სავიჟენი / SAVision
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ოფთალმოლოგია
- მწარმოებელი კომპანია: Mason Vitamins
- მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #120
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მოქმედი აქტიური ნივთიერება:
დასახელება |
რაოდენობა ერთ დოზაში |
ვიტამინი A (ბეტა კაროტინი) |
25,000 IU |
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) |
500 მგ |
ვიტამინი E (dl -ალფატოკოფერილის აცეტატი)
|
400IU |
კალციუმი (კალციუმის ფოსფატი) |
160მგ |
სელენი (სელენის საფუარი) |
50მკგ |
წამლის ფორმა
ტაბლეტი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მხედველობის სამკურნალო საშუალება
გამოყენების ჩვენება
ბადურის მაკულარული დისტროფია, ბადურის პიგმეტური დეგენერაცია, კატარაქტა, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა, ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას გამოვლენილი თვალის გადაღლის სიმპტომი.
დოზირება და მიღების წესი
2 ტაბლეტი დღეში ორჯერ, სასურველია საკვების მიღებისას. მკურნალობის ხანგრძლივობა 4-6 კვირა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება
სამკურნალო საშუალებების მიღების შემთხვევაში, ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს (რძეს) ლაქტოზას.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.