Plasmon
სიმეტიკონი ნორმონი / SIMETHICONE NORMON


შემადგენლობა:

თითოეული კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 120 მგ სიმეთიკონი. დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ჟელატინი, გამოხდილი წყალი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნაწლავთა ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა საშუალებები.

 

ჩვენებები:

მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში.

 

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილები: დიალაკის რეკომენდირებული მაქსიმალური დოზაა 4 კაფსულა დღეში. მიიღება 1 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების შემდეგ. პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. არ გამოიყენება ბავშვებში.

 

გვერდითი მოვლენები:

ზომიერი და გარდამავალი შეკრულობა და გულისრევა, ბოყინი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება.

 

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა სიმეთიკონის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

არ არსებობს სათანადო მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის პერიოდში სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების, შეკრულობის გახანგრძლივების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს. სიმეთიკონი არ არის რეკომენდირებული ახალშობილებში კოლიკის სამკურნალოდ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღებამდე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

 

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:

მედიკამენტი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

 

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა გვერდითი მოვლენების განვითარება. მკურნალობა სიმპტომურია.

 

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?