Plasmon
სეპტოლეტე ნეო / Septolete Neo


წამლის ფორმა: ვაშლის, ლიმონის, ბალის გემოს მქონე პასტილები

შემადგენლობა:
ერთი ვაშლის პასტილი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ცეტილპირიდინის ქლორიდის მონოჰიდრატი 1.26მგ (რაც შეესაბამება 1.2 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს).
დამხმარე ნივთიერებები:
მალტიტოლი, თხევადი (მშრალი ნივთიერება), მანიტოლი, ლევომენთოლი, ლიმონის ზეთი, ვაშლის არომატიზატორი, ყვითელი საღებარი (E100) (კურკუმინის საღებარი E-100, წყალი, აკაციის გუმფისი, მალტოდექსტინი, ლიმონმჟავა E330, ემულიგატორი E472ც, კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი), მწვანე საღებარი (E141) (ქლოროფილის სპილენძის საღებარი E-141, წყალი, პროპილენგლიკოლი და პოლისორბატი 80), გლიცეროლი, აბუსალათინის ზეთი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოვიდონი, კაპოლი 600 ფარმა (ფუტკრის ცვილი, კარნაუბის ცვილი, შელლაქი), მალტიტოლი.

ერთი ლიმონის პასტილი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ცეტილპირიდინის ქლორიდის მონოჰიდრატი 1.26მგ (რაც შეესაბამება 1.2მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს).
დამხმარე ნივთიერებები: 
მალტიტოლი, თხევადი (მშრალი ნივთიერება), მანიტოლი, ლევომენთოლი, ლიმონის ზეთი, ლიმონის არომატიზატორი, ციტრუსის არომატიზატორი, ფორთოხლის ზეთი, ყვითელი საღებარი (E100) (კურკუმინის საღებარი E-100, წყალი, აკაციის გუმფისი, მალტოდექსტინი, ლიმონმჟავა E330, ემულიგატორი E472ც, კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი), გლიცეროლი, აბუსალათინის ზეთი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოვიდონი, კაპოლი 600 ფარმა (ფუტკრის ცვილი, კარნაუბის ცვილი, შელლაქი), მალტიტოლი.

ერთი ბალის პასტილი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ცეტილპირიდინის ქლორიდის მონოჰიდრატი 1,26 მგ (რაც შეესაბამება 1.2მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს).
დამხმარე ნივთიერებები: 
მალტიტოლი, თხევადი (მშრალი ნივთიერება), მანიტოლი, ლევომენთოლი, ლიმონის ზეთი, ბალის არომატიზატორი, იისფერი საღებარი (E120) (კარმინის მჟავა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოვიდონი, კაპოლი 600 ფარმა (ფუტკრის ცვილი, კარნაუბის ცვილი, შელლაქი), მალტიტოლი.

აღწერა:
ვაშლის პასტილები:
მრგვალი ორმხრივამობურცული მწვანე ფერის პასტილები, დასაშვებია უმნიშვნელო შედარებით ღია ფერის წინწკლების არსებობა.

ლიმონის პასტილები:
მრგვალი ორმხრივამობურცული ყვითელი ფერის პასტილები, დასაშვებია უმნიშვნელო შედარებით ღია ფერის წინწკლების არსებობა.

ბალის პასტილები:
მრგვალი ორმხრივამობურც ული ვარდისფერიდან მოვარდისფერო-იასამნისფერამდე, დასაშვებია უმნიშვნელო შედარებით ღია ფერის წინწკლების არსებობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტისეპტიური საშუალება.
ათქ. კოდი: R02AA06

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეტილპირიდინის ქლორიდი - მეოთხედი ამონიური ნაერთების ჯგუფის ანტისეპტიური საშუალება, გააჩნია ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ვირულიციდური მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები
პირის ღრუსა და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ფარინგიტი, ლარინგიტი, ანგინის საწყისი სტადია;
- ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (გინგივიტის, სტომატიტი).

უკუჩვენებები
ინდივიდუალური აუტანლობა. ბავშვის ასაკი 4 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
სეპტოლეტე ნეო გამოიყენება სიფრთხილით ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზები
რეკომენდებული დოზა უფროსებში და 12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში შეადგენს 8 პასტილამდე დღეში. პასტილი უნდა გაწუწნოთ. პასტილები მიიღება ყოველ 2-3 საათში.
რეკომენდებული დოზა ბავშვებში და 4 ზელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში შეადგენს დღეში 4 პასტილამდე, ხოლო ბავშვებში 10-დან 12 წლამდე - დღეში 6 პასტილამდე. პასტილი უნდა გაწუწნოთ. პასტილები მიიღება ყოველ 3-4 სთ-ში.
არ შეიძლება პასტილების მიღება უშუალოდ ჭამის წინ ან ჭამის დროს.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი მოქმედებები აღინიშნება იშვიათად სეპტოლეტე ნეოს პასტილების რეკომენდებული დოზით მიღებისას.
მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის დარღვევები (ღებინება, დიარეა), რომელთა გამოვლენისას უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.
პრეპარატი შეიცავს პოლიოლს (მალტიტოლს, მანიტოლს), რომელთა დიდი დოზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, განსაკუთრებით ბავშვებში.
თუU ექიმი გაცნობებთ, რომ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
ერთ პასტილში შემავალი აქტიური ნივთიერების რაოდენობის გათვალისწინებით მინიმალურია დოზის გადაჭარბების ალბათობა. რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრება და დიარეა. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პასტილების მიღება არ შეიძლება რძესთან ერთად, რადგან რძე ამცირებს ცეტილპირიდინის ქლორიდის ანტიმიკრობულ აქტივობას.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პასტილების მიღება არ შეიძლება პირის ღრუში ღია ჭრილობების არსებობისას, რადგან ცეტილპირიდინის ქლორიდი ანელებს ჭრილობის შეხორცების პროცესს.
რთული ინფექციების შემთხვევაში, რომლებთაც ახლავთ მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ღებინება, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება 3 დღის შემდეგ.
დიაბეტიანმა პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოველი პასტილი შეიცავს დაახლოებით 1 გრ მალტიტოლს. მალტიტოლის მეტაბოლიზმისათვის აუცილებელია ინსულინი, მაგრამ კუჭ-ნაწლავში ნელი ჰიდროლიზისა და შეწოვის ხარჯზე დაბალია გლიკემიური ინდექსი. მალტიტოლის ენერგეტიკული ღირებულება (10კჯ/გრ ან 2.4კკალ/გრ) ასევე მნიშვნელოვნად დაბალია საქაროზასთან შედარებით.
არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პასტილები არ ახდენენ ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა:
ვაშლის, ლიმონის, ბალის პასტილები.
9 პასტილი მოთავსებულია ბლისტერში. 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.


სად შევიძინოთ?