შემადგენლობა:
- ჟენშენი 250 მგ
- სამეფო ჟელე 250 მგ
- ვიტ. E 36 მგ
- ვიტ. C 120 მგ
- ფოლიუმის მჟავა 200 მკგ
- სელენი 81 მკგ
- თუთია 25 მგ
- ვიტ. B1 1,1მგ
- ვიტ. B2 1,4 მგ
- ვიტ. B6 1,4 მგ
- ვიტ. B12 25 მკგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტების, ვიტამინების და მიკროელემენტების კომპლექსი
ფარმაკოლოგიური თვისებები: ჟენშენს ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო დიაპაზონი აქვს; მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციულ შესაძლებლობებს.
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) შეიცავს 110 აქტიურ კომპონენტს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ამინომჟავებს, ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებს, მინერალებს, ფიტოსტეროიდებს, მაკროერგულ ნაერთებს. ცილებიდან აღსანიშნავია γ-გლობულინი, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება. შეიცავს ყველა შეუცვლელ და შეცვლად ამინომჟავას. ფუტკრის რძე შეიცავს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ასპარაგინისა და გლუტამინის მჟავებს, რომლებიც აუცილებელია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ნახშირწყლებიდან ჭარბობს ფრუქტოზა და გლუკოზა. შედგება უნიკალური სტრუქტურის მქონე მოკლეჯაჭვიანი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისაგან. ფუტკრის რძის ბიოლოგიურ აქტივობას სწორედ აღნიშნული ცხიმოვანი მჟავები განსაზღვრავენ. ძირითადი ცხიმოვანი მჟავა, რითაც ფასდება პროდუქტის ხარისხი, არის 10-ჰიდროქსი-2-დეკანის მჟავა (HAD). ფუტკრის რძეში შემავალი მინერალებიდან და მიკროელემენტებიდან აღსანიშნავია: K, Ca, Na, Zn, Fe, Cu, Mn, S, Mg, Au, Cr, Si, Ni, Ag, Co. ფუტკრის რძე შეიცავს წყალში ხსნად ვიტამინებს: B1, B2, B3, B5, B6,B9, B12, C, H. ფუტკრის რძეში იდენტიფიცირებულია გონადოტროპული ჰორმონები, ფერმენტები – ოქსიდაზის, ფოსფატაზისა და ქოლინესთერაზის სახით. პურინული ფუძეების სახით შეიცავს ნუკლეოტიდებს –ადენოზინს, ურიდინს, გუანოზინს, ციტიდინს, ფოსფატებიდან – ატფ, ადფ, ამფ.
ფუტკრის რძე აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, კვებავს უჯრედებს, ხელს უწყობს გადაღლისა და სტრესის გადალახვას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრედულ მეტაბოლიზმსა და რეგენერაციულ პროცესებს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ადაპტოგენური თვისებები. ამაღლებს იმუნიტეტს.
ვიტამინი E – ანტიოქსიდანტური ნივთიერებაა, იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან და დაბერებისაგან, აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთოვან მოქმედებას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას, მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფორმირებაში.
ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც აქტიურადაა ჩართული ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, ფოლის მჟავას გარდაქმნის ფოლინურად და ამით ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესებს, ზრდის იმუნოლოგიურ რეაქტიულობას, ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტიურობას, სისხლის ბაქტერიოციდურ თვისებებს, ახდენს ღვიძლის ანტიტოქსიური და ცილებწარმომქმნელი ფუნქციის სტიმულირებას. არის ჰიპოფიზის გონადიტროპული ჰორმონების, პარაფარისებრი ჯირკვლისა და თიამინის სინერგისტი.
სელენი - წარმოადგენს შეუცვლელ ანტიოქსიდანტს. იგი ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტია, რომელიც შედის ორგანიზმში მიმდინარე ურთულესი ცვლადი პროცესების მარეგულირებელი უმთავრესი ჰორმონების და ფერმენტების შემადგენლობაში. სელენი დაკავშირებულია ყველა ორგანოს, ქსოვილების და სისტემების ცხოველქმედებასთან. ორგანიზმში მისი არსებობა სხვა მიკროელემენტებთან ერთად, აუცილებელია ნორმალური განვითარებისა და მისი პროდუქტიულობის შენარჩუნებისათვის. მონაწილეობს განაყოფიერების პროცესში. სელენი და ვიტამინი C არეგულირებს ვიტამინ E-ს შეწოვასა და ცვლას, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, რომლებიც ზემოქმედებენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ინტენსივობაზე და საბოლოოდ, გონადოტროპული ჰორმონების აქტივობაზე. გარდა ამისა, სელენი აბრკოლებს მეტაბოლიზმის პროცესში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ზედმეტად დაჟანგვას.
სელენი ხელს უწყობს წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ნორმალიზებას კაროტინის შეწოვისა და ვიტამინად გარდაქმნას, რაც თავის მხრივ, ოპტიმალურ პირობებს ქმნის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებისა და ნაყოფის ნორმალურად განვითარებისათვის.
თუთიას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში, კერძოდ კი: ცილების, ფერმენტების, ნუკლეინური მჟავების სინთეზში; გენეტიკური მასალის კოპირებაში უჯრედების გაყოფისა და ზრდის პერიოდში; ნერვული სისტემის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაში; ინსულინის წარმოქმნაში; აუცილებელია იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის; მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ტესტოსტერონის სეკრეციის აღდგენაში და ხელს უწყობს სპერმატოზოიდების აქტივაციას.
თუთია შედის გონადოტროპული ჰორმონების შემადგენლობაში. ასტიმულირებს ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. მამაკაცებში ხელს უწყობს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას, რომელიც ააქტიურებს სპერმატოგენეზს, აძლიერებს სათესლე არხების უჯრედებში ტესტოსტერონის გამომამუშავებელი მალუთეინიზირებელი ჰორმონის წარმოქმნას. ქალებისთვის თუთია აუცილებელია რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ორსულის რაციონში თუთიის დეფიციტი შესაძლოა გახდეს სპონტანური აბორტისა და სუსტი სამშობიარო მოქმედების მიზეზი. შეიძლება გაჩნდეს ბავშვი მასის დეფიციტით, ან განუვითარებელი სასქესო ორგანოებით. გარდა ამისა, ირღვევა ნერვული მილის ჩამოყალიბების პროცესი.
ვიტამინი B1 არის უჯრედული ენერგეტიკი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკურ მოქმედებას, ასევე აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს. თიამინი მონაწილეობს რიგი ფერმენტების კოფერმენტების ფორმირებაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში. თიამინის ნაკლებობა იწვევს ბერი-ბერის (სპეციფიკური პოლინევრიტი) და ვერნიკეს (პოლინევროტული ფსიქოზი) სინდრომის განვითარებას.
ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვან კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის კანის ქსოვილების), უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
ვიტამინი B6 ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, აძლიერებს ნერვულ სისტემას, არის ანტიდეპრესანტი.
ვიტამინი B12-ს გააჩნია იმუნომოდულირებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტისკლეროზული მოქმედება, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, ნერვული ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, ზრდის მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, ახდენს დადებით გავლენას ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, სისხლის შედედების პროცესების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის პროცესების გააქტიურებაზე.
ფოლის მჟავა აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, სისხლმბადი ფუნქციისათვის და ემბრიოგენეზისათვის, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში.
ჩვენებები:
- ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
- გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
- სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
- სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
- პოტენციის დაქვეითება; სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება;
- კლიმაქტერული პერიოდი;
- დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვება;
- ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებებისას;
- ფიზიკური გამძლეობის და შესაძლებლობების სტიმულაცია (მაგ. სპორტსმენებში);
გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოქმედება იშვიათად ვითარდება.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დღემდე არ არის დადგენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
გამოყენების წესი და დოზირება: ბავშვებში 8 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში 1 ჯერ დილით ჭამის დროს.
გამოშვების ფორმა: N 20 ტაბლეტი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.