Plasmon
სელეზინ ACE / Selezin ACE


შემადგენლობა
სელენი – 100 მკგ., თუთია – 15 მგ., ვიტამინი A– 1000 მკგ., ვიტამინი C - 90 მგ., ვიტამინი E – 45 მგ., ვიტამინი  B6 – 2,2 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სელენი შედის გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც ორგანიზმში არსებული ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. სელენი იცავს ორგანიზმს მძიმე მეტალებისა და სხვადასხვა ტოქსინების მავნე ზემოქმედებისაგან მათი ნეიტრალიზაციის გზით. თუთია მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. უერთდება ცილა ,,გასტინს”, რომელიც მონაწილეობს გემოსა და სუნის აღქმაში. თუთიის დეფიციტის დროს ირღვევა ბადურა გარსში ბოიქიმიური რეაქციების ნორმალურად მიმდინარეობის პროცესი და ვითარდება მისი მაკულოდისტროფია. ვიტამინი A  მნიშვნელოვანი კომპონენტია მხედველობისათვის. რეტინოლი უზრუნველჰყოფს კანის, თმის, ფრჩხილების სიჯანსაღეს. ვიტამინი ჩ ძლიერი ანტიოქსიდანტია, აქტიურად მონაწილეობს უჯრედშიდა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესისა და ინფექციებისადმი. აუმჯობესებს რკინისა და კალციუმის ათვისებას. ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, აფერხებს უჯრედის დაბერების პროცესს. აუცილებელია ქსოვილების რეგენერაციისათვის. ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას და სისხლწარმოქმნის პროცესს.  ვიტამინი B6  არეგულირებს არტერიულ წნევას და გულის რითმს. აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, მეხსიერებას. აუცილებელია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლისათვის.      

ფარმაკოლოგიური მოქმედება
სელეზინი  ACE  იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისაგან. აუმჯობესებს გულის კუნთისა და ნერვების გამტარებლობით ფუნქციას, ამცირებს  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. სელეზინი  ACE  ბოჭავს და აუვნებელჰყოფს ტოქსინებს, იცავს ღვიძლს დაზიანებისაგან. ზრდის ერითროციტების რეზისტენტობას, აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას. ასტიმულირებს ზოგიერთი ჰორმონის სინთეზს, აუმჯობესებს უჯრედების მიერ გლუკოზის შეთვისებას. აძლიერებს იმუნიტეტს. სელეზინი  ACE აუმჯობესებს მხედველობის, ყნოსვისა და გემოს აღქმას.  იცავს ორგანიზმს სიმსივნის წარმოქმნისაგან.            

ჩვენებები
*ვეგეტოასთენია, სტრესი, დეპრესია, 
*ხშირი ავადობა, ხანშიშესული პაციენტები, 
*ნებისმიერი გენეზის ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, 
*მხედველობის ორგანოს დაავადებები: კატარაქტა, მაკულოდისტროფია, ჰემერალოპია, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, მანქანის ტარება, კონტაქტური ლინზების გამოყენება,
 *სმენის დაქვეითება, ჰიპოოსმია, აგევზია, დისგევზია, 
*სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი,
*შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, 
*ჰიპოთირეოზი, თირეოიდიტი, 
*ინფანტილიზმი, ფიზიკური და სქესობრივი ზრდა-განვითარების შეფერხება, სტერილობა ქალებშიც და მამაკაცებშიც, 
*სისტემური დაავადებები, 
*კანისა და მისი დანამატების ტროფიკის მოშლა, 
*ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება და მუშაობა. 

დოზირება
მიიღება 1 აბი  ერთჯერ დღეში 12 წლიდან.  

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*ჩ ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ. 

სად შევიძინოთ?