შემადგენლობა 1 ტაბლეტი 250 მგ შეიცავს:
50 მგ Acidum L(+)-lacticum D4, 5a და 7 HAB-ის მიხედვით
50 მგ Acidum L(+)-lacticum D6, 5a და 7 HAB-ის მიხედვით
50 მგ Acidum L(+)-lacticum D12, 5a და 7 HAB-ის მიხედვით
50 მგ Acidum L(+)-lacticum D30, 5a და 7 HAB-ის მიხედვით
50 მგ Acidum L(+)-lacticum D200, HAB-ის 5ა და 7 სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch) – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი
ჩვენება
– შუალედური მეტაბოლიზმის და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევები
– ოპერაციისწინა და ოპერაციის შემდგომი თერაპია
– შემანარჩუნებელი თერაპია კარცინომების, კანის ქრონიკული დაავადებების და გულის ფუნქციური
დარღვევებ დროს
– შემანარჩუნებელი თერაპიისათვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის დარღვევების მკურნალობის დროს
თვისებები
L(+)-რძემჟავა (Acidum L(+)-lacticum წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც განაპირობებს უჯრედის რეგენერაციას, უჯრედული სუნთქვის გააქტივებას. მას, დოქტორ სიეგერის (Robert Seeger) თანახმად, შეუძლია მიტოქონდრიებში უჯრედული სუნთქვის 350%-ით გაზრდა, უპირატესად მაშინ, როცა მისი დაქვეითების მიზეზია ონკოლოგიური დაავადება (ნივთიერებათა ცვლა ამ დაავადების დროს). ჟანგბადის მწვავე უკმარისობის შედეგად ამ უჯრედებში მიმდინარეობს რძემჟავური დუღილი. ამის შედეგად ხდება რძემჟავის ტოქსიური დაგროვება, ეს კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უჯრედების გადაგვარებას განაპირობებს.
რძემჟავა (ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი) ტოქსიური რაოდენობით დაგროვებისას გარდაიქმნება განსაკუთრებით აქტიური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორად. დრენაჟის მიზნით იზოპათიაში ინიშნება ძლიერ განზავებული, მარჯვნივ მბრუნავი რძემჟავა. ორგანიზმში შანუვის-ის პოტენციათა აკორდის (რამოდენიმე პოტენციის ნაზავი) შეყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთდროულად ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ფაზაზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1-2 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ საკმარის სითხესთან ერთად
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად მითითებები შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 80 ტაბლეტი