Plasmon
სანუკელ ტრიქ D5 ამპულები (ნატუროპათი) / Sanukehl Trich D5 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Trichophyton verrucosum D5 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება
– კანის, თმის, ფრჩხილების მიკოზები
– ლიქენი; ტრიქოფიტია
 
თვისებები
Sanukehl Trich-ი შეიცავს Trichophyton verrucosum-ის პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.
 
მიღების წესი და დოზირება
1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში
 
გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Trich D5-მა, სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოდეპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა დააქვეითოს Sanukehl Trich D5-ის ეფექტურობა. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა
 
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?