შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: 1 მლ Staphylococcus aureus D6 ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენება
ფოლიკულოზი, ფურუნკულოზი, იმპეტიგო, ბლეფარიტი, ჯიბლიბო, ხალაზიონი, ანგინა, ოტიტი, სინუსიტი, მასტოიდიტი, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, ნეფრიტი, უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები, რომლებიც სტაფილოკოკითაა გამოწვეული
თვისებები
Sanukehl Staph-ი შეიცავს Staphylococcus aureus-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.
მიღების წესი და დოზირება
დასალევად: მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24 საათში, საკვების მიღებამდე; მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს 10 წვეთი დღეგამოშვებით შესაზელად: 5-10 წვეთი დღეგამოშვებით ან ყოველდღე იდაყვის ფოსოში 8 კვირის თერაპიის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში მრავალთვიანი შესვენება
გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Staph D6-მა, სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა დააქვეითოს Sanukehl Staph D6-ის ეფექტურობა. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ასევე ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში