შემადგენლობა
2 მლ შეიცავს: Natrium selenisum D4-ის 0.16 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
ჩვენება
– სელენიუმის დეფიციტი არასაკმარისი კვების ან მალაბსორბციის გამო
– ზოგადი სისუსტე და დაუძლურება. დაღლილობა ფიზიკური და გონებრივი საქმიანობის შემდეგ
– ყურადღების კონცენტრაციის და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, ნევრასტენია
– პროსტატიტი, პროსტატორეა, იმპოტენცია
– მომღერლებში და ლექტორებში ხმის ჩახლეჩა, ლარინგიტი სისხლიანი ნახველით
თვისებები
Selen-ი ესენციური მიკროელემენტია. ადამიანის ორგანიზმში იგი, ძირითადად, ფერმენტ გლუტათიონპეროქსიდაზას უკავშირდება, რომელიც უჯრედების ანტიოქსიდანტური დაცვის სისტემის ძირი-
თადი კომპონენტია. კვლევებით დამტკიცდა, რომ გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში არსებული სელენი რადიკალების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად მშთანმთქმელი ფერმენტია. სხვა თვისებებთან ერთად იგი ლიპიდების პეროქსიდაციის ხარისხს აქვეითებს, ამით კი უჯრედულ მემბრანებს დაზიანებისაგან
იცავს. სელენის უკმარისობა აძლიერებს ისეთი მძიმე ლითონების ტოქსიურობას, როგორიცაა ვერცხლისწყალი, ტყვია, კადმიუმი და ზრდის ღვიძლის ჟანგვით და ქიმიურ დაზიანებას. სელენის, როგორც ანტიოქსიდანტის
მოქმედება, ასევე, მისი ანტიკანცეროგენული და ანტიმუტაგენური თვისებები კარგადაა შესწავლილი. მრავალრიცხოვანი კვლევების მიხედვით, სელენის მუდმივმა შეყვანამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ქიმიური ნივთიერებებით და ვირუსებით ინდუცირებული სიმსივნეების წარმოქნას, ეს უპირველესად, ეხება კანის, ღვიძლის, ნაწლავის, ჰემობლასტოზებს.
მიღების წესი და დოზირება
2 მლ მოცულობის ინექცია 1-2-ჯერ დღეში კანქვეშ, ი.მ. ან ი.ვ. ნელა
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
გამოშვების ფორმები
2.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში