Plasmon
სანუვისი ამპულები (ნატუროპათი) / Sanuvis (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10, N50 და N500
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 2 მლ შეიცავს:
Acidum L(+)-lacticum D4--ის 0,4 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5bდა 11
სტატიის მიხედვით
Acidum L(+)-lacticum D6--ის 0,4 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5bდა 11
სტატიის მიხედვით
Acidum L(+)-lacticum D12-ის 0,4 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5bდა 11
სტატიის მიხედვით
Acidum L(+)-lacticum D30-ის 0,4 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5bდა 11
სტატიის მიხედვით
Acidum L(+)-lacticum D200-ის 0,4 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5bდა 11
სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება 
– შუალედური მეტაბოლიზმის და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევები
– ოპერაციისწინა და ოპერაციის შემდგომი თერაპია
– შემანარჩუნებელი თერაპია კარცინომების, კანის ქრონიკული დაავადებების და გულის ფუნქციური დარღვევების დროს
– შემანარჩუნებელი თერაპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის დარღვევების მკურნალობის დროს
 
თვისებები
L(+)-რძემჟავა (Acidum L(+)-lacticum წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც განაპირობებს უჯრედის რეგენერაციას, უჯრედული სუნთქვის გააქტივებას. მას, დოქტორ სიეგერის (Dრ. ღობერტ შეეგერ) თანახმად, შეუძლია მიტოქონდრიებში უჯრედული სუნთქვის 350%-ით გაზრდა, უპირატესად მაშინ, როცა მისი დაქვეითების მიზეზია ონკოლოგიური დაავადება (ნივთიერებათა ცვლა ამ დაავადების დროს). ჟანგბადის მწვავე უკმარისობის შედეგად ამ უჯრედებში მიმდინარეობს რძემჟავური დუღილი. ამის შედეგად ხდება რძემჟავის ტოქსიური დაგროვება, ეს კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უჯრედების გადაგვარებას განაპირობებს.
რძემჟავა (ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი) ტოქსიური რაოდენობით დაგროვებისას გარდაიქმნება განსაკუთრებით აქტიური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორად. დრენაჟის მიზნით იზოპათიაში ინიშნება ძლიერ განზავებული, მარჯვნივ მბრუნავი რძემჟავა. ორგანიზმში Sanuvis-ის პოტენციათა აკორდის (რამოდენიმე პოტენციის ნაზავი) შეყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთდროულად ნივთიერებათა ცვლის
სხვადასხვა ფაზაზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა.
 
მიღების წესი და დოზირება
2 მლ მოცულობის ინექცია კვირაში 1-3-ჯერ კუნთში
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
მითითებები
Sanuvisშესაძლოა დაინიშნოს საბაზისო პრეპარატის სახით, ყველა სოკოვანი და საფუარა პრეპარატების პარალელურად. Sanuvis ინიშნება Mucokehl-ის პარენტერული შეყვანის დროს
 
გამოშვების ფორმები
2.0 მლ მოცულობის ამპულა N10, N50 და N500 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?