სიმბავიტი სიროფი / Simbavit Syrup
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური კომპლექსები → ვიტამინების კომპლექსები მიკროელემენტებით
- მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: სიროფი 150მლ ფლაკონი # 1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ვიტამინები, მულტივიტამინები მინერალებთან ერთად კომბინაციაში
შემადგენლობა:
ყოველი 10 მლ სიროფიშეიცავს:
ვიტამინი A (რეტინილპალმიტატი).......2333 ს/ე.
ვიტამინი B1 (თიამინი)......................................0.8 მგ.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი).......................0,9 მგ.
ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი)...........................8,5 მგ.
ვიტამინი B5 (D-კალციუმისპანტოთენატი) ...3,5 მგ.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინისჰიდროქლორიდი) ...0,5 მგ.
ვიტამინი B7 (ბიოტინი).............................................15.0 მკგ.
ვიტამინი B9 (ფოლიუმისმჟავა) .......................300 მკგ.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)........................1,5 მკგ.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)..............400 ს/ე.
ვიტამინი E (Dლ-ალფა-ტოკოფერილაცეტატი)... 8 ს/ე.
ვიტამინი K1 (ფიტონადიონი) ..........................20 მკგ.
ვიტამინი C (ასკორბინისმჟავა)......................59,7 მგ.
ბეტა გლუკანი .......10 მგ.
თუთია.............................5 მგ.
იოდი................................0.12 მგ.
მანგანუმი.....................1.5მგ.
სელენი...........................0.045 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, შაქარი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის კონცენტრატი, არაბული გუმფისი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმნის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კრემოფორი RH 40.
ფარმაკოლოგიური დახასიათება: სიმბავიტი მაღალ ეფექტური ვიტამინებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკრო ელემენტების სრულყოფილი კომპლექსია. სიმბავიტი შეიცავს ყველა იმ ვიტამინსა და მინერალს, რაც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის; მხედველობის, ნერვული სისტემის, გულის, ძვალ-სახსართა სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. სიმბავიტი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავსებს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, აძლიერებს ორგანიზმს; აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, გამაგრებას; ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. სიმბავიტი შეიცავს კომპონენტს - ბეტა გლუკანს. იგი ნატურალური პოლისაქარიდია, რომელიც მიღებულია საფუარისგან (შაცცჰარომყცეს ცერევისიაე).
ჩვენებები:
ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი
არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება
მალაბსორბციის სინდრომი
მადის დაქვეითება, უმადობა
ნერვული ანორექსია
ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა
ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია
ჰიპო- და ავიტამინოზები
დაავადების რეკონვალესცენციის პერიოდი
ქირურგიული ოპერაციისშემდგომი პერიოდი
ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი
იმუნიტეტის დაქვეითება:
ხშირი ავადობა ვირუსული ინფექციებით, გრიპით, ჰერპეს-ინფექციებით, სოკოვანი დაავადებებით.
დოზირება და მიღებისწესი:
6 - 12 თვე: 5 მლ. 1_ჯერ დღეში;
1 - 3 წელი: 5 მლ. 1-2_ჯერ დღეში;
3 - 6 წელი: 10 მლ. 1_ჯერ დღეში;
6 წელი და ზემოთ: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში.
სიმბავიტი მიიღება ჭამის შემდეგ. შესაძლებელია სიროფის მცირე რაოდენობის წყალში ან წვენში გახსნა.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შენახვის წესი:
შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°Cტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მინის ბოთლი #1 სამზომი ჭიქით.