Plasmon
სანუმგერმან D6 წვეთები (ნატუროპათი) / Sanumgerman D6 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 100 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 
100 მლ შეიცავს: 100 მლ Di-potassium- germanium (IV)-citrate - L- (+) lactate D6 დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ეთანოლი
 
ჩვენება
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ცერებროსკლეროზი, რეინოს დაავადება, ქრონიკული რევმატიზმი, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობაში
 
თვისებები 
წარმოადგენს გერმანიუმის ორგანულ კომპონენტს, რომელიც დადებითად მოქმედებს ზრდასა და ბიოლოგიურ სისტემებზე ინ ვიტრო და ინ ვივო. ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემაში გერმანიუმი სილიციუმის ჯგუფს მიეკუთვნება, სწორედ ამით აიხსნება მისი რეგულატორული თვისებები. ექსპერიმენტული კვლევები
გვიჩვენებს, რომ გერმანიუმი ანტიოქსიდანტურ მოქმედებას ახდენს SH-ჯგუფის ენზიმებზე, რის შედეგადაც უმჯობესდება თავისუფალი რადიკალებისა და პეროქსიდებისაგან დაცვა. იმუნომოდულაციური მოქმედების წყალობით ორგანული გერმანიუმი განაპირობებს ინტერფერონის წარმოქმნას, ასევე მაკროფაგებისა
და ნატურალური ქილერი-უჯრედების აქტივაციას. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა მოცემული პრეპარატის სედაციური მოქმედება ცნს-ზე.
 
მიღების წესი და დოზირება
10 წვეთი დღეში 1-3-ჯერ, საკვების მიღებამდე
 
გვერდითი მოქმედება
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის
 
სიფრთხილის ზომები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ორსულობის, ძუძუთი კვების დროს და ბავშვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მკურნალობის კურსი პრეპარატი შეიცავს 12,4% სპირტს
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 100 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში
სად შევიძინოთ?