სე-200 სელენი / Selenium
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
 - კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
 - მწარმოებელი კომპანია: HEALTHAID
 - მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
 - გამოშვების ფორმა: 200მკგ ტაბლეტი #60
 - გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            რეკომენდებულია:
სელენი 200მკგ
რას წარმოადგენს გახანგრძლივებული მოქმედების სელენის 200 მკგ აბები?
სელენი საციცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ფერმენტების გააქტიურებას უწობს ხელს, იგი ასევე გამდიდრებულია E ვიტამინით, რაც მის ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს განაპირობებს და ქსოვილებსა და უჯრედებს ოქსიდაციით გამოწვეული დაზიანებისაგან იცავს. სელენი აგრეთვე აუცილებელია ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის. HealthAid-ის სელენის ძლიერი ფორმულა ბუნებრივი სელენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რომელიც საუკეთესოდ შეიწოვება და აითვისება ორგანიზმის მიერ.
რისთვის გამოიყენება სელენი 200 მკგ გახანგრძლივებული გათავისუფლება აბები?
- აუცილებელია ჯანსაღი იმუნური სისტემისთვის
- აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას
- ფსორიაზის და კანის სხვადასხვა პრობლემების დროს
- უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდანტურ დაცვას
- უზრუნველყოფს ოპტიმალური ჯანმრთელობის მხარდაჭერას
- ულტრა იისფერი რადიაციისგან დაცვა
- გულის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის
- ღვიძლის ნორმალური ფუნქციის ხელშეწყობისთვის
- ჯანსაღი თმის, კანისა და მხედველობის შენარჩუნებისთვის
ვისთვის არის სასარგებლო გახანგრძლივებული მოქმედების სელენის 200 მკგ აბები?
- მათთვის, ვისაც შეხება აქვს გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებთან და ქიმიკატებთან
- თამბაქოს აქტიური მომხმარებლებისთვის, ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლებისთვის
- ასაკოვანი პირებისთვის ჯანმრთელობის კვებითი ხელშეწყობისთვის
- მათთვის, ვისაც სურს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან ორგანიზმის დაცვა, განსაკუთრებით მოხუცებულობის პერიოდში
- მათთვის, ვისაც ჯანსაღი გულის შენარჩუნება სურს
ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას
| 
 შემადგენლობა  | 
 ერთი აბი შეიცავს (საშუალოდ):  | 
 რდნ %  | 
| 
 სელენი (ელემენტარული)  | 
 200მკგ  | 
 364  | 
| 
 რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად)  | 
||
** შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის (მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის)
გამოყენების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ აბამდე შეიძლება გაიზარდოს. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. 
უკუჩვენება: ცნობილი არ არის
გაფრთხილება:
- გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად
- საკვები დანამატი არ უნდა გამოიყენოთ სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად
- ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
- საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის
- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.