დაახლოებით ეკვივალენტურია 2.3% NaCl
სინომარინი შეიცავს ბუნებრივ ზღვის წყალს, რომელიც მდიდარია მინერალური მარილებით, აქედან გამომდინარე სინომარინი ოპტიმალურად ასუფთავებს ცხვირის ღრუს გარქოვანებული და ზედმეტი ლორწოსაგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნესტოების გადავსება და გაჭედვა. სინომარინის მეშვეობით ნესტოების გამორეცხვა ბუნებრივად მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს ავიცილოთ აირწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციები, რომელთა სიმპტომებია ცხვირის ღრუს ობსტრუქცია.
სინომარინი შეუცვლელია სხვადასხვა ეტიოლოგიის რინიტების, სინუსიტების, რინოსინუსიტების დროს, როგორც მწვავე ასევე ქრონიკულ პერიოდში.
სინომარინი არის ცხვირში შესასხურებელი რბილი სპრეი ანატომიურად ადვილად მოსარგები თავით, ნებისმიერ პოზიციაში ხმარებისთვის.
შემადგენლობა:
სინომარინი დამზადებულია საფრანგეთში St. Malo ახლოს, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროდან ამოტუმბული ზღვის წყლით, რომელიც სუფთავდება, იფილტრება და ერევა გამწმენდ წყალს, არ შეიცავს კონსერვანტებს.
ბავშვთა და მოზარდთა 100 მლ ფლაკონი შეიცავს გაფილტრულ ზღვის წყალს 70მლ, ინერტული წნევის ქვეშ ჩატუმბულია გაზი-აზოტი, რომელიც არ არის პირდაპირ კონტაქტში სითხესთან.
ზრდასრულთა 125 მლ ფლაკონი შეიცავს გაფილტრულ ზღვის წყალს 87,5 მლ, ინერტული წნევის ქვეშ ჩატუმბულია გაზი-აზოტი, რომელიც არ არის პირდაპირ კონტაქტში სითხესთან.
დოზირება და გამოყენების წესი:
ბავშვები და მოზარდები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3ჯერ დღეში. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ აპლიკატორი სუფთა წყლით
ზრდასრულები: 1-3 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3ჯერ დღეში. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ აპლიკატორი სუფთა წყლით.
უკუჩვენება:
არ არის რეკომენდირებული მათთვის ვინც ჰიპერმგრძნობიარეა ზღვის წყლის მიმართ.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ ინიშნება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
გამოშვების ფორმა:
ბავშვთა და მოზარდთა 100 მლ ფლაკონი
ზრდასრულთა 125 მლ ფლაკონი
ნებულა 18*5მლ.