შემადგენლობა
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Serenoa repens;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
შავი/წითელი ფერის ოვალური ფორმის გაუმჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულა, შევსებული მომწვანო-ყვითელიდან მომწვანო-ყავისფრამდე ზეთოვანი სითხით;
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: ჯუჯა პალმის ნაყოფის ექსტრაქტს _ 320 მგ. კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი წითელი (E 172), რკინის ოქსიდი შავი (E 172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), Ponceau 4R (E 124).
ჯუჯა პალმის ნაყოფის ექსტრაქტი ხასიათდება ანტიანდროგენული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული ეფექტით, რომელიც არჩევითად ვლინდება წინამდებარე ჯირკვლის დონეზე. პრეპარატი არ ცვლის სასქესო ჰორმონების და პროსტატსპეციფიკური ანტიგენის შემცველობის დონეს სისხლის შრატში, არ მოქმედებს პოტენციაზე და ლიბიდოზე.
სერპენს უნოს ანტიანდროგენული ეფექტი განპირობებულია დიჰიდროტესტოსტერონის სინთეზის (ფერმენტ 5-α-რედუქტაზას I და II ტიპის დათრგუნვის ხარჯზე) და მისი ციტოზოლურ რეცეპტორებზე ფიქსაციის ინჰიბირებით, რაც ხელს უშლის ჰორმონის შეღწევას უჯრედის ბირთვში და ცილის სინთეზის შემდგომ ინდუცირებას.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით, რაც ამცირებს სისხლძარღვების კედლის გამტარობას და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებას.
პრეპარატის ანტიპროლიფერაციული მოქმედება განპირობებულია ზრდის ფაქტორების (განსაკუთრებით, ეპიდერმული და ფიბრობლასტური) აქტივობის დაქვეითებით და პროსტატის უჯრედების აპოპტოზის პროცესების დაჩქარებით, რაც აისახება წინამდებარე ჯირკვლის ზრდის შეჩერებასა და შემდგომ მოცულობის შემცირებაში.
ამგვარად, სერპენს უნო, ერთი მხრივ, ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის პათოლოგიური სიმპტომების (დიზურია, პოლაკიურია, ნიქტურია, ხშირი და მტკივნეული შარდვა, შარდის ბუშტის არასრული დაცლა და ა.შ.) გამოვლინებას და, მეორე მხრივ, რამდენადმე ანელებს წინამდებარე ჯირკვლის ზომების და მოცულობის შემდგომ ზრდას
სერპენს უნოს ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
- შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I და II სტადიის დროს.
- დიზურიული სიმპტომების მკურნალობა ქრონიკული პროსტატიტის დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
თითო კაფსულა ერთხელ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (არანაკლებ 1.5 თვე) დგინდება ექიმის მიერ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში. შესაძლებელია სერპენს უნოს ხანგრძლივი გამოყენება.
იშვიათად (პრეპარატის უზმოზე მიღების შემთხვევაში) აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
კუჭის ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელი მოქმედების გამო პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.
არ არის გამოვლენილი.
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი).