შემადგენლობა
100 მლ შეიცავს: Acidum L(+)-lacticum D4-ის 20 მლ ხსნარს, რომელიც პოტენცირებულია 10%-იანი ეთანოლით (m/m), 5ა HAB-ის მიხედვით Acidum L(+)-lacticum D6-ის 20 მლ ხსნარს, რომელიც ოტენცირებულია 10%-იანი ეთანოლით (m/m), 5ა HAB-ის მიხედვით Acidum L(+)-lacticum D12-ის 20 მლ ხსნარს, რომელიც პოტენცირებულია 10%-იანი ეთანოლით (m/m), 5ა HAB-ის მიხედვით Acidum L(+)-lacticum D30-ის 20 მლ ხსნარს, რომელიც პოტენცირებულია 10%-იანი ეთანოლით (m/m), 5ა HAB-ის მიხედვით Acidum L(+)-lacticum D200--ის 20 მლ ხსნარს, რომელიც პოტენცირებულია 10%-იანი ეთანოლით (m/m), HAB-ის 5ბ სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი ყალი
ჩვენება
– შუალედური მეტაბოლიზმის და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევები
– ოპერაციისწინა და ოპერაციის შემდგომი თერაპია
– შემანარჩუნებელი თერაპია კარცინომების, კანის ქრონიკული დაავადებების და გულის ფუნქციური დარღვევების დროს
– შემანარჩუნებელი თერაპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის დარღვევების მკურნალობის დროს
თვისებები
L(+)-რძემჟავა (Acidum L(+)-lacticum წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც განაპირობებს უჯრედის რეგენერაციას, უჯრედული სუნთქვის გააქტივებას. მას, დოქტორ სიეგერის (Acidum L(+)-lacticum) თანახმად, შეუძლია მიტოქონდრიებში უჯრედული სუნთქვის 350%-ით გაზრდა, უპირატესად მაშინ, როცა მისი დაქვეითების მიზეზია ონკოლოგიური დაავადება (ნივთიერებათა ცვლა ამ დაავადების დროს). ჟანგბადის მწვავე უკმარისობის შედეგად ამ უჯრედებში მიმდინარეობს რძემჟავური დუღილი. ამის შედეგად ხდება რძემჟავის ტოქსიური დაგროვება, ეს კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უჯრედების გადაგვარებას განაპირობებს.
რძემჟავა ტოქსიური რაოდენობით დაგროვებისას გარდაიქმნება განსაკუთრებით აქტიური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორად. დრენაჟის მიზნით იზოპათიაში ინიშნება ძლიერ განზავებული, მარჯვნივ მბრუნავი რძემჟავა. ორგანიზმში Sanuvis-ის პოტენციათა აკორდის (რამოდენიმე პოტენციის ნაზავი) შეყვანის შემთხ ვევაში, შესაძლებელია ერთდროულად ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ფაზაზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება 5-20 წვეთი (≈1 კოვზი) საკვების მიღებამდე, დღეში სამჯერ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ალკოჰოლიზმი და ღვიძლის დაავადებების დროს სპირტის შემცველობის გამო, პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ
მითითებები
Sanuvis შესაძლოა დაინიშნოს როგორც საბაზისო პრეპარატი ყველა სოკოვანი და საფუარა პრეპარატების პარალელურად. პრეპარატი შეიცავს 12.4 მოც. % სპირტს (ეთანოლს)
გამოშვების ფორმები
წვეთები 100 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში