Plasmon
სანუკელ პროტ D6 წვეთები (ნატუროპათი) / Sanukehl Prot D6 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

თვისებები 
1 მლ შეიცავს: 1 მლ Proteus vulgaris D6 წყალხსნარს HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
 
ჩვენება
გასტროენტერიტი, პერიტონიტი, პიელოცისტიტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ოტიტი, ფილტვების განგრენა, ოსტეომიელიტი, ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ ნაწლავთა დისბაქტერიოზი,
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლიანი ღებინება, ანგიონევროზული შეშუპება, მენიერის დაავადება, ჰერპესი
 
თვისებები 
Sanukehl Prot-ი შეიცავს Proteus vulgaris-ის პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური
საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl--პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.
 
მიღების წესი და დოზირება
დასალევად: მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24 საათში, საკვების მიღებამდე; მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს 10 წვეთი დღეგამოშვებით შესაზელად: 5-10 წვეთი დღეგამოშვებით ან ყოველდღე იდაყვის ფოსოში. თერაპიის 8 კვირის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში მრავალთვიანი შესვენება.
 
გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Prot D6-მა, სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
 
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Prot D6-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში
სად შევიძინოთ?