თვისებები
1 ამპულა შეიცავს: Proteus vulgaris D6 1 მლ წყალხსნარს HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
გამოცდილების შესაბამისად გამოიყენება
გასტროენტერიტი, პერიტონიტი, პიელოცისტიტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ოტიტი, ფილტვების განგრენა, ოსტეომიელიტი, ნაწლავთა დისბაქტერიოზი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ, პერიფერიული
სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლიანი ღებინება, ანგიონევროზული შეშუპება, მენიერის დაავადება, ჰერპესი
თვისებები
Sanukehl Prot-ი შეიცავს Proteus vulgaris-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.
მიღების წესი და დოზირება
1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში
გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Prot D7-მა, სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Prot D7-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში