Plasmon
სინდრანოლი / Sindranol


შემადგენლობა

სინდრანოლის მოქმედი ნივთიერებაა როპინიროლი.
პროლონგირებული მოქმედების ყოველი ტაბლეტი შეიცავს როპინიროლის ჰიდროქლორიდის რაოდენობას, რომელიც 2 მგ, 3 მგ, 4 მგ ან 8 მგ როპინიროლის ეკვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტები:
• ტაბლეტის ბირთვი: ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერი (ტიპი B), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
• გარსი:

2 მგლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172)
3 მგლაქტოზის მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 4000, პოლიეთილენგლიკოლი 400, კარმინი (E120), ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი (E132), მზის ჩასვლა ყვითელი ალუმინის ლაქი (E110)
4 მგტიტანის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 400, ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი (E132), მზის ჩასვლა ყვითელი ალუმინის ლაქი (E110)
8 მგტიტანის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 400, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი შავი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)

ჩვენებები
სინდრანოლი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. პრეპარატის სინდრანოლი მოქმედი ნივთიერებაა როპინიროლი, რომელიც მიეკუთვნება დოფამინის აგონისტების ჯგუფს. დოფამინის აგონისტები ტვინზე ბუნებრივი დოფამინების მსგავს გავლენას ახდენენ.
პარკინსონის დაავადების დროს, ტვინის ზოგიერთ ნაწილში დოფამინის დონე ქვეითდება.
როპინიროლი ბუნებრივი დოფამინის ანალოგიურ ეფექტს ახდენს, და ამგვარად ხელს უწყობს პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირებას.

მიღების წესები და დოზები
სინდრანოლი ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღეთ. თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი გაგიჩნდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სინდრანოლი შეიძლება დაგენიშნოთ ცალკე ან პარკინსონის დაავადების სიმპტომების სამკურნალო სხვა პრეპარატთან, L-დოფასთან (ლევოდოფა) კომბინაციაში. თუ პრეპარატს L-დოფა უკვე იღებთ გარკვეული ხნის მანძილზე და იწყებთ სინდრანოლის მიღებას, პირველი მიღებისას შეიძლება აღმოცენდეს არაკონტროლირებადი მოძრაობები (დისკინეზიები). თუკი ეს მოხდა, აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა მან მოახდინოს თქვენს მიერ მიღებული პრეპარატების დოზების კორექცია. 
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ სინდრანოლის მიღების დაწყების შემდეგ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები შეამჩნევთ უცნაურ ქცევას (მაგალითად, აზარტული თამაშებით ზედმეტად გატაცება, მომატებული სქესობრივი ლტოლვა და/ან ქცევა). შესაძლოა, დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის კორექცია ან მოხსნა. 
სინდრანოლის რა დოზა გჭირდებათ?
იმის დასადგენად, თუ სინდრანოლის რა დოზაა თქვენთვის ყველაზე შესაფერისი, გარკვეული დროა საჭირო. თქვენი ექიმი დოზას ყოველკვირეულად გაზრდის მანამ, სანამ არ გაარკვევს, რომელი დოზაა საუკეთესო თქვენთვის. ზოგი პაციენტი ღებულობს 8 მგ სინდრანოლს 3-ჯერ დღეში (ანუ, 24 მგ დღე-ღამეში).
სინდრანოლის ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზა არ გაზარდოთ თვითნებურად.
სინდრანოლის სამკურნალო ეფექტი შეიძლება რამდენიმე კვირის შემდეგ გამოვლინდეს. 
თუ სინდრანოლი საჭიროზე მეტი რაოდენობით მიიღეთ
დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. თუკი შესაძლებელია, აჩვენეთ მათ სინდრანოლის შეფუთვა.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკურ დარღვევებს და არასასურველ მოვლენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
თუ დაგავიწყდათ სინდრანოლის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით. უბრალოდ, გამოტოვეთ ეს მიღება და ჩვეულებრივ მიიღეთ შემდეგი დოზა.
თუ სინდრანოლი არ მიგიღიათ ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. ის აგიხსნით, როგორ აჯობებს სინდრანოლის მიღების ხელახლა დაწყება.
თუ სინდრანოლის მიღების შეწყვეტა გსურთ
არ შეწყვიტოთ სინდრანოლის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 
სინდრანოლი მიიღეთ იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც ექიმმა დაგინიშნათ. სინდრანოლის მიღება არ შეწყვიტოთ, ვიდრე ექიმი არ დაგრთავთ ამის ნებას.
პრეპარატის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში, პარკინსონის დაავადების სიმპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს.
თუ თქვენთვის აუცილებელია სინდრანოლის მიღების შეწყვეტა, თქვენი ექიმი დოზას თანდათან შეგიმცირებთ.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მოცემული პროდუქტის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, სინდრანოლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ გაწუხებთ კითხვები გვერდითი ეფექტების თაობაზე, ეს საკითხი განიხილეთ თქვენს ექიმთან.
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10-დან 1-ზე მეტ პაციენტთან):
• ძილიანობა;
• გულისრევა.
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (100-დან 1-10 პაციენტთან):
• გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა, განსაკუთრებით, უეცარი ადგომისას (განპირობებულია სისხლის წნევის მკვეთრი დაცემით);
• ჰალუცინაციები (შეგრძნებები, რომლებიც არ შეესატყვისება რეალობას);
• გულისრევა (ღებინება);
• თავბრუსხვევა (შეგრძნება, რომ საგნები ტრიალებს თქვენს გარშემო);
• გულძმარვა;
• კუჭის ტკივილი;
• ფეხების შეშუპება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (1 000-დან 1-10 პაციენტთან):
• მომატებული სქესობრივი ლტოლვა;
• ძილიანობა მთელი დღის განმავლობაში;
• უეცარი ჩაძინება, რომელსაც წინ არ უძღვის ძილიანობის შეგრძნება (ძილის უეცარი დადგომის ეპიზოდები);
• გონებრივი დარღვევები: ბოდვითი მდგომარეობა (ცნობიერების არევა), ბოდვა (გაუგებარი იდეები) ან პარანოია (უსაფუძვლო ეჭვიანობა).
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტთან):
• ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, რაც გამოვლინდება სისხლის ანალიზით;
• ალერგიული რეაქციები: მოწითალო შესიებები კანზე, თანმხლები ქავილით (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხახის შეშუპება, რაც შეიძლება გახდეს გაძნელებული ყლაპვის ან სუნთქვის, გამონაყარის ან ძლიერი ქავილის მიზეზი.
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები შეამჩნევთ აზარტული თამაშებით ანომალურ გატაცებას ან მომატებულ სქესობრივ ლტოლვას, აუცილებალად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თუ სინდრანოლს ღებულობთ პრეპარატის L-დოფა პარალელურად (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ)
პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ პრეპარატებს სინდრანოლი და L-დოფა, დროთა განმავლობაში შეიძლება განუვითარდეთ სხვა გვერდითი ეფექტებიც:
• არაკონტროლირებადი მოძრაობები (დისკინეზიები) წარმოადგენს ძალიან გავრცელებულ გვერდით ეფექტს. თუ ეს მოხდა, აცნობეთ თქვენს ექიმს, შესაძლოა მან მოახდინოს თქვენს მიერ მიღებული პრეპარატების დოზების კორექცია;
• დაბნეულობის შეგრძნება წარმოადგენს გავრცელებულ გვერდით ეფექტს.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი ძლიერი ფორმით გამოვლინდა, ან თუ შენიშნეთ მოცემულ ინსტრუქციაში ჩამოთვლილთაგან განსხვავებული გვერდითი ეფექტები, მათ შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
სინდრანოლი არ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში
• როპინიროლის ან სინდრანოლის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ ალერგიის (ჰიპერმგრძნობელობის) დროს;
• ორსულობის ან მასზე ეჭვის შემთხვევაში;
• ძუძუთი კვების დროს.
ჩამოთვლილი უკუჩვენებებიდან თუნდაც ერთის წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები სინდრანოლის მიღებისას
სინდრანოლის მიღების დაწყებამდე თქვენს ექიმს უნდა აცნობოთ, თუ გაწუხებთ:
• თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
• ღვიძლის დაავადებები;
• გულის მძიმე დაავადებები;
• ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები;
• ავადმყოფობის ისტორიაში ანომალური სურვილების ან ქცევის არსებობა (მაგალითად, თამაშზე დამოკიდებულება ან მომატებული სქესობრივი ლტოლვა);
• ზოგიერთი შაქრის (მაგალითად, ლაქტოზის) აუტანლობა. 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებათაგან რომელიმე შეიძლება თქვენზე ვრცელდებოდეს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. შესაძლებელია, თქვენმა ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება სინდრანოლის მოხსნის შესახებ, ან დაგინიშნოთ მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა აღნიშნული პრეპარატის მიღების განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია
სიფრთხილის ზომები ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებისას.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების დაწყებამდე აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.
სინდრანოლი არ მიიღოთ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:
• ორსულად ხართ ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე, ასევე, თუ ბავშვის გაჩენას გეგმავთ;
• ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ამას.
ასეთ შემთხვევაში თქვენი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ სინდრანოლის მიღება.
ქალებმა, სინდრანოლის მიღების პერიოდში, უნდა გამოიყენონ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპროტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
სინდრანოლის მიღების პერიოდში რეკომენდირებულია უარი თქვათ ავტომანქანის მართვაზე, ვინაიდან პრეპარატი ძილიანობას იწვევს. პრეპარატის მიღების შემდეგ ჩნდება ძილის ძალიან ძლიერი სურვილი და ადამიანს შეიძლება უეცრად ჩაეძინოს.
მოერიდეთ ინსტრუმენტების გამოყენებას და მექანიზმების მართვას. არ დაუშვათ სიტუაციები, როცა ძილიანობას და ჩაძინებას შეუძლია სერიოზული დაზიანებები გამოიწვიოს ან საფრთხე შეუქმნას თქვენს (ან სხვების) სიცოცხლეს. არ დაიწყოთ ამგვარი საქმიანობა, ვიდრე სინდრანოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით.
სინდრანოლის შეთავსებადობა საკვებთან და სასმელთან
ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით, სასურველია, საკვების მიღების დროს. სინდრანოლის მიღება საკვებთან ერთად ამცირებს გულისრევის და ღებინების ალბათობას.
სინდრანოლის მიღების განმავლობაში უარი თქვით ალკოჰოლის მიღებაზე.
თუ სინდრანოლის მიღების პერიოდში დაიწყეთ ან მიატოვეთ მოწევა, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლებელია, საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის კორექცია. 
მნიშვნელოვანი ცნობები სინდრანოლის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
სინდრანოლი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ გარკვეული სახის შაქრების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
სინდრანოლის 3 მგ და 4 მგ ტაბლეტების გარსი შეიცავს საღებავ ნივთიერებას “მზის ჩასვლა ყვითელი”, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენს მიერ ამჟამად ან ახლო წარსულში მიღებული ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ, ურეცეპტოდ გაცემული სამკურნალო საშუალებების ჩათვლით:
• ანტიდეპრესანტი ფლუვოქსამინი;
• ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია;
• ანტიბიოტიკი ციპროფლოქსაცინი;
• ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, სულპირიდი;
• მეტოკლოპრამიდი, რომელიც ინიშნება საჭმლის მონელების დარღვევისას;
• ციმეტიდინი, რომელიც ინიშნება კუჭის წყლულის დროს;
• თეოფილინი, რომელიც ინიშნება ასთმის, ბრონქიტის ან ორგანოს ან ქსოვილის ჰაერით გაჭიმვის (ემფიზემის) დროს;
• პარკინსონის დაავადების სამკურნალო ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

სინდრანოლი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით.
გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებების უტილიზაცია არ შეიძლება კანალიზაციის წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ რა გზით უნდა მოხდეს გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებების უტილიზაცია. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

სად შევიძინოთ?