Plasmon
სანუკელ ბრუცელ D6 ამპულები (ნატუროპათი) / Sanukehl Brucel D6 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Brucella melitensis D6 1 მლ წყალხსნარს HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება
– მიალგიები
– ქვემწვავე პოლიართრიტი
– გარდამავალი ცხელება
– ნევრასთენიები
– ორქიტი
– ეპიდიდიმიტი
– თავის ტკივილი/შაკიკი
– ლუმბაგოს სინდრომი
 
თვისებები 
Sanukehl Brucel შეიცავს Brucella melitensis პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl
Brucel-ს მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა
 
მიღების წესი და დოზირება
1 მლ ამპულის ინექციები კეთდება ყოველ 1-3 დღეში, ი.მ., ან კანქვეშ
 
გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Brucel D6-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად იშვიათად შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები განვითარდეს.
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Brucel D6-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ 4-კვირიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ.
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.
 
გამოშვების ფორმები
1 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?