Plasmon
სენსი ბეიბი / Sensi Baby

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): zinc oxide
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია
  • მწარმოებელი კომპანია: ADAMED
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: სპრეი 50მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სენსი ბეიბი - თუთიის ოქსიდის ემულსია

შემადგენლობა:

თუთიის ოქსიდი - ხასიათდება ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით, ამცირებს კანიდან სითხის კარგვას.

პანთენოლი - ინტენსიურად ატენიანებს, იცავს და აღადგენს კანს, ხსნის სიწითლეს და გაღიზიანებას. აჩქარებს ეპიდერმისის რეგენერაციას

ალანტოინი - ატენიანებს, არბილებს კანს, აჩქარებს ეპიდერმისის რეგენერაციას

ქოქოსის, კანოლას, სოიოს, კანაფის  ზეთები - აქვთ დამატენიანებელი და დამცავი თვისებები, აუმჯობესებენ კანის სტრუქტურას, ზრდიან ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციებისადმი მედეგობას

ვიტამინი E - დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, ხელს უწყობს რეგენერაციას.

ჩვენებები:

სენსი ბეიბი ემულსია შექმნილია ჩვილების და მცირეწლოვანი ბავშვების მგრძნობიარე,  გამონაყარის, გაღიზიანებისა და სიწითლისადმი მიდრეკილი კანის მოვლისათვის სიცოცხლის პირველივე დღიდან.

პროდუქტს აქვს დამამშვიდებელი, დამატენიანებელი და დამცავი მოქმედება, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ხსნის სიწითლეს.

გამოყენების წესი:

პროდუქტი შეაფრქვიეთ საფენქვეშა მიდამოს კანზე,  20-30 სმ მანძილიდან. დაელოდეთ 1-2 წუთი, რომ შეიწოვოს. გამოიყენეთ პროდუქტი დღეში რამდენჯერმე ან საფენის ყოველი შეცვლის შემდეგ. ამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღიდან.  

გაფრთხილებები: არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. მოარიდეთ ლორწოვან გარსს (პირი, თვალები, ცხვირი). თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ ცივი წყლით ან / და მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

 ინახება 8-25OC ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სენსი ბეიბის შეფუთვა - სპრეის ფორმა უზრუნველყოფს:

პრეპარატის დოზირებულად, უშუალოდ კანზე დატანას;

არ საჭიროებს ხელით გადანაწილებას - ჰიგიენურია გამოყენებისას.

 

სად შევიძინოთ?