტი;
მწვავე და ქრონიკული ჰაიმორიტი;
ტონზილიტი, ადენოიდიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი.
- მწვავე რესპირატორული ვისურული ინფექციების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია (მათ შორის ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში); 
- ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე გამოწვეული გარემო ფაქტორებით (ცენტრალური გათბობა, კონდიცირებული ჰაერი და სხვა). ყელის ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნების მიზნით.

წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.

გამოყენება პედიატრიაში
წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია ზღვის წყლის წვეთების სახით გამოყენება.
პრეპარატის ინტრანაზალური გამოყენება რეკომენდებულია 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. 
ყელის ირიგაციისათვის სალტამარეს გამოყენება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან.

გამოყენების წესი და დოზირება
სალტამარეს გამოყენება შეიძლება როგორც ინტრანაზალურად, ასევე ყელის ირიგაციისათვის. 
ინტრანაზალური გამოყენებისათვის:
ბავშვებში 1 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4 ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირის განმავლობაში. 
გამოყენების მეთოდიკა
1) ალუმინის ფლაკონს მოხსენით დამცავი სახურავი.
2) ფლაკონს გაუკეთეთ გამფრქვევი ადაპტერი #1 
3) პირველად გამოყენებისას აუცილებელია გამფრქვევ ადაპტერს დააჭიროთ რამდენჯერმე 
4) შეიყვანეთ გამფრქვევი ადაპტერი ცხვირის ღრუში
5) დააჭირეთ გამფრქვევი ადაპტერს და შეისხურეთ ცხვირის ღრუში 2-3 წამის განმავლობაში. 
6) გაიმეორეთ იგივე ცხვირის მეორე ნესტოში. 
ყოველი გამოყენების შემდეგ, აუცილებელია ფლაკონიდან გამფრქვევი ადაპტერის მოხსნა, ცხელი წყლით გარეცხვა და გაშრობა. 
ყელის ლორწოვანი გარსის ირიგაციისათვის:
მოზრდილებში და ბავშვებში ინიშნება 3-4 შეფრქვევა 4-6 ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირის განმავლობაში.   
გამოყენების მეთოდიკა
1) ალუმინის ფლაკონს მოხსენით დამცავი სახურავი.
2) ფლაკონს გაუკეთეთ გამფრქვევი ადაპტერი #2, მოიყვანეთ გამფრქვევი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. 
3) პირველადი გამოყენებისას აუცილებელია გამფრქვევ ადაპტერს დააჭიროთ რამდენჯერმე 
4) შეიყვანეთ გამფრქვევი ადაპტერი პირის ღრუში. პრეპარატის შეყვანისას ფლაკონი უნდა გეჭიროთ ვერტიკალურად. 
5) დააჭირეთ გამფრქვევ ადაპტერს და გააფრქვიეთ რამოდენიმე წამის განმავლობაში, მიმართეთ გამფრქვევი ხახის უკანა კედლისკენ. 
ყოველი გამოყენების შემდეგ, აუცილებელია ფლაკონიდან გამფრქვევი ადაპტერის მოხსნა, ცხელი წყლით გარეცხვა და გაშრობა. 

ურთიერთქმედება 
რადგან პრეპარატი არ ახდენს სისტემურ მოქმედებას ორგანიზმზე, ურთიერთქმედება 
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღინიშნული არ არის. გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

გვერდითი მოვლენები
გამოყენების დასაწყისში, იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები და დისკომფორტის შეგრძნება.

ჭარბი დოზირება
პრეპარატ სალტამარეს დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღნიშნული არ არის.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი გამოშვების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა
სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის
100 მლ პრეპარატი ალუმინის ფლაკონში, პოლიეთილენის გამფრქვევი ადაპტერით და პოლიპროპილენის თავსახურით, ცხვირის ღრუს გამოსარეცხად და ყელის ლორწოვანი გარსის ირიგაციისათვის.
ფლაკონი გამფრქვევი ადაპტერებით და დანართი ფურცლით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

სად შევიძინოთ?