Plasmon
სედა კალმ ბეიბის სიროფი / Seda Calm Baby


მიიღება ძილის დარღვევის დროს

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

ძილის დარღვევა წარმოადგენს საკმაოდ გახშირებულ პრობლემას, როგორც მოზრდილ ასევე ბავშთა ასაკშიც.

როგორ მოქმედებს ?

სერენზო ხელს უწყობს მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება.

L- ტრიპტოფანი უზრუნველყოფს სრულფასოვან ძილს.

გვირილა ამცირებს შფოთვას, სპაზმს და იწვევს მოდუნებას.

როდის უნდა მივიღოთ?

იგი გამოიყენება მომატებული ნერვული აგზნებადობისა და ძილის დარღვევის დროს.

შემადგენელი კომპონენტები

კონცენტრაცია 30მლ/მგ

სერენზო, რომელიც შეიცავს

180

ლიმონენი

36

L- ტრიპტოფანი

180

გვირილას  (Matricaria recutita L.) ფოთოლის მშრალი ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს

180

აპიგენინი (აპიგენინ 7-გლუკოზიდის სახით)

2,16

ალფა-ბისაბოლოლი

0,036

 

სერენზო™

ეს ნატურალური კომპონენტია, რომელიც მიიღება ფორთოხლისა და გუმი არაბიკასაგან. სერენზო მოქმედებს ანთებისსაწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია სტრესით და ეხმარება სიმშვიდისა და კარგი განწყობის შენარჩუნებაში. ხასიათდება დამამშვიდებელი ეფექტით, რომელიც ემოციურ, გონებრივ და ფიზიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს ხანგრძლივი სტრესის დროს.

L- ტრიპტოფანი

ეს არის შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება 5-ჰიდროქსიტრიპტოფანად, შემგომ კი სეროტონინად, მელატონინად და ვიტამინ B6 (ნიკოტინამიდად) - ნაერთებად, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფსიქოლოგიური მდგამარეობის შენარჩუნებისა და სრულფასოვანი ძილისათვის.

ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება და ეხმარება მოუსვენრობასთან ბრძოლაში.

გვირილა - MATRICARIA RECUTITA L.

გვირილას სახასიათო შემადგენელი კომპონენტებია ეთერზეტები, როგოორიცაა აზულენი (ქამაზულენი), (-)-ალფა-ბისაბოლოლი, ტრანს-ბეტა-ტერპენები, სპიროეთერები, ფლავანოიდები, სესქვიტერპენული ლაქტონები, კუმარინები, ფენოლის მჟავები, და პოლისაქარიდები.

გვირილა გამოიყენება, ანქსიოლიტური, სედატიური, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის, მიორელაქსაციური, ანთებისსაწინააღმდეგო, სმაზმოლიზური მოქმედების გამო. ასევე, ძილის დარღვევის, შფოთვის, მსუბუქი კუჭ-ნაწლავისმხრივი ჩივილების დროს, რომელიც დაკავშირებულია უმნიშვნელო სპაზმთან, შებერილობასთან და მეტეორიზმთან.

გამოყენების წესი

მიიღება მხოლოდ პერორალურად.

დოზირება
· ბავშვები 1-3 წლის – 2.5 მლ 3-ჯერ დღეში
· ბავშვები  3-6 წლის – 5 მლ 3-ჯერ დღეში
· ბავშვები 6-12 წლის – 5-10 მლ 3-ჯერ დღეში
· მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან – 10 მლ 3-ჯერ დღეში.

 

სიფრთხილის ზომები: 

არ მიიღოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

 

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას

შეინახეთ არაუმეტეს  25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას.

სად შევიძინოთ?