სალუტემ D3 / Salutem D3
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: SIA PRIMEA
- მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
- გამოშვების ფორმა: 15მლ თხევადი სუსპენზია
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება: ვიტამინი D3 - 50000 IU (1000 UI/10 წვეთი ).
დამხმარე ნივთიერებები: ზეითუნის ზეთი-13.56 გრ., ტოკოფეროლის ნაზავი-0.008 გრ.
სპეციალური მითითება:
10 წვეთი შეიცავს 1000 UI ქოლეკალციფეროლს.არ შეიცავს შაქარს.
სალუტემ D3 რეკომენდირებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შევსების პროფილაქტიკისათვის.ის წარმოადგენს D ვიტამინის დამატებით წყაროს და ეხმარება ორგანიზმს:
კბილებისა და ძვლების გამაგრებაში
დაღლილობის შემცირებასა და ტონუსის მომატებაში
ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზაციაში
იმუნიტეტის შენარჩუნებაში
ყურადღების კონცენტრაციასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში
რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნებაში
კანის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებაში
ნახშირწყლოვან-ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზაციაში
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას.
პერორალური მიღებისას ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) თითქმის მთლიანად (80% -მდე) შეიწოვება წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში. ქსოვილებში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 საათის შემდეგ, რის შემდეგაც კონცენტრაცია ოდნავ იკლებს და დიდხანს რჩება მუდმივ დონეზე.
გამოყენების ჩვენება:
რაქიტი
D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობები )
ოსტეოპოროზი (სხვადასხვა გენეზის)
ოსტეომალაცია (45 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მინერალური
ცვლის დარღვევების, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის, რძისა და რძის ნაწარმის მიღებაზე უარი დიეტის დაცვის ფონზე)
ჰიპოპარათირეოზი
მიღების წესი და დოზირება:
4 -14 წლამდე - რაქიტის შემთხვევაში ინიშნება 10 წვეთი დღეში ჭამის დროს
14 წლიდან D ვიტამინის ნაკლებობასთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენის რისკის საპროფილაქტიკო დოზა - 10 წვეთი დღეში.
სხვა შემთხვევაში - 20 - 30 წვეთი დღეში.
პრეპარატი გამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს. მიღების ხანგრძლივობას და დოზირებას განსაზღვრავს ექიმი.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტში შემავალ კომპონენტებზე.
გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდირებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა უნდა მიიღონ ექიმის რეკომენდაციით.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
გამოშვების ფორმა:
15 მლ ღია ყვითელი ფერის ხსნარი მინის ფლაკონში საცობი - საწვეთურით პოლიეთილენისაგან და ხრახნიანი თავსახურით პოლიპროპილენისაგან. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: გამოშვების თარიღიდან 3 წელი.