Plasmon
სილვაისანი კაფსულები (ნატუროპათი) / Silvaysan (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 20 ან 100 კაფსულა
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 136-160 მგ Milk-thistle – ბაყაყურას ნაყოფის რაფინირებული და სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი (50-70:1) შესაბამისად 110 მგ Silymarin, რომელიც გათვლილია როგორც Silibinin (მაექსტრაგირებელი ნივთიერება: აცეტონი).
საკალიბრაციო მასალა: დექსტროზა 0-დან 24 მგ-მდე. 
დამხმარე ნივთიერებები: დექსტროზა, სილიციუმის მაღალდისპერსიული დიოქსიდი, ლაქტოზა • 1H₂O, მაგნეზიუმ სტეარატი, ჟელატინი, ნატრიუმის დოდეცილსულფატი
 
ჩვენება
ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები და ღვიძლის ციროზი, ასევე ღვიძლის ტოქსიური დაზიანებების შემანარჩუნებელი თერაპია
 
თვისებები
Silymarin-ი ანტაგონისტურ მოქმედებას ამჟღავნებს ღვიძლის დამაზიანებელი მრავალრიცხოვანი ფაქტორების მიმართ, როგორიცაა თეთრი შხამა სოკოს შხამები – ფალოიდინი, α-ამანიტინი, ლანტანიდენი, ტეტრაქლორნახშირწყალი, გალაქტოზამინი, თიოაცეტამიდი, ასევე ცივსისხლიანების ჰეპატოტოქსიური ვირუსი
FV₃. Silymarin-ის თერაპიული მოქმედება ხორციელდება მოქმედების ორი მექანიზმით: პირველი – Silymarin-ი ცვლის ჰეპატოციტების გარე უჯრედული მემბრანის სტრუქტურას იმგვარად, რომ ღვიძლში ტოქსინები უჯრედის შიგნით ვეღარ აღწევენ. მეორე – Silymarin ასტიმულირებს ნუკლეარული A-პოლიმერაზას მოქმედებას,
რის შედეგადაც იზრდება პროტეინების რიბოსომული სინთეზი. ამგვარად, ხდება ღვიძლის რეგენერაციის სტიმულირება და ახალი ჰეპატოციტების წარმოქმნა.
 
მიღების წესი და დოზირება
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული: 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით
 
გვერდითი მოქმედებები
ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება სუსტი დიარეული მოქმედება
 
უკუჩვენება
Silymarin-ი არ მიიღება მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ასევე ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად
 
მითითება 
პრეპარატი არ გამოიყენება მწვავე მოწამვლის სამკურნალოდ
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაში 20 ან 100 კაფსულა
სად შევიძინოთ?